ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო:”მე და პირლოს 15 წუთი დაგვჭირდა, რომ მასში დავრწმუნებულიყავით”

კლაუდიო მარკიზიოს მოსაზრებით, იუვენტუსში 8 ნომერი საიმედო მოთამაშის ხელშია:

“დიახ, ამაში ეჭვი ოდნავადაც არ მეპარება, რადგან აარონ რემზი ფანტასტიური ფეხბურთელია!

ფეხბურთელი რომელმაც გამაკვირვა უდაოდ პოლ პოგბაა.. ზუსტად 15 წუთი დაგვჭირდა მე და ანდრეა პირლოს რომ ფრანგის შესაძლებლობებში დავრწმუნებულიყავით.

გუნდში მაშინ დიდი კონკურენცია იყო.. შუახაზში ერთბაშად რამდენიმე მაღალი დონის მოთამაშე ვიყავით, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა ჭკვიანური გათვლებით თამაშის საშუალება ყველას მოგვცა.

უშუალოდ ჩემი ამპლუის მოთაშეებზე, რომ ვისაუბრობ კუმირებად ფრენკ ლემპარდი და სტივენ ჯერარდი იყვნენ.

მათი ქარიზმატულობით და ოსტატობით ყოველთვის ვიყავი მოხიბლული!

საერთოდ ინგლისური ფეხბურთი ყოველთვის მიზიდავდა.. განსაკუთრებით ჩელსის და მანჩესტერის შესრულებით, მაგრამ იუვენტუსი მუდამ პრიორიტეტში იყო, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნდა.

მომავალი მთავარი მწვრთნელის ამპლუაში? არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა მოსაფიქრებლად მცირეოდენი დრო მჭირდება.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x