ForzaJuve.Ge

პაველ ნედვედი “ჩემი ნორმალური ცხოვრება”

აველ ნედვედი


«ჩემი ნორმალური ცხოვრება»

(ნაწილი XVIII)


ეძღვნება ივანას და ბავშვებს


ჩემპიონები. კაცები. ბიჭები

კრანიოტიმ ააშენა შესანიშნავი გუნდი და გადაწყვიტა ნდობოდა მწვრთნელს, რომელსაც არ ქონდა ჩარჩოები და რომელიც არ ენდობოდა სქემებს.

მომავალში გეტყვით, რომ არ მინდა დეტალებში გადავვარდე იმ სასამართლო პროცესებზე, რომელშიც ჩათრეულნი აღმოჩნდნენ ხალხი რომელთან ერთადაც ვმუშაობდი. იმიტომ კი არა, რომ გაგებაში არ ვარ რა მოხდა, არამედ პირიქით. ვარ ადამიანი, და ვცხოვრობ ამ სამყაროში, მაქვს ჩემი წარმოდგენა იმაზე თუ რა არის სწორი და არის საფუძველშივე არასწორი, მაგრამ პირველ რიგში მჯერა კანონის ძალის და ხალხის რომელიც მას ასრულებს. მაქვს მკაფიო წარმოდგენა და საკმარისად ინფორმირებული ვარ, მაგრამ აქ არ არის მაგის ადგილი და დრო, და საერთო ვფიქრობ, რომ პირადი აზრის გამოსათქმელად ასეთ დელიკატურ საკითხებზე არსებობს შესაბამისი ადგილი. ზოგადი შეფასებები არ არსებობს, არსებობს სასამართლოები, მოსამართლეები და ვერდიქტები, დანარჩენი – ყველაფერი ჭორია, რომელიც არ მომწონს. ამ წიგნში ვსაუბრობ კრანიოტიზე როგორც პრეზიდენტზე, რომელსაც სურდა ნებისმეირ ფასად შევეძინე მე და სხვა ჩემპიონები, და რომელმაც აიყვანა ლაციო ევროპის მწვერვალზე, რაც მანამდე ამ კლუბმა ვერ შეძლო.

ეს არის ჩემი საფეხბურთო ისტორია. ისტორია ფეხბურთისა და საფეხბურთო ფორმის სიყვარულისა, რომელსაც ვიცვავდი, იმიტომ, რომ ვიყავი ფეხბურთელი, რომელიც შეყვარებულია თავის საქმეზე და რომელსაც არასდროს არ ეცოდებოდა თავისი თავი – ჩემი ამოცანა იყო გამოვსულიყავი მოედანზე და მეთამაშა, ამისათვის მიხდიდნენ ფულს და ვიცი, რომ ჩემს  საქმეს კარგად ვაკეთებდი. ამიტომაც, როდესაც ვსაუბრობ ფეხბურთზე, შემიძლია ვთქვა, რომ სერჯიო კრანიოტი იყო არაჩვეულებრივი პრეზიდენტი, მასთან მქონდა შესანიშნავი ურთიერთობა და ვიცოდი, რომ მას მხოლოდ კარგი სურდა ჩემთვის. ვეძახდი მას მოხუცს, მისი თავდაჭერის მანერის გამო, რომელიც უფრო ასაკიანს აჩენდა ვიდრე იყო. სწორედ ამ სიმშვიდის უკან იმალებოდა იდეების ვულკანი და გამარჯვების წყურვილი.

ლაციოს გარდაქმნა დაიწყო 1992 წელს და კრანიოტი ყიდულობდა ფეხბურთელებს. ნესტას გარდა, რომელიც ამ კლუბში გაიზარდა, რამოდენიმე წელიწადში შეიძინეს ერთმანეთის მიყოლებით: მარკეჯანი, ფავალი, ნეგრო, ფუზერი, სინიორი და კაზირაგი. ჯგუფი უძლიერესი იტალიელი ფეხბურთელებისა, რომლებიც შეადგენდნენ გუნდის ჩონჩხს, გუნდისა, რომელიც უნდა გასულიყო ახალ დონეზე.

მაშნვე ვიგრძენი თავი კარგად ამ შესანიშნავი ფეხბურთელების დახმარებით, რომლებიც ასაკის მიუხედავად, იყვნენ ნამდვილი კაცები ან ბიჭები საუკეთესო თვისებების ნაკრებით.  მივედი, რომ შემეცვალა აარონ ვინტერი, რომელმაც მიაღწია წარმატებას ლაციოში და ვგრძნობდი წნეხს.

