ForzaJuve.Ge

მარკიზიო ალიანც არენაზე პრეს-კონფერენციას გამართავს

საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა იტალიურ მედიაში:

სქაი სპორტის მტკიცებით ხუთშაბათს ალიანც სტედიუმზე გაიმართება კლაუდიო მარკიზიოს პრეს-კონფერენციაზე, სადაც ის საკუთარ მომავალზე ისაუბრებს.

გაჩნდა მოსაზრება, რომ კლაუდიო ყოფილი პარტნიორების – ჯანლუიჯი ბუფონის და ანდრეა ბარძალის ბედს გაიზიარებს და კლუბში დაბრუნდება..

თუმცა, ეს მხოლოდ მოსაზრებაა და არაა გამორიცხული მუხლის მძიმე ტრავმის შემდეგ საერთოდ კარიერის დასრულებაც გამოაცხადოს.

პრინციპინოს ჰქონდა შეთავაზებები ამერიკიდან და აზიიდან, მაგრამ მან თიოეულ მათგანს უარი უთხრა.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x