ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარი ლოკომოტივთან მატჩზე

კრიშტიანო რონალდუ

გთავაზობთ მაურისიო სარის მატჩისშემდგომ კომენტარს:

ეს არ იყო კარგი მატჩი ჩვენი შესრულებით.. მეტოქეს არაერთი მწვავე კონტრ შეტევის გაკეთების უფლება მივეცით..

ყველაზე უცნაური ის არის, რომ ველოდით მათგან ასეთ სტილში თამაშს, მაგრამ მაინც შეცდომებს ვუშვებდით.

მეორეს მხრივ, ვხედავდი ფეხბურთელებისგან გამარჯვებისთვის ბრძოლის წყურვილს.. მათ სამი ქულის მოპოვება ნებისმიერ ფასად სურდათ!

მიზანს  გონსალო იგუაინის და დუგლას კოშტას ფანტასტიური ქმედების ხარჯზე მივაღწიეთ!

ბრაზილიელი მინდორს სულ ახლახანს დაუბრუნდა, მაგრამ მას მოედნის თითოეულ მონაკვეთში, ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია გუნდისთვის წარმატების მოტანა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რიგ მოთამაშეებს მეტი ენერგიის გაღება მოუწიათ და აქედან გამომდინარე ისინი დასვენებას საჭიროებდნენ..

იმასაც კარგად ვხედავდი, რომ აარონ რემზი და დუგლას კოშტა უკანასკნელი 18 დღის მანძილზე ნაჩვენები კონდიციებიდან გამომდინარე, არ იყვნენ 90 წუთისთვის მზად.

კრიშტიანო რონალდუ იდეალურ ფორმაში ნამდვილდა არ იმყოფება.. პორტუგალიელი ბარძაყის არეში დისკომფორტს განიცდის და როდესაც ერთ ეპიზოდში სპრინტი გააკეთა, არ მომეწონა შემდგომი ფეხის მიწაზე დადგმა..

შემეშინდა მის გამო.. ვიფიქრე, ტრავმა არ მიეღო და ამიტომაც გავიყვანე მოედნიდან.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x