ჩვენ ვთამაშობდით ზემანის კლასიკური სქემით, ყველაზე გიჟური 4-3-3 მსოფლიოში, რომელშიც ყველანი, გამონაკლისი გარეშე მონაწილეობდნენ კომბინაციებში, და ერთი წამითაც არ ისვენებდნენ. ვთამაშობდი პოზიციაზე, რომელიც იდეალურად შეესაბამებოდა ჩემს მახასიათებლებს, საიდანაც ხშირად შემეძლო შეტევა.

ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი წელი იტალიური ფეხბურთისათვის. როგორც წესი, მსხვილი საერთაშორისო ტურნირების შემდეგ, იტალიური გუნდები „წავიდნენ საყიდლებზე“, და ჩამოყვანეს იტალიაში საუკეთესოთა შორის საუკეთესოები, ამას გარდა, ეს იყო პირვეი სეზონი ბოსმანის ვერდიქტის შემდეგ, რომელიც საშუალებას იძლეოდა რამდენიც მოგესურვებოდა იმდენი უცხოელი ფეხბურთელი ყიდვას. მაშინ კალჩიოში გადმოვიდნენ ზიდანი (და კვლავ ის), ჯორკაეფი, დავიდსი, ტურამი, ვერონი, კრესპო და სამორანო.

ჩემპიონატი ლაციოსათვის ძალიან რთული აღმოჩნდა, წინა წლის მშვენიერი მესამე ადგილის შემდეგ.

გუნდმა ძალიან  ცუდად დაიწყო, თითქოს გადავეჩვიეთო თამაშს  და რამოდენიმე მატჩის შემდეგ ყველაფერს აბრალებდნენ ზემანს. სინამდვილეში გადაყენებამდე ჩვენ ვითამაშეთ ფრე დერბიში და მოვუგეთ მილანს 3-0, მაგრამ ეს არასაკმარისი ჩანდა.

ზემანის გაგდევა იყო ნაღვლიანი მომენტი, დამიჯერეთ. საერთოდ ძნელია ცვლიელებებთან შეგუება შუა სეზონში, იმიტომ, რომ მწვრთნელი – მხოლოდ შენი ტექნიკური ხელმძღვანელი კი არ არის, არამედ ამასთან ერთად ის არის ადამიანი, რომელიც ცოცხლობს გუნდით. მწვრთნელები იძულებულნი არიან შეასრულონ ათასობით ფუნქცია, ისინი არიან სტრატეგები, გუნდის ფსიქოლოგები და მშვენივრად იციან, რომ მარცხის შემთხევვაში მხოლოდ მათ მოუწევთ პასუხის გაცემა და ეს არასწორია.

ზოგჯერ გვიწევს ხილვა გუნდის პრეზიდენტებისა, რომლებიც მხარს უჭერენ თავის მწვრთნელს, რომელთაც შეუძიათ ენდონ მას ყველაზე რთულ დროს. ფერგიუსონი და ვენგერი ამ კუთხით არიან უნიკალურები, ვიდრე იშვიათი გ ამონაკლისები. ამ პატივისცემის დასამასახურებლად მათ უწევდათ მუდამ გაემარჯვათ.

საერთო ჯამში ფეხბურთი არ გაძლევს შესვენების დროს და ამგვარად ჩვენი ცუდი თამაში ზემანს დაუჯდა თავის სამსახურად, რომელიც საკმაოდ ამაყი იყო, რომ შეცვლილიყო და მითუმეტეს არ წავიდოდა კომპრომისებზე.

ძალიან მეწყინა, და ვიცი, რომ ისიც განიცდიდა, იმიტომ, რომ ის ლაციო იყო მისი შვილობილი, და შესაძლოა, საჭირო იყო კიდევ ცოტა დრო, მაგრამ ის არ გვქონდა.

ვფიქრობ, რომ ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო, რომ მიმეხვედრებინა, თუ რამდენად ვიყავი მასზე მიჯაჭვული, მიუხედავად იმისა, რომ როდესაც უკან გაიხედები ხვდები, რომ არასდროს არ გაგიკეთებია საკმარისი. მეორს მხრივ მქონდა ჯადოსნური მომენტები და არ შემეძლო დავხმარებოდი მისი შეწყვეტის ტენდენციას, ჩემი წონა გასახდელში ჯერ კიდევ საკმარისად მცირე იყო და მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვთამაშობდი და გულშემატკივრებსაც შევუყვარდი, მაინც არ ვიყავი ის, ვინც მოახდენდა გავლენას კლუბის ხელმძღვანელობაზე.

