ForzaJuve.Ge

მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენცია

ბიანკონერის თავკაცი მაურისიო სარი ჯენოასთან მოახლოებულ მატჩზე საუბრობს, რომელიც 31 ოქტომბერს თბილისის დროით ღამის 0:00-ზე გაიმართება:

“გასულ თამაში უამრავი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ისიც კარგად უნდა გავითავისოთ, რომ სერიოზულ ცვლილებებს ვახორციელებთ.. მე მწამს რომ ამ გუნდს მნიშვნელოვანი პროგრესი შეუძლია.

მირალემ პიანიჩს ტრავმა არა აქვს, მაგრამ რამდენად შეძლებს თამაშს ეს მეორე საკითხია.. მის მდგომარეობას დეტალურად დავაკვირდებით.

ანალოგიური სიტუაციაა გონსალო იგუაინთან დაკავშირებით.. მას ნაკერები დაადეს და თავს იდეალურად ნამდვილად არ გრძნობს..

დუგლას კოშტას 45 დღე არ უთამაშია და მისი სასტარტოში დაყენება არ არის მიზან შეწონილი.. შევხედოთ, შეძლებს თუ არა მინდორზე გასვლას რამდენიმე წუთით მაინც.

თუ იგუაინი არ გამოჯანმრთელდა, მაშინ ნაკლებად მოსალოდნელია გენუელებთან 4-3-3 მოდულით ვიასპარეზოთ..

მომენტებს ყველანი აფუჭებენ და არა მარტო ფედერიკო ბერნარდესკი.. თუმცა, რეალიზაციასთან ერთად, კარში დარტყმების მიზერული რაოდენობა მაფიქრებს..

საკუთარი მოსაზრება ფეხბურთელებს უკვე გავუზიარე და ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ.

მეორეს მხრივ დღეისათვის სერია ა-ში ყველაზე ნაკლები ბურთი გვაქვს გაშვებული.. ჩემპიონატსაც უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ახლა მეტად კონკურენტუნარიანია.

ჯენოა კარგი გუნდია, რომელსაც მართლაც შთამბეჭდავი შემადგენლობა ჰყავს.. ხოლო მარკო მოტამ როგორც ჩანს სწორი ფორმირება იპოვა და მათთან შეხვედრა იოლი არ იქნება.

უკვე ვუყურეთ პსჟ-ს ახალგაზრდული გუნდის რამდენიმე მატჩს, რათა გაგვეგო მოტას ჩანაფიქრები ჩვენთან შეხვედრაში..”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

1
Leave a Reply

avatar
1 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
0 Comment authors
Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

მარკო არა)) ტიაგო მოტა)

x