ForzaJuve.Ge

პაველ ნედვედი “ჩემი ნორმალური ცხოვრება”

პაველ ნედვედი


«ჩემი ნორმალური ცხოვრება»

(ნაწილი IV)


ეძღვნება ივანას და ბავშვებს


ზრდა (სანამ სამყარო იცვლება)

ღრმად მჯერა ოჯახის მნიშვნელობის. პატარაობიდანვე ეს იყო ჩემი ერთადერთი რწმენა, ამის გამო რა თქმა უნდა გამიიოლდა შემექმნა მყარი და წყნარი ოჯახი.

ჩემი მეუღლე ივანა და მე – ერთი მთლიანობა ვართ და ასე იყო მუდამ, მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთმანეთი გავიცანით ახალგაზრდობაში, მაშინ როდესაც დაიბადა ჩვენი გრძნობა, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზარდა და გაძლიერდა. ჩვენ ერთად შევხვდით ცხოვრების ყველა სირთულეს, მუდმივ განშორებებში, მაგრამ ვიცოდით, რომ ერთმანეთის იმედი სულ უნდა გვქონოდა.

პირველმა წლებმა ჩვენ იურთიერთობისა, გააჩინა ურთიერთნდობა, რომლის გარეშეც ჩვენ ოჯახი ვერც წარმოგვიდგენია:  მომწონს, რომ ჩვენ არ გვჭირდება ბევრი სიტყვები იმისათვის, რომ ერთმანეთს გავუგოთ, მომწონს რომ შეგვიძლია შეფასება და გაგება სიჩუმისა, და მომწონს რომ არაფრის არ გვეშინია. ჩვენ ვავსებთ ერთმანეთს, მიუხედავად განსხვავებული, მაგრამ ნათესაური ხასიათებისა: როდესაც საუბარი წავა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე, ჩვენ უთანხმება არ მოგვდის იმ საკითხზე თუ რა უფრო აჯობებს ჩვენთვის – ჩემითვის, მისთვის  და ჩვენი ორი ბავშვისთვის.

საიდუმლო სწორედ ამაშია – არასდროს არ უნდა  იფიქრო მხოლოდ საკუთარ თავზე, უნდა შეაფასო ნებისმიერი სიტუაცია ოჯახის ინტერესბიდან გამომდინარე.  ქალაქის შეცვლა, გუნდის შეცვლა, მოგზაურობა, მომავლის არჩევა – ეს ყველაფერი არ კეთდება მხოლოდ შენთვის და ეს დაგვეხმარა ჩვენ კიდევ უფრო შევერთებულიყავით.

ჩვენ ერთამანეთს ვიცნობთ მთელი ცხოვრება და თავიდან ყველაფერი სხვაგვარად იყო. მე და ტომაში ვიყავით ორი მეგობარი პერპეტუმობილეს მსგავსად, ივანა კი იყო ქალაქის ლამაზმანი, რომელიც ჩვენ გვიყურებდა როგორც უცხოპლანეტელებს. ალბათ არ ღირს იმის გახსენება, რომ ჩვენ სისულელეებით ვერთობოდით.

ტომაშმა გაიცნო ივანა ჩემზე ადრე, შემდეგ კი გაგვაცნო ერთამენთს, მაგრამ იმ დროს მე ბევრი საქმე მქონდა, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მასთან ურთიერთობა. მე უნდა მეთრია ბაღიდან ხილი, უნდა გამომემუშავებინა მარჯვენა ფეხით დარტყმები, უნდა მევლო მამის მატჩებზე და დავხმარებოდი მას  (მახსოვს, ის მაძლევდა უფლებას მისი ჩანთის ტარებისა და მე ამით კმაყოფილი და ამაყი ვიყავი). მოკლედ, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც მქონდა ვიდრე მეგობარი გოგოს ძებნაა!

მაგრამ მალე ჩვენთვისაც მოვიდა დრო, როდესაც ხვდები, რომ გოგოები მართლა გაინტერესებს. როგორც წესი ეს ხდება ხოლმე მოულოდნელად. ჯერ კიდევ გუშინ შენ არ გაინტერესებდა რას ამბობდი მასთან საუბრისას, რა სიტყვებს იყენებდი, ხოლო დღეს უკვე მთასაც კი გადადგავ, ოღონდაც კი მისი ყურადღება დაიმსახურო…

ძალიან დამაინტერესა ამ გოგომ, ივანამ, რომელიც ზოგჯერ მოდიოდა ჰებიში ბებიის სანახავს და ქონდა ურთიერთობა ჩვენთან – „ვეულრებთან“.

აქედან თუ შევხედავ, ჰები პატარა ქალაქი მეჩვენება, რომელიც სასიამოვნოა და მშვიდი, მაგრამ ამას ვამჩნევ მხოლოდ ეხლა, როდესაც შემოვიარე თითქმის მთელი მსოფლიო და ვცხოვრობდი ისეთ ქალაქებში, როგორიც არის რომი და ტურინი. პატარაობაში, ჰები მეჩვენებოდა უსაშველოდ დიდი, შუქნიშნებით, ქუჩაში მოძრაობით, ნამდვილი მეგაპოლისი ჩვენს სოფელთან შედარებით. და ეს ყველაფერი ივანას არქმევდა ქალაქელი გოგოს სახელს, რომელიც ჩვენზე უფრო დიდი და აქტიური იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის რამოდენიმე წლით ჩვენზე პატარაა.

მუდმივი გადადებების შემდეგ, როგორც იქნა გადავწყვიტე (უფრო სწორად ტომაშმა გადაწყვიტა ჩემს მაგიერ) და დავპატიჟე ივანა გაეტარებინა ჩემთან ერთად დღის მეორე ნახევარი. ეს იყო პირველი კოცნების დრო… ჩემს სახლთან ახლოს იყო მიგდებული მიწა, სადაც ჩვენ ვიმალებოდით ხოლმე, მშობლების თვალისგან. არა, არაფერს ისეთს ჩვენ არ ვაკეთებდით, მაგრამ იმ მომენტში გვეგონა, რომ რაღაც კატეგორიულად აკრძალულს ჩავდიოდით.

მივხვდი, რომ ივანა – კერკეტი კაკალია, და რომ მისი გულის დაპყრობა არ იქნება იოლი, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი. მიუხედავად დიდი სიფრთხილისა ის მაინც დამთანხმდა ჩემთან საღამოს გატარებას და მაშინ ვიგრძენი, რომ შევძელი შეუძლებელი – მივიღე თანხმობა რანდევუზე, ყველაფერი დანარჩენი იოლი და ბუნებრივი მეჩვენებოდა, დარწმუნებული ვიყავი ჩემს თავში.

სპეციალურად არ ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ ზოგჯერ მეჩვენება, რომ ერთერთი ძირითადი თვისება ჩემი ხასიათისა არის დაბნეულობა. იმ საღამოს, მე და ტომაში ვაცილებდით ჩვენს გოგოებს იმ ადგილას, არცერთი არ ვიყავით ამ საქმის პროფესიონალი და დაგვავიწყდა „სამხილების“ გაქრობა „დანაშაულის ადგილიდან“.  არ შემეკითხოთ რატომ, მაგრამ ცხოვრების გარკვეულ მომენტებში გრძნობ რომ უფრო ეშმაკი ხარ ვიდრე სინამდვილეში, და ამის გამო აუცილებლად (მალევე ან მოგვიანებით) გიხდება სინანული.

ივანა მოვიდა, და რამოდენიმე წუთიანი სიჩუმისა და უხერხულობის შემდეგ (მე ძალიან ვნერვიულობდი), მან იპოვა დოკუმენტები ერთერთი გოგოსი.  მე ვერ ვიჯერებდი, რომ ის ადგილი არ დავათვალიერე და არ ავკრიფე ეს საბუთები! ვცდილობდი ამეხსნა, შემდეგ რაღაც სისულელეების ლაპარაკი დავიწყე, მაგრამ ივანა, მაშინაც, ისევე როგორც ეხლა, იყო მკაცრი ხასიათის პატრონი და არაფრის მოსმენა არ სურდა. ის ძალიან გაბრაზდა, იმიტომ, რომ ეს ჩამითვალა ძალიან დიდ უპატივცემულობად – მას ექცეოდნენ ისე როგორც ყველას? როგროც ერთერთ იმათგანს?!

იმ ასაკში ნებისმიერ მოვლენას ისე იტანს ადამიანი თითქოს ტრაგედია მომხდარიყოს,თითქოს ყველაფერი დაიკარგა და მეც დავეცი სულიერად. მაგრამ საბედნიეროდ ცხოვრებამ მალევე მომცა შანსი თავის გამართლებისა და დამტკიცებისა იმისა, რომ ის – არ არის ერთერთი მათგანი. ივანა – ერთადერთი მეგობარია (გოგო) ჩემს ცხოვრებაში.

1986 წელს ყველაფერი იცვლება, და საკმარისად სწრაფად. 14 წლის ვიყავი როდესაც მოხდა პირველი ნამდვილი გადატრიალება ჩემს ცხოვრებაში და ფეხბურთელის კარიერა გახდა რაღაც უფრო დიდი, ვიდრე უბრალოდ ოცნებაა. მე ჩავალაგე ჩემოდნები და წავედი პირველ მოგზაურობაში. ჩემით დაინტერესდა სერიოზული გუნდი და მან მე მიმიღო.

გუნდს ერქვა „შკოდა პლზენი“ (ამჟამად კი კლუბს ქვია „ვიქტორია“ პლზენი), და გამოდიოდა ჩეხოსლოვაკიის მეორე დივიