ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი:”ვფიქრობდით, რომ საუკეთესო რონალდუ გახდებოდა”

პაველ ნედვედი ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ:

სიმართლე გითხრათ ველოდი, რომ უეფას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს კრიშტიანო რონალდუს გადაცემდნენ, თუმცა ვღებულობთ ამ გადაწყვეტილებას როგორიც არის..

სიმართლე გითხრათ ჩემპიონთა ლიგის ამ სტადიაზე, იოლი მეტოქე ან ჯგუფი არ არსებობს.. ყველა თავისებურად რთული და დაძაბული იქნება.

ფაქტია, გასულ სეზონთან შედარებით მნიშვნელოვნად შევიცვალეთ.. გავძლიერდით.. გვყავს ახალი მწვრთნელი.. მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები.. შეიცვალა სათამაშო ფილოსოფია.. შესაბამისად, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი.

ატლეტიკოს ძალიან კარგად ვიცნობთ.. ახლაც, წინასასეზონო შეკრებაზე მშვენიერი სპარინგ მატჩი გამოდგა.. ჩოლო სიმეონესთან შეხვედრა მუდამ დიდ სანახაობას გვიქადის.

ლევერკუზენი კერკეტი კაკალია, ხოლო მოსკოველთა რიგებში უამრავი ლეგიონერი ირჯება, რომელთაც შეუძლიათ მაღალ დონეზე ასპარეზობა.

იქნება თუ არა მაურისიო სარი ნაპოლისთან შეხვედრის დროს მთავარი მწვერთნელის სკამზე? პნევმონია სახუმარო საქმე არაა და უმჯობესი იქნება, თუ საბოლოოდ გამოჯანმრთელდება.. ვფიქრობ, იგი ინტენსიურ პროცესს სანაკრებო ბატალიების შემდეგ დაუბრუნდება.

სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა, რომლის განმავლობაშიც გამოსარიცხი არაფერია.. ვფიქრობთ, როგორც გაძლიერებაზე, ასევე გაყიდვებზე.. ისევე როგორც სხვა კლუბები”.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

3
Leave a Reply

avatar
2 Comment threads
1 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
Del_Piero Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

სანამ დელ პიეროს არ მოიყვანენ შტაბში ამ გუდს გულით არავინ მიუდგება,საყასბო გახადეს რა,იყიდე-გაყიდე

Del_Piero
იუვენტინო

ბოლო აბზაცი თქვა როცა დიბალაზე კითხეს. აი ხომ შეიძლება რომ სტანდარტული პასუხი გასცე, რომ დიბო ჩვენიანია და ძაან გვიხარია რო ჩვენთან არი ან რამე ეგეთი. ამან უპასუხა გაყიდვებზე ვმუშაობთო და ნებისმიერი შეიძლება წავიდესო. თან გაყიდვის ტრ…ი არ აქვთ და თან ასეთ დემოტივაციას უკეთებენ ფეხბურთელს. დე შილიოზე იძახიან ხელშეუხებელიაო და დიბალაზე ნებისმიერი შეიძლება გაიყიდოსო. ნედვედი არც ფეხბურთელობისას იყო დიდად ჭკვიანი და ახლა რომ ცოტა დიპლომატია ისწავლოს არ იქნება ცუდი.

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ბუტაფორიაა რაა)) პარატიჩის დაწერილი ტექსტებით ბაზრობს) პროსტა სახეა რაა. ტიპს საკუთარი აზრი არ გააჩნია))

x