ForzaJuve.Ge

პაველ ნედვედი “ჩემი ნორმალური ცხოვრება”

პაველ ნედვედი


«ჩემი ნორმალური ცხოვრება»


(ნაწილი II)


ეძღვნება ივანას და ბავშვებს


ჰები

ჰები – ეს არის ქალაქი ჩეხეთის დასავლეთ ნაწილში. ეს არ არის ჩემი მშობლიური ქალაქი, მე გავიზარდე სკალნეში და თუ ვინმეს ჰებზე რამე სმენია, სკალნეზე ალბათ არც არავის – ეს არის პატარა სოფელი 2000 მაცხოვრებლით, გერმანიის საზღვართან.

დავიბადე 1972 წლის 30 აგვისტოს, პრაღული გაზაფხულიდან რამოდენიმე წლის შემდეგ, ქვეყანაში, რომელსაც მაშინ ერქვა ჩეხოსლოვაკია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ უცნაურია დაიბადო ერთ ქვეყანაში, რომელსაც ერქვა ერთი სახელი და ცხოვრობ სხვაში თან ისე რომ არსად არ წასულხარ. ეს გავს მოგზაურობას  დროსა და სივრცეში, მოძრაობის გარეშე.

კარლოვა ვარას რეგიონი წლების მანძილზე ჩამოყალიბდა სავაჭრო-საწარმოო ზონად, რომელიც ძალიან შეიცვალა ჩემი ბავშვობის შემდეგ. ბუნება იგივე დარჩა, იქ მშვენიერი ადგილებია, გამწვანებული და ისტორიით მდიდარი. მის ქალაქებში და სოფლებში, ოდესღაც მუშავდებოდა მიწა მინერალების მოსაპოვებლად და იწარმოებოდა ძვირფასი ფაიფურის ნაკეთობები (რომელთაც ღებავდნენ იქვე აღმოჩენილი მინერალებით) და ცნობილი იყო იქაური ხელოსნებით ამ საქმისა. იმ ადგილებში შეიძლებოდა ამაყად ცხოვრება კომუნიზმის წლებშიც, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ.

ამჟამად ხალხი თავისუფლად გადაადგილდება და ავრცელებს როგორც კარგს ისე ცუდს. არის ფული და ახალი შესაძლებლობები, მაგრამ არის ბნელი მხარეც, არის კრიმინალი და ექსპლუატაცია, არის შავბნელი ისტორიები სასაზღვრო ქალაქებში, პირველ რიგში პროსტიტუცია, რომელსაც მოაქვს იოლი ფული და ხანგრძლივად აფუჭებს ადამიანებს. ჰებში გადის მრავალი სატრანზიტო გზა და სამწუხაროდ ხშირად ამ მარტოხელა მამაკაცებს უნდათ კამპანია, დანარჩენს იოლად წარმოიდგენთ თქვენითაც, მაგრამ მე ამას დაუშვებლად ვთვლი. ძალიან ხშირად პროსტიტუციით დაკავებულნი არიან ძალიან ახალგაზრდები. და მე როგორც საზოგადო სახეს რომ მომეცეს რამე უფლებები, პირველ რიგში დავიწყებდი ამ სამწუხარო ფენომენის წინააღმდეგ. ბავშვები უნდა თამაშობდნენ და ჰქონდეთ შესაძლებლობა, მომავალში გახდნენ მშობლები, არ უნდა დაეკარგოთ ბავშვობა და არ უნდა გაიზარდონ დროზე ადრე.

სკოლის წლები. მე ვარ მარცხნიდან მესამე ქვედა რიგში.

მე ვიყავი ბედნიერი ბავშვი. ვიცი, ამის დაჯერება რთულია, მაგრამ ჩემი ბავშვობა სკალნაში იყო მხიარული და უღრუბლო, ყველაფერი, რაც ხდებოდა გარშემო არ მეხებოდა მე ჩემი მშობლების დამსახურებით და პირველ რიგში ბებიისა და ბაბუის დამსახურებით.

ბუნინის აქვს ერთი ფილმი, რომელსაც ქვია «ცხოვრება მშვენიერია », მასში მამამ მოახერხა საკუთარი შვილის დაცვა საშინელი რეალობისაგან და მისცა შესაძლებლობა გადაელახა ეს მომენტები თამაშით. მე ვერ ვიტყვი, რომ კომუნიზმის წლები იყო ასეთივე მძიმე და მკაცრი, მაგრამ საზღვარზე ცხოვრება ყოველთვის რთულია, მუდმივად თავლში გეჩხირება სასაზღვრო ბოძები და იცი, რომ დროდადრო ხალხი უკვალოდ ქრება გაურკვეველი მიზეზების გამო, ეს ყველაფერი რთულია ბავშვის გონებისათვის.

ჩემმა ოჯახმა მომცა საშუალება მეცხოვრა ისე, რომ არაფერში არ მეგრძნო ნაკლებობა და არაფერს არ მიკრძალავდნენ.  ვფიქრობ, რომ ყველაფერი ეს ბუნებრივია, რომ საზღვარზე არ შეიძლება გადასვლა იმიტომ, რომ იქ არ არის არაფერი საინტერესო.

რა არ მყოფნიდა? არც არაფერი,  ვიყავი პაველ ნედვედი – სკალნის იმპერატორი!  დავრბოდი და ვთამაშობდი შეუსვენებლად, ვიყავი მშობლების იმედგაცრუება.

მამაჩემი ვაცლავი მუშაობდა შახტაში, ხოლო დედა ანა იყო ადგილობრივ უნივერმაღში გამყიდველი, ამიტომ  დიდ დროს ვატარებდი ბებისათან და ბაბუასთან, და ყველაფრის უფლება მქონდა რაც კი თავში მომივიდოდა, მოგვიანებით კი კონცენტრირებული ვიყავი მხოლოდ ერთ საგანზე – ფეხბურთი.

ვფიქრობ, რომ მონდომება – ძალიან მნიშვნელოვანია, ტალანტზე მეტადაც კი. ტალანტით იბადები და ეს უკვე გარკვეული უპირატესობაა, მაგრამ თუ თავს ძალას არ დაატან და არ იქნები მიზანდასახული, ვერაფერსაც ვერ მიაღწევ.

ყოველთვის მინდოდა ფეხბურთის თამაში, ეს ყოველთვის იყო და რჩება ჩემში.

მამაჩემი იყო ფეხბურთელი, ის თამაშობდა „ჰებ“-ში. მას არ აურჩევია გუნდი, მინდა ვთქვა, რომ ის არი იყო ის კლუბის სადაც მას სურდა თამაში, მაგრამ მისი სურვილი ბევრზე არაფერზე მოქმედებდა. ან უნდა ეთამაშ «ჰებიში», ან უნდა ემუშავა მესაზღვრედ ჰებიში ყოველწუთს რისკისა და შიშის ქვეშ, იმის გამო, რომ არ ყოფილიყო ვალდებული ესროლა იარაღი თავისი მეგობრისა თუ ნაცნობისათვის, რომლებსაც სურდათ გაქცევა საზღვარს იქეთ. მე გავიგე და გავიაზრე ეს ყველაფერი მრავალი წლის შემდეგ, როდესაც უკვე დიდი ვიყავი და მხოლოდ მაშინ მივხვდი თუ რა რთულ პირობებში იყო მამაჩემი და რა კარგად მალავდა თავის განცდებს თავის თავში.

ჰების საფეხბურთო გუნდს პატრონობდა შეიარაღებული ძალები და შეეძლო აეყვანა რეგიონის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები თავის რიგებში, მოწვევაზე უარის თქმა არ შეიძლებოდა… როდესაც  ვიწყებდი თამაშს, ეს წესი ჯერ კიდევ ასე იყო.  იყო ძალიან დიდი დაპირისპირება შეიარაღებული ძალების გუნდებს შორის, სასაზღვრო ძალები და პოლიცია. ეს არ იყო ყველაზე დიდი პრობლემა, ჩვენი ყველასი ოცნება იყო ეროვნულ ნაკრებში თამაში, მისი ფორმისა და ბუცების ჩაცმა.

ბავშვობაში დაბრუნებისას ვფიქრობ ხოლმე, რომ მამაჩემისაგან მივიღე მემკვიდრეობით როგორც მუშაობის შესაძლებლობა აგრეთვე სიყვარული ამ თამაშისა. ის ყოველთვის თან მომყვებოდა ჩემს არჩევანში, მეხმარებოდა  და ამავე დროს არ მაძალებდა, სხვა მშობლების მსგავსად. ფეხბურთი იმ ასაკში უნდა იყოს, პირველ რიგში, ჯანმრთელი, ლამაზი სპორტი, ხოლო შეჯიბრების სული – ისეთი როგორც ბავშვურ თამაშებში. თითოეული ჩვენთაგანი უფრთხილდება ბავშვობის მოგონებებს, რომელიც უკავშირდება ფეხბურთს, მოედანს, რომელზეც ის თამაშობდა, რაღაც განსაკუთრებულ მატჩს.

