ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მილინკოვიჩ-სავიჩი:”ვიქნებოდი თუ არა იუვეს ძირითადში?”

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი

ლაციოს სერბი ნახევარმცველის სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის მოსაზრებით ბიანკონერი მათთან დაპირისპირებას ცუდ ფორმაში ხვდება:

“ვფიქრობ, შეგვწევს ძალა დადებით შედეგს მივაღწიოთ.. გამარჯვებაც კი შეგვიძლია, რადგან იუვენტუსი ახლა სათანადო ფორმაში არ იმყოფება და ლაციომ ამით უნდა ისარგებლოს.

არ გადავამატებ თუ ვიტყვით, რომ ბიანკონერისთან დაპირისპირებისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ იტალიის საუკეთესო კლუბზე, რომლის რიგებში საუკეთესო ფეხბურთელები ირიცხებიან.

ვითამაშებდი თუ არა იუვეს ძირითადში, მათთან რომ გადავსულიყავი? კარგი კითხვაა.. არ ვიცი, მაგრამ ახლა მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ აქ ვიყო ძირითადის უცვლელი წევრი.

ჩვენ მენტალურობა შეგვეცვალა.. აუცილებელია პირველი წუთიდან უკანასკნელ წამამდე მაქსიმალური კონცენტრირება გამოვავლინოთ.. ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია გოლების გატანას მოვუხშიროთ.

ველით თუ როდის დავიწყებთ თამაშს ისე, როგორც ეს გვსურს. ვცდილობთ იქ ვიყოთ, რაც დავგეგმეთ – პირველ ოთხეულში.. უკვე ამის შემდგომ ვიფიქრებთ, პოზიცია როგორ ავიმაღლოთ.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of