ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი:”მანჯუკიჩმა სასიამოვნოდ გამაკვირვა”

ტურინელი ჟურნალისტების ბიანკონერის ექს სპორტულ დირექტორს ლუჩიანო მოჯის დაუკავშირდნენ და მასთან საინტერესო ინტერვიუც ჩაწერეს..

თქვენი აზრით, 2015 წელი წარმატებული იყო იუვესთვის?

“ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი გამოდგა. გუნდმა რამდენიმე ტიტულიც მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც მიიღო მონაწილეობა. შესაძლოა მიმდინარე სეზონი არცთუ წარმატებულად დაიწყო, მაგრამ ალეგრიმ მაინც მოახერხა სიტუაციის გამოსწორება და დღეისათვის გუნდი ინარჩუნებს პოზიტიურ პოზიციას. ვფიქრობ, ისინი ბოლომდე დარჩებიან ბრძოლაში”.

რომელმა ფეხბურთელმა გაგაოცათ დადებითი კუთხით?

“რა თქმა უნდა მარიო მანჯუკიჩმა.. მასსზე აქამდეც კარგი შთაბეჭდილება მქონდა ბრძოლისუნარიანობის კუთხით. თუმცა, ტურინში თავი წარმოაჩინა, როგორც ცივ-სისხლიანმა და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის მქონე ფორვარდმა. ვიმედოვნებ, იგი მომავალშიც განაგრძობს პროდუქტიულ ასპარეზობს”.

მიმდინარე სეზონი განსხვავებულია.. კონკურენცია საგრძნობლად გაიზარდა..

“დიახ, წელს საგრძნობი კონკურენციაა რაც ბუნებრივია დადებითად აისახება იტალიური ფეხბურთზე. ინტერი ერთი შეხედვით უკეთეს მდგომარეობაშია, რადგან ევროპაში არ ასპარეზობს და გადაღლის კუთხით პრობლემა ნაკლებად ექნება. ტურინელები ამ მხრივ დიდ მსხვერპლს გაიღებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბრძოლას არ ჩამოშორდებიან”.

სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იაქტიურებენ თუ არა მოქმედი ჩემპიონები?

“ზამთარში რაიმე ხმაურიანი ტრანსფერი გამორიცხულია.. ასე თუ ისე ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბებულია და ასეთ დროს მეტად ძლიერ ფეხბურთელს არავინ მოგცემს.. ასეთ ფიგურას ყველა უფრთხილდება და მინიმუმ სეზონის ბოლომდე არავინ გაუშვებს”.

წყარო: TuttoJuve

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

6
Leave a Reply

avatar
6 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
6 Comment authors
forza bianconeribero-juve10Black Jackjek17soni 10 Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
forza bianconeri
იუვენტინო
forza bianconeri

კარგი იქნება საპონარას თუ მოიყვანენ

bero-juve10
იუვენტინო

ამ ზამთარს იქნებ როგორმე ერთი მაღალი კლასის ნახევარ მცველი მოვიყვანოთ უფრო ბურთის დამჭერი გვჭირდება ჩემი აზრით არც ძაპაკოსტას მოყვანა იქნება რთული და არც საპონარასი მთავარია რომ ნაბიჯები გადაიდგას
ამ მოთამაშეებიდან შეიძლება რომ 2-3 კაცი მოიყვანონ
საპანარა, ძაპაკოსტა, ბერარდი, ბაზელი, გიუნდოგანი, ვიტსელი

Shako
იუვენტინო
Shako

რავიცი :vaime: ის როგორ იყოო, ოსპინა რომ წარადგინეს საუკეთესოობაზე და ბუფონი ვაბშე არ ახსენეს :lool: ჩამოსხმები რა

jek17
იუვენტინო
jek17

იუვეს ყველა ფეხბურთელი იმსახურებს ასეულში შესვლას,ულაპარაკოთ მაგრამ ამას რა კრიტერიუმით ავსებენ არ ვიცი.იქნებ ვინმემ იცოდეთ და დაწერეთ.გუნდმა თითქმის ყველაფერი მოიგო წინა წელს და 4 წელია სკუდეტოს იგებს,მთვარეზე ვერ გაფრინდებიან და სხვა რა უნდა გააკეთონ.მარკიზიო არის უძაანმაგრესი ნახევარმცველი მსოფლიოში,რომელ გრანდს არ უნდოდა მაგის ყიდვა მარა ტიპი იუვენტინოა და რა ქნას,არც პიარი უყვარს და არც ზოგიერთივით პიჟონია,არც ხმაურობს,იმენა საქმეს აკეთებს მოედანზე და არა სარკესთან

soni 10
იუვენტინო
soni 10

Bazari araa to martali xar gaupiarebuli pegburtelia sul chrdilshia tipi to tamashis drosac vitom erti chveulebrivi pegburtelia bevri mase xedavs arada dzaan magaria 100shi ro araa sircxvilia araobieqturobaa erterti sauketesoa tavis poziciaze da tavis saqmeshi 8

LB19
იუვენტინო
LB19

Magrad nervebi meshleba marchisios rom ar apaseben :chuvak: ragac 2015 wlis sauketeso pexburtelebis 100eulshic ar sheiyvanes tipebma egeti unamusoba jer ar minaxavs magis shemdgens pexburti agarc unda ayurebino :chuvak:

x