ეს მოგონებები მოკლეა, როგორც ფოტოაპარატის განათება, მაგრამ ჩემთვის ეს მოგონება არის შავი მიწა, სადაც  ვთამაშობდი ჩემ მეგობარ ტომაშთან ერთად. ჩვენ განუყოფლად ერთად ვიყავით და  გაგვიმართლა რამეთუ ჩვენი მეგობრობა გაიზარდა ჩვენთან ერთად.

ჩემი პირველი გუნდი სკალნა. მე ვარ  მარცხნიდან მესამე ქვედა რიგში, ხელი მიდევს ბურთზე.

ჩემი პროფესიის დამსახურებით შემოვიარე მთელი ევროპა და თითქმის მთელი დედამიწა, მაგრამ ჩვენ არასდროს არ დაგვიკარგავს ერთმანეთი და ეს შეუძლებელიც იყო ორი მეგობრისათვის, რომლებმაც მთელი ბავშვობა ერთად აგორავეს ბურთი თან ნებისმიერი ამინდის დროს (წელიწადის ცივ დროს ჩვენთან მართლა ძალიან ცივა). ფეხბურთის თამაშის გარდა ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებდით, ზოგიერთი მათგანი არც ისე კარგი საქმე იყო. ჩვენ ხშირად ვიპარავდით ხიდან ხილს, და ყველაფერს რაც ხელში მოგვხვდებოდა, მაგრამ საუბარი არ არის ნამდვილ ქურდობაზე – ხილს ჩვენ ვჭამდით, მხოლოდ იმდენს ვკრეფდით რამდენის შეჭმასაც მოვახერხებდით, ეს არ იყო ვანდალიზმი. რა თქმა უნდა არ შემიძლია ვთქვა, რომ იქაურები მოხარულები იყვნენ ამით, მაგრამ ჩვენ ბავშვები ვიყავით და დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყვიროდნენ ჩვენი მსიამართით და გვლანძღავდნენ, მაინც ისე ძალიან არ ვაწუხებდით.

ამჟამად სკალნა გალამაზებულია და იქ არის კარგად გაკეთებული სპორტული ცენტრი, მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, სპორტული შეიარაღება არასდროს არ იყო პრობლემა, იმ დროებაშიც კი, როდესაც მე და ტომაში დავრბოდით ჩვენ მიერ იმპროვიზირებულ სტადიონებზე.

კომუნისტურმა წყობამ არც თუ ცოტა სამუშაო ჩაატარა იმისათვის, რომ გაეზარდა სპორტული ახალგაზრდობა, რადგან თვლიდა რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა შეჯიბრებაში მონაწილეობა და გამარჯვება, ეს იყო პრესტიჟის ამბავი. ამიტომ ორგანიზაციები იყო ყველგან და უკმარისობა სპორტულ ინფრასტრუქტურაში არ ყოფილა.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

12
Leave a Reply

avatar
9 Comment threads
3 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
9 Comment authors
Del_GoguaFabio Quagliarella (gvasa)gvasaVladPaCaNa[JuveDeL-PiERo] Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
Del_Gogua
იუვენტინო

me ro vambob komunistebi magrebi iyvnen metqi damcinian…. ar ari exla nedvedi martali? sporti magari ganvitarebuli iyo ssrk-shi… axla? mtavaria fuli da sxva araferi… ai ra moaqvs kapitalizms!!!!

gvasa
მოდერატორი

:forza:

gvasa
მოდერატორი

:juvee:

PaCaNa[JuveDeL-PiERo]
იუვენტინო
PaCaNa[JuveDeL-PiERo]

გაიხარე ავტორ მადლობა მაგარი სტატია :up: :up:

Dutch
ადმინისტრატორი

9 საათის მერე ამოწმეთ საიტი
ლინკები აუცილებლად დაიდება , მაგრამ ზუსტი დრო არ ვიცით

მემგონი 22:30-ზე არ ვიცით ზუსტად ამ ეტაპზე

juventino_1897
იუვენტინო
juventino_1897

მეგობრებო ნოტს ქაუნთან თამაშის ლინკი დაიდება და რომელ საათზე იწყება თამაში????

snuff-juve
იუვენტინო
snuff-juve

საღოლ ვლად ძაან მაგარია :forza: :forza: :forza:

Juve FC
იუვენტინო

საღოლ ავტორ ძაან მაგარია… :love:

აკაკი მეტრეველი
მოდერატორი

Vlad

შენ გენაცვალე!!! ძმა ხარ, ერთი ამოსუნთქვით იკითხება ისეთი მაგარია : )

Dutch
ადმინისტრატორი

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე : ) დიდი მადლობა ვლად :up:

x