ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მასიმო პავანი:”ჰერნანეშის შესაძლო დაბრუნება იუვეს წისქვილზე დაასხამს წყალს”

პოპულარული იტალიელი მიმომხილველი მასიმო პავონი ანდერსონ ჰერნანეშის თამაშს შეეხო.. მისი აზრით ბრაზილიელმა გაიარა გუნდში ადაპტაცია და აწი ალეგრის უნდა ჰქონდეს მისი იმედი:“მისი ტრანსფერი არავის მოსწონებია და დიდი კრიტიკით შეხვდნენ.. თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ბრაზილიელის “დაბრუნებას” წინასწარმეტყველებდნენ.. გადის ხანი და ჰერნანეში ვერ აჩვენებს ლაციოს დროინდელ შედეგს.. ხშირად კარგავს ბურთს, აკეთებს არაზუსტ გადაცემებს და მის მიერ დაკარგულ რიტმს გოლი მოაქვს საკუთარი გუნდისთვის.. ნაპოლისთან ჩაგდებული მატჩის შემდეგ კი ალეგრიმ იგი სათადარიგოთა სკამზე დასვა.. სასუოლოსთან სტურაროს და ლემინას საშინელი თამაშის ფონზე, ბიანკონერის თავკაცი კვლავ აპირებს ტრეკუარტისტას გამოყენებას”.

“ტურინულ დერბიში იუვე კვლავ 4-3-1-2-ს უბრუნდება, სადაც ბრაზილიელს უშუალოდ ის ფუნქცია აკისრია რისთვისაც მოიყვანეს, მაგრამ ბედის ირონია იყო ხედირას ტრავმა მატჩის მე-10 წუთზე.. კუადრადოს გამოყვანით კი ცხადი გახდა, რომ გუნდი 4-3-3 ზე ეწყებოდა.. ბევრმა გაიფიქრა გუნდის საქმე წასულია, რადგან რეჯისტაზე ჰერნა დადგებაო.. ეს ასეც მოხდა და უნდა ითქვას მე-11 ნომერმა თავი კარგად გაართვა. მართალია რაღაც გასაოცარი არ გაუკეთებია, მაგრამ ასპარეზობდა საიმედოდ, მშვიდად და ზუსტად.. ეს კი მოედნის ცენტრში მოთამაშე ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტებია.

მის ასპარეზობაში იგრძნობოდა მონდომება.. ბრაზილიელს სურს დაანახოს გუნდს, რომ მზად არის ნებისმიერ წამს დაეხმაროს. შესაძლოა ჩვენ სულ მალე ჰერნანეშის “დაბრუნება” ვიხილოთ, რომელიც იუვენტუს დღევანდელ მდგომარეობაში ძალზედ დიდ შეღავათს მისცემს. საინტერესოა რამდენად ხედავს იმავეს მასიმილიანო ალეგრი და მისცემს თუ არა მატჩში მონაწილეობის უფლებას? წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე მან ორაზროვანი პასუხი გასცა”..

წყარო: tuttojuve

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

2
Leave a Reply

avatar
2 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
2 Comment authors
juveboy-leovacheishvili Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
juveboy-leo
იუვენტინო
juveboy-leo

dybala an zaza daayenos ra moratastan ertad. . .
mosiarule mandzukichis yureba arginda minimum 75 wuti. . . :blin:

vacheishvili
იუვენტინო

ragadros hernanehia magis dro kargaxania wavida