ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარი რომასთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე

მაურისიო სარი

გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენციას:

“რთული მატჩი გველის, მაგრამ ველი რომ 90 წუთის მანძილზე ზუსტად იმავე მიდგომას ვიხილავ, რაც კალიარისთან შეხვედრაში. 

თუ გახსოვთ ადრე უკვე გითხარით რომ პაულო ფონსეკა და რომა წლევანდელი გათამაშების სიურპიზი გახდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ რიგებში უამრავი ტრავმირებული ფეხბურთელი იყო, ფონსეკამ ბრძოლისუნარიანი კოლექტივის ჩამოყალიბება მოახერხა.

როგორ შეიცვლება იუვენტუსი გონსალო იგუაინის არ ყოფნაში? ყველაფერი პაულო დიბალას მახასიათებლებზეა დამოკიდებული.. მის მოქმედებებსა და გადაადგილებებზე.. იგი უფრო სიღრმიდან დაიწყებს მოქმედებებს, ხოლო კრიშტიანო რონალდუ ამასობაში ცენტრიდან გამოვა. 

რაც შეეხება აარონ რემზის მას თავისუფლად შეუძლია დიბალას და რონალდუს უკან ასპარეზობა.. თუმცა ამავე ზონის ათვისება სამი ხედირას და ადრიენ რაბიოსაც ძალუძთ.

როტაცია? ნაპოლიში სხვა სიტუაცია გახლდათ.. მაშინ ჩემთვის აუცილებლობას ფეხბურთელების საქმისადმი მიდგომა და კონკრეტული ტაქტიკური ნიუანსების დახვეწა წარმოადგენდა.

2-3 ფეხბურთელის შეცვლა საქმეს და გუნდის ფორმას არ აფუჭებდა.. თუმცა, 6-7 ფეხბურთელის ჩანაცვლება ყველაფერს ძირეულად ცვლიდა.

მატეის დე ლიხტზე ბევრი იწერება და გეტყვით, რომ ჰოლანდიელი ახლა თავს ბევრად უკეთ გრძნობს. მას მხრის და ბარძაყის პრობლემები ქონდა.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of