ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატჩისშემდგომი მიმოხილვა #Qasra -სგან

გამარჯობათ იუვენტინოებო, ფიორენტინასთან დაპირისპირებამდე ნახავდით წინასამატჩო სტატიას, ახლა კი გთავაზობთ მატჩის შემდგომ სტატიას:

,,წინასამატჩოები და მატჩის შემდგომი მიმოხილვები” BY Qasra, გაგრძელდება მთელი სეზონი.

მიმოხილული იქნება როგორც იტალია სერია-A, ასევე იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა.

ახლა კი რაც შეეხება იუვენტუსის 2016-2017 წლების სეზონის პირველ ოფიცილურ მატჩსა და წარმატებულ სტარტს.

იუვენტუსი:(3-5-2) ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ალვეში, ლემინა, ასამოა, ხედირა (ჰერნანეში 84), დიბალა (ევრა 85), მანჯუკიჩი (იგუაინი 66)

გოლები: ხედირა 37′ (1-0), კალინიჩი 70′ (1-1), იგუაინი 75′ (2-1)

მატჩის პირველი წუთებიდანვე ენერგიულად და აგრესიულად შეუტიეს მასპინძლებმა. უკვე მე-9 წუთზე, მსაჯმა 100%იანი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა იების კარში, რომელი დარღვევაც სათადარიგოთა სკამიდანაც კი სჩანდა, თუ როგორ მოხვდა ბურთი დავიდე ასტორის.

მატჩის 35-ე წუთი, ასამოა იწყებს შეტევას და აწვდის საჯარიმო ხაზსთან მდგომ დიბალას, რომელიც თავის მხრივ კარგად უგორებს ბურთს კიელინის, ჯორჯოს ჩაწოდებულს კი საგოლედ დაჰკრა თავი სემი ხედირამ და ,,იუვენტუს სთედიუმი” აღტაცებაში მოიყვანა. 1-0

გოლის გატანასთან ახლოს იყვნენ დიბალა და ალექს სანდრო, მაგრამ მიზანს ოდნავ ააცილეს, თუ დიბალას ეპიზოდს ვერ ვუწოდებთ მეტად ხელსაყრელს, სანდროს მართალია მახვილი კუთხიდან, მაგრამ გატანა მაინც მართებდა.

არც მეორე ტაიმში შეცვლილა მატჩის სცენარი, იუვე შიგადაშიგ უტევდა, ფიორენტინა კი მის შანს ელოდა. რომელი შანსიც 68-ე წუთზე ალექს სანდროსაგან მიიღეს, მის მიერ დაკარგულ ბურთს, სტუმრების მხრიდან მოპოვებული კუთხური მოჰყვა, ილიჩიჩის ჩაწოდებულს კი, კალინიჩის ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი. რომელმაც საჰაერო ბრძოლა ასევე ალექს სანდროს მოუგო, მაგრამ საკითხავია რატომ იყვანდა ტანმაღალ კალინიჩს სანდრო? და სად იყო ,,BBC”? მოკლედ 1-1

ძალიან ხანმოკლე გამოდგა სტუმრების სიხარული, რადგან შეცვლაზე შემოსულმა, იუვეს ახალწვეულმა გონსალო იგუაინმა თავისი პირველი/ოფიციალური ტურინული და გუნდისათვის 3 ქულის მომტანი გოლი გაიტანა.

გოლი კი შემდეგნაირად გავიდა, 6 წამიან ეპიზოდში სამი შეხებით იუვენტუსმა თამაში მოიგო.

73:54 ასამოა იღებს პასს, 73:56 ბურთს აწვდის ხედირას, 73:58 სემი საგოლედ ურტყამს, 74:00 გონსალოს დარტყმა და 2-1

დარჩენილ დროში მარიო ლემინას ორი შორეული გასროლა ვიხილეთ, რომელიც იების მეკარემ, ასევე ორივეჯერ, მისგან მარცხენა ნახტომში კუთხურზე მოიგერია.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, სამი ხედირა დასახელდა…

გილოცავთ ახალი სეზონის ოფიციალურად დაწყებას, პირველ გამარჯვებას შინაურ კედლებში და სეზონის პოზიტიურ სტარტს.

შემდეგი რომაული ლაციოა…
იტალიის ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩი ,,სტადიო ოლიმპიკოზე” 27 აგვისტოს გაიმართება.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

4
Leave a Reply

avatar
4 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
1juveანონიმურინიკა Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
1juve
სტუმარი
1juve

Marto 3 tanagali motamashe yavs fiores?

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ია ია დაგვიკრიფეს
ლურჯთვალა და კოპწია
სკუდეტო და ლიგის თასი
ერთად მოულოცნიათ :forza: :chuvak:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

მაგარი ხარ ძმაო მეც გილოცავ ისე ჰეფასებები მეც მაინტერესებს

ნიკა
სტუმარი
ნიკა

ფეხბურთელების შეფასებებს არ დადებთ ხოლმე? როგორც წინა სეზონში ?

x