ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაველ ნედვედი “ჩემი ნორმალური ცხოვრება”

პაველ ნედვედი


«ჩემი ნორმალური ცხოვრება»

(ნაწილი XV)


ეძღვნება ივანას და ბავშვებს


პარალელური სიცოცხლეები

მსაჯობდა პაირეტო, ერთერთი საუკეთესო იტალიელი არბიტრი საერთაშორისო დონი. ფრანგებთან მატჩისაგან განსხვავებით, ჩვენ დავიწყეთ ძლიერად და გადავწყვიტეთ შედეგის მიუხედავად გვეთამაშა. როდესაც შენ ერთ ნაბიჯში ხარ გამარჯვებისგან, ცდილობ მას მიაღწიო, ისე რომ უკან არ დაიხიო.

გერმანიის შემადგენლობაში შესანიშნავი ფეხბურთელები იყვნენ, ისინი ცდილობდნენ ბურთის შენარჩუნებას, ჯგუფური ეტაპის მატჩში ჩვენ ამ კომპონენტშიც დავთმეთ შეხვედრა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენ აღარ ვიყავით ისეთივე ფრთხილები როგორც ერთი კვირის წინ და ეს მათთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. ჩვენ დარტყმა დარტყმით ვპასუხობდით და არ გვეშინოდა მაშინაც კი, როდესაც მათ უფრო ძლიერად დაიწყეს დარტყმები – ეს იყო კარგის ნიშანი, მათ შეეშინდათ.

პირველი ტაიმი მიილია იმით, რომ მინიმუმ ერთი არაჩვეულებრივი სეივი გააკეთა კიოპკემ კუკის დარტყმულზე და არ მისცა საშუალება ანგარიშის გახსნისა. ჩვენი თავები ნათელი იყო ხოლო ფეხები მსუბუქი და ჩვენი რწმენა აძლიერებდა ნეიტრალური გულშეამტკივრის რწმენას, რომლებმაც ირწმუნეს ჩვენი და აღარ გვიყურებდნენ როგორც განწირულებს.

15 წუთის შემდეგ მეორე ტაიის დაწყებიდან,  დადგა მომენტი, როდესაც ჩვენ მოგვეცა შანსი დაწინაურებისა ანგარიშში. სწრაფი კონტრშეტევა, კარელ პობორსკი იღებს ბურთს და შედის საჯარიმო მოედანში – ზამერი იძლებულია წააქციოს იგი უკნიდან. პენალტი!

გერმანელები ირწმუნებოდნენ, რომ დარღვევა მოხდა საჯარიოს გარეთ, გარშემო ყველა ყვიროდა, მაგრამ ჩვენ – 11 ადამიანი- კონცენტრირებული ვიყავით ბურთზე, რომელიც უნდა შეგვეგდო კარში. პენალტის დასარტყმელად გაემზადა ბერგერი. პატრიკი ჩემზე ერთი წლით უმცროსია, მაგრამ უკვე ძლიერი. ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე ის თამაშობდა დორტმუნდის ბორუსიაში, და შეიტანა თავისი წვილი ბუნდესლიგის მოგებაში. ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკურად მშვენივრდდ მოთამაშე, მისი მეურვეობა საკმარისად რთული იყო, იმის გამო, რომ ის მშვენივაად ადგილდებოდა მოედანზე, ხოლო თავისი პასებს აძლევდა წინასწარ მიუხვდომელ ტრაექტორიას. მთელი კარიერა მას თან დაყვებოდა ტრავმები, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ასეთი ფეხბურთელები ძალიან ცოტა თუ მინახავს. ჯერ კიდევ 23 წლისამ აიღო თავის თავზე ჩვენი ნაკრების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მატჩის ბედი, აიღო ბურთი და დადო 11 მეტრის ნიშნულთან… და დაარტყა.

გოლი!

ერთით ნული ჩვენს სასარგებლოდ, სულ რაღაც 30 წუთია დარჩენილი მატჩის დასრულებამდე, და გერმანელებმა, მომეჩვენა, რომ დაკარგეს საკუთარი თავის რწმენა.

გავიდა კიდევ 10 წუთი შეტევებში, შმედეგ კი მათმა მწვრთნელმა ბერტი ფოგტსმა შეცვალა შოლი ოლივერ ბირჰოფით და ყველაფერი შეიცვალა.

არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ ისტორია საფეხბურთო ტურნირისა ორი შეხებით და ოლივერი ერთერთი მათგანი გახდა. უძლიერესი თავურით მან გაათანაბრა ანგარიში 73-ე წუთზე, მან გამოიყენა ჩიგეს ჩაკიდებული ბურთი. ამან ჩვენ ვერ გაგვტეხა, ჩვენ გავაგრძელეთ შეტევები და კიოპკეს დამსახურებით, უძლიერესი მეკარის, ჩვენ ვერ შევძელით მატჩის დასრულება ძირითად დროში.

ჰორნიაკს და შმიცერს შეეძლოთ ჩვენთვის გამარჯვების მოტანა, მაგრამ გერმანელთა პირველი ნომერი ყველაფერს იგერიებდა და დაიწყო დამატებითი დრო.

სიცხადისათვის, ვიტყვი, რომ საუბარია სპორტზე, და რომ მასში ყვეალფერი ხდება, ცოტა დრამატულადაც. თმცაღა არის სპორტული ტრაგედიები და ის რაც მოხდა მეხუთე წუთზე დამატებითი დროისა, ჩენთვის გახდა ის პატარა ტრაგედია, რომელმაც დაასრულა ჩვენი ოცნებები. ბირჰოფმა მიიღო რთული ბურთი ჩვენი საჯარიმო მოედნის კიდეზე, შემობრუნდა და დაარტყა მთელი ძალით. ორი რიკოშეტი, და ბურთი ბადეშია, ეს იყო ოქროს ბურთი, რომელიც არ გიტოვებს არანაირ შანსს.

ჩეხეთი 1 – 2 გერმანია, ევრო-1996

გაიმარჯვეს ფავორიტებმა, ჩვენ კი დაგვრჩა ვერცხლის მედლები და მოლოცვები. ან ჩვენ გევჩვენებოდა ასე. სინამდვილეში, როდესაც ჩვენ ჩავალაგეთ ჩვენი ნივთები და გავფრინდით პრაღაში, სახლში ჩვენ გველოდა დაუვიწყარი და სრულიად მოულოდნელი წარმოდგენა.

ჩეხეთი გველოდებოდა ჩვენ, რომ ეზეიმა. ეს არ არის შეცდომა, თქვენ სწორად გამიგეთ – მთელი ქვეყანა გველოდა ჩვენ აეროპორტის აკრთან, იმისათვის, რომ ტრიუმფალურად მივეცილებინეთ. ეს იყო დასამახსოვრებელი დღე და მხოლოდ მაშინ მივხვდით რეალურად თუ რა გავაკეთეთ, და რა ფასეუილ იყო ჩვენი ქვეყნისათვის ჩვენი გამოსვლა ჩემპიონატზე.

ის თვე ინგლისში დასრულდა თითოეული ჩვენთაგანისათვუს სხვადასხვაგვარად, ჩვენ გავიზარდეთ. მრავალმა ჩვენთაგანმა მიღო კონტრაქტი საზღვარგარეთ, გახდნენ მდიდარი პროფესიონალები, ზოგმა დაასრულა კარიერა, ხოლო ზოგი დარჩა სამშობლოში სათამაშოდ, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა დარწმუებით: ვიცი, რომ ჩვენ ყველას, იმ შესანიშნავი და შეკრული გუნდის ფეხბურთელებს, დავიმახსოვრეთ ევროპის 1996 წლის ჩემპიონატი როგორც საუკეთესო მომენტი ჩვენს კარიერაში, დაგვამახსოვრდა ის გუდი როგორც ერთი ოჯახი. ბევრ მაშინდელ თანაგუნდელს ეხლაც ვეხმიანები ხოლმე. ზოგთან დიდი ხნის მანძლზე ვთამაშობდა ნაკრებში და მიუხედავად ჩვენი არც თუ ურიგო შედეგებისა, ჩვენ მაინც ვეღარ შევძელით იმ შედეგის გამეორება. ამიტომ ვამბობ, რომ ინგლისში მოხდა რაღაც სასწაული, რაღაც, რაც მე და ივანამ შევინახეთ და ჩავიტანეთ იტალიაში.

ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო. ორი ლეგენდა, ორი სიმბოლო თავიანთ ეპოქისა იუვეს ისტორიაში, მრავალი წლის „ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ყოფნის შემდეგ“, თამაშობენ ერთად.

ზინედინ ზიდანი და პაველ ნედვედი

23 მარტი 2011 წლისა, სტადიონი  «ოლიმპიკო», ტურინი. «იუვენტუსი» 2 – 2 «ტორინო»


გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

4
Leave a Reply

avatar
4 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
4 Comment authors
lacabaika..juve..10abby_condilacNEDVEDA11.. Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
lacaba
იუვენტინო
lacaba

ყველა დორის საუკეთესო ფეხბურთელი, ამაზე მაგარა არც ერთი ფეხბურთელი არ მევასება.

ika..juve..10
იუვენტინო

ვლად მაგარი ძმა ხარ.. ნედვედი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია.. ვაღიარებ სტატიები არ წამიკითხია, მაგრამ ამ დღეებში გამოვნახავ დროს და ჩავუჯდები.. მარტო პირველი თავი მაქვს წაკითხული და ერთი სიამოვნებაა ჩემთვის მისაბაძი ადამიანის და ფეხბურთელის ისტორიის წაკითხვა :love: :forza:

abby_condilac
სტუმარი
abby_condilac

Vlad;
გაიხარე ბრატ, კარგადაა ნაწერი!

NEDVEDA11..
იუვენტინო

:love: