ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენცია

მაურისიო სარი

გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენციას, რომელიც სასუოლოსთან მოახლოებულ შეხვედრას დაეთმო:

ალექს სანდრო თავს კარგად გრძნობს.. მან სრული დატვირთვით ივარჯიშა და მისი მუშაობით კმაყოფილი დავრჩი. გადაწყვეტილებას იასპარეზებს თუ არა მოგვიანებით მივიღებ.

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ფედერიკო ბერნარდესკიც კარგად გრძნობს თავს და მასაც ნაყოფიერი მუშაობა გამოუვიდა.

მისი ასპარეზობით კმაყოფილი ვარ, რადგან დაცვით მანევრირებაში გუნდს დიდ დახმარებას უწევს.. მას შესანიშნავი ტექნიკური მახასიათებლები აქვს, რის გამოც საზოგადოება ბერნასგან უფრო მეტს ითხოვს.

კრიშტიანო რონალდუსთან დაკავშირებით, გადამეტებული აჟიოტაჟია.. ეს არის ფეხბურთელი რომელიც მიჩვეულია ყველგან გოლების გატანას და გამარჯვებას.. იგი ამით ცოცხლობს და ასეთი პროფესიონალიზმი დასაფასებელია. 

ითამაშებს თუ არა კრიშტიანო ამას ასევე მოგვიანებით გადავწყვეტთ.. მთავარია, რომ ფორვარდები კარგად ხვდებიან გუნდის მოთხოვნებს.. ვისაც თამაში უწევს, იგი მაქსიმუმს იღებს.. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ მეტოქესა და მის სათამაშო სქემაზე.

ანდრეა ბარძალის წვლილი მატეის დე ლიხტის პროგრესში? ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც უმოკლეს პერიოდში გადის ადაპტაციას თითოეულ ნიუანსზე. მას აქვს მკაფიო და საინტერესო იდეები და ბუნებრივია ეს არის რესურსი, რომელსაც სწორად ვიყენებთ.

სამი ფორვარდით ასპარეზობა? ფურცელზე, შესაძლოა ყველაფერი მარტივად გამოიყურება, თუმცა საქმეში ეს ძალზედ რთული შესასრულებელია.. ჯერჯერობით იუვენტუსი ამისთვის მზად არ არის.

ემრე ჯანი? არსებობს რაღაც რის გამოც იგი ევროპული განაცხადის მიღმა დარჩა.. იასპარეზებს თუ არა ხვალ ამას სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს.. გერმანელი უდაოდ კარგი მოთამაშეა, მაგრამ ტაქტიკური ნიუანსები არის ის, რაც ცდება სტანდარტულ მიდგომას.

ნუ იფიქრებთ, რომ გადაწყვეტილება რომელიც მივიღე ვინმეს აქ ყოფნას წითელ ხაზს უსვამს.. უბრალოდ, კონკრეტულ ეტაპზე ამ შუახაზელებმა ადაპტაცია ჩემს მოთხოვნებთან უფრო მალე გაიარეს.. სულ ეს არის.

სასუოლო მომწონს და განსაკუთრებით მათი თავკაცი. ჯერ კიდევ ინგლისში ყოფნისას აღვნიშნე, რომ ფსონს დე ზერბიზე დავდებდი.. ეს არის ჭკვიანი და მაღალ კვალიფიციური სპეციალისტი. 

ოქროს ბურთს ლეო მესი აიღებს? იმედი მაქვს იგი საბოლოო ჯამში რონალდუს დარჩება და თუ არა ვწუხვარ მის გამო. მომავალში, ვფიქრობ ამ ჯილდოს დაპატრონების შანსი პაულო დიბალასაც ექნება..”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x