იანვარში ზემანმა დატოვა კლუბი, ხოლო მის ნაცვლად დანიშნეს დინო ძოფი, კიდევ ერთი ნამდვილი მოთამაშე, რომელიც ასევე შეყავრებული იყო ლაციოზე, ძალიან კორექტული და ინტელიგენტური, მიუხედავად თამაშის სტილისა და მატჩისათვის მზადებისა, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა მისი წინამორბედის მეთოდებისგან.

ამან იმოქმედა, რაღაცნაირად ჩვენ მივედით ფინიშზე მეოთხეები ხოლო მე დავასრულე ჩემპიონატი 7 გოლით და მრავალი კარგი მატჩით აქტივში. ტიფოზებმა დაიწყეს ჩემი დაფასება, სწორედ მაშინ გამოჩნდა მათი ლეგენდა და სიმღერა «ნედვედი – რკინის გული», ჩემი თამაშის სტილის გამო ანუ მუდმივად სირბილია და თავის ბოლომდე გადადების გამო.

სპორტული სეზონის გარდა, ის წელი დამამახსოვრა სხვა მოვლენამაც – დაიბადა პატარა ივანა. მე ვთხოვე დასვენება და ძოფზე მეტად გამიკვირდა (რომელმაც მაინც შემიყვანა განაცხადშ მატჩისა). მე ვითამაშე ერთი ტაიმი (არც ვიცი, როგორ დასრულდა ის მატჩი), რის შემდეგაც მან გამიშვა.

გავხდი მამა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი მოგზაურობისა, რომელიც მე და ივანამ დავიწყეთ.

რა დამავიწყდა, რომ მეთქვა, როდესა მე და ივანა დავქორწინდით, ვიყავი 21 წლის ის კი 19-ს. არ მითქვამს  ეს იმიტომ, რომ ჩემთვის ეს თითქმის ბუნებრივია, თითქოს ჩვენ მთელი ცხოვრება ერთი მთლიანი ვიყავით და ოფიციალური მხარე თითქმის არც იყო საჭირო, მაგრამ ეს ასე არ არის, ის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რომაული პერიოდი ჩვენთვის საოცარი იყო, სამ წელიწადზე ნაკლებ დროში ქვეყანას მოევლინა პავლიკიც და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა შვილებმა გაატარეს თავიანთი პირველი წლები ასეთ ჯადოსნურ ქალაქში.

ჩემი კარეირა მიდიოდა ფეხდაფეხ პირად ბედნიერებასთან  მიუხედავად ერთი ტრავმისა, რომელიც იმ წლებში მომივიდა (1998/1999წწ. სეზონში). გუნდი გადავიდა ძოფის ხელიდან ერიქსონისაში და აგრძელებდა პროგრესირებასა და ზრდას, ნამდვილი ჩემპიონების მოსვლის ხარჯზე. სტანკოვიჩი, რომელთანაც დავმეგობრდი, ვერონი, ალმეიდა, კრესპო, მანჩინი, იუგოვიჩი, ვიერი, კონსეისაო, მიხაილოვიჩი, კოუტუ ყველა ესენი თამაშობდნენ ლაციოში და დატოვეს თავისი კვალი ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებებში.

ჩვენ ვთამაშობდით ლამაზად და თავდადებით, ამ ძალამ და ხარისხმა შეძლო შეეცვალა გუნდის ისტორია, შესანიშნავი ტროფეების მგოებით. თასების თასი (მე გავიტანე ლამაზი გოლი ფინალში), ევროპის სუპერთასი, იტალიის თასი და სკუდეტო, მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ.

იმ გუნდის საიდუმლო იყო განსხვავებული ფეხბურთელების თავისებურებებში. არასდროს არ დავბნეულვარ, ვიცოდი, როგორ უნდა დამემსახურებინა აღიარება და პატივისცემა, მაგრამ არასდროს არ ვმონაწილეობდი არანაირ კლანებში. ცნობილია, რომ გუნდებში ფორმირდება ხოლმე პატარა დაჯგუფებები ეროვნებების მიხედვით, ან ასაკის მიხედვით ანდაც უბრალოდ ხასიათის მიხედვით. ჩვენ გვყავდა რთული ადამიანები, რთული ხასიათით, იყვნენ შესანიშნავი ბიჭები და ნამდვილი კაპიტნები. ჯუზეპე ფავალი ყოველთვის იყო ლიდერი, რომელსაც შეეძლო მოესმინა ყველასთვის და თითოეულისათვის საჭირო სიტყვები ეთქვა, შეეძლო მიეცა ყურადღება, რომლის გაკეთებაც ყველას არ შეუძლია. მაგრამ ისეთი ადამიანები როგორიც ფავალია, ფეხბურთში ცოტაა, ჩვენ გაგვიმართლა, და ჩვენი გასახდელში იყო იდეალური ბალანსი და კავშირი ერთ მთლიანობად ერთი მიზნისაკენ – გამარჯვება.

საერთო მიზანი იყო სულის სიმშვიდის შეანრჩუნება და მაშნაც კი როდესაც მეფობდა ქაოსი, შეგვძლებოდა კონცენტრირება და ვცდილობდით მალე დაგვევიწყებინა უსიამოვნებები.  ვხედავდი უცნაურ საგნებს, ზოგჯერ გიჟურსაც, როდესაც ბრბო რომელსაც ვძულდით გვესროდა სხვადასხვა საგნებს (ზოგჯერ ხილს და ბოსტნეულს), როგორც კინოში, მაგრამ ერიქსონი მისი ფლეგმატურობით თითქმის ყოველთვის უმკლავდებოდა ამას, ეს გარკვეულწილად იმ „სენატორების“ დამსახურებაც იყო რომლებიც მან გადმოიყვანა სამპდორიიდან.

ზოგჯერ ხდებოდა საჭირო კონფლიქტის მოგვარება „გაპარული ინფორმაციის“ გამო, მახსოვს მანჩინისა და კოუტუს კამათს მოყვა უფრო რთული კამათი კოუტუსა და სიმეონეს შორის,  ასეთი რამ ზოგჯერ ხდებოდა მაგრამ დააკვირიდთ ამ სახელებს…

დიეგო პაბლო სიმეონე – ერთერთი საუკეთესო პროფესიონალი, რომელთანაც ოდესმე მითამაშია, ფერნანდო კოუტუ – მცველი, მისნაირები ბევრნი არ იყვნენ მსოფლიოში, მასში იყო გაერთიანებული ძალა და სპორტული სიბოროტე, ხოლო რობერტო მანჩინი… მანჩო იყო ფეხბურთის გენია. მე მქონდა პატივი მათთან თამაშისა და გარწმუნებთ, რომ მოედნაზე ისინი უნიკალურად ასპარეზობდნენ. როგორც კარგი ისე ცუდი გაგებით. გაცილებით მეტად კარგად, რადგან ის აკეთებდა ისეთ რამეებს, რაც ბევრს თავშიც არ მოუვიდოდა და აკეთებდა ამას ძალიან კარგად. ზოგჯერ მანჩო მართლაც იყო ფეხბურთელი, მისი ესენცია სუფთად, ყველაფერში მშვენიერი, რაც შეიძლება ამ თამაშმა შემოგვთავაზოს, მაგრამ ზოგჯერ ის იყო განუმეორებელი ცუდ საქმეში, იმ გაგებით, რომ თუ შენა რ მიცემდი მას ბურთს სწორედ ისე როგორც ამს სურდა… მამა მია! მე არასდროს ასე საშინლად არ მიყვიროდნენ მოწინააღმდეგეები. ის საშინელი იყო, ცხადია, რომ მას აქვს ქარიზმა, მაგრამ მისი ხასიათი სულაც არ არის – საჩუქარი.

სიმართლე ის არის, რომ ჩემპიონები იზრდებიან და ამიტომაც რობერტო იყო ერთერთი საუკეთესო მსოფლიოში, მანამ სანამ ის გახდებოდა შესანიშნავი მწვრთნელი.

ლაციოსთან მე დიდ ვალში ვარ, მაგრამ ვიცი, რომ დავიმსახურე ყველაფერი ის რაც მივიღე, ვიცი, რომ დავიცავი ფორმა და მე ეს ძალიან მსიამოვნებს.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

3
Leave a Reply

avatar
3 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
2 Comment authors
nika-juveDutch Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
nika-juve
იუვენტინო
nika-juve

:up: :up: :up:

nika-juve
იუვენტინო
nika-juve

გაიხარე ვლად :forza: :forza: :forza:

Dutch
ადმინისტრატორი

მშვენიერი თავი იყო ) გმადლობთ :up:

x