ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

მაურისიო სარი

გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას, რომელიც ლაციოსთან მოახლოებულ მატჩს დაეთმო.

მატჩი თბილისის დროით 7 დეკემბერს 23:45-ზე შედგება:

“დღეისათვის თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლაციო ძლიერი გუნდია.. გუნდმა ბოლო 6 შეხვედრაში 18 ქულა დააგროვა.. ფაქტია, დღეისათვის ლაციალე ბრწყინვალე პერიოდს გადის.. 

ძლიერი გუნდია, რომელიც ევროპაში დღეისათვის ერთ-ერთი საუკეთესოა მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეში გაკეთებული გადაცემების თვალსაზრისით.. 

ერთი სიტყვით ურთულესი დაპირისპირების მომსწრენი გავხდებით. 

ჩემის მხრივ ის რაც საწვრთნელი პროცესის დროს ვიხილე, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ გუნდი მზად არის. ჩვენს ბოლო შედეგს პასუხი მოედანზე უნდა გაეცეს..

ნებისმიერი სამი ქულა მნიშვნელოვანია, შესაბამისად თითოეული შეხვედრა საპასუხისმგებლოა. საერთოდ, არ არსებობს მატჩი სადაც ქულებს მარტივად დააგროვებ.

იმედი მაქვს გუნდი სათანადო მოტივაციას შეიძენს იმ ფაქტით, რომ სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე გადავიდა..დარწმუნებული ვარ ბიჭებს სპორტული აგრესია გაუჩნდებოდათ, რადგან ჩვენს წინ ახლა სხვა გუნდი გაჩნდა.

სამწუხაროა, რომ სამი ხედირა და აარონ რემზი დაშავდნენ.. სასიამოვნო ინფორმაცია არის ადრიენ რაბიოსთან მიმართებაში.. ფრანგმა ტრავმა მოიშუშა და მზად არის მინდორზე გამოვიდეს.

ფედერიკო ბერნარდესკი? მგრძნობიარე ბიჭია.. განსაკუთრებით მაშინ, თუ კი შეხვედრა გასვლაზე გვიწევს.. იგი განსხვავებულად ირჯება შეხვედრებში, რომლებიც შინ ტარდება და იგი გუნდისთვის უსაფრთხოა.

ფედერიკო გუნდის მნიშვნელოვანი წევრია და არ ჭირდება რაიმე, რაც მასსზე ზეგავლენას მოახდენს.. ჩემი დავალება იმაში მდგომარეობს, რომ მას დავეხმარო და არ გამოვცადო..

ემრე ჯანი? რამდენიმე შეხვედრაში მონაწილეობა უკვე მიიღო და არ ვთვლი, რომ გუნდის მიღმა არის დარჩენილი.. უბრალოდ გარკვეულ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩა.. თუმცა, მშვენივრად მოეხსენება, რომ მომატების შემთხვევაში ამ სიაში დაბრუნდება.

ხედირა არის ადამიანი, ბრწყინვალე ხასიათით და პიროვნული თვისებებით. ბოლო 10 დღის მანძილზე მისი მუხლის მდგომარეობა გაუარესდა და სხვა გზა არ დაგვრჩა გარდა იმისა, რომ ოპერაციაზე დავთანხმებულიყავით.

ასე რომ ახლა დროა პროგრესირებაში სხვებს დავეხმაროთ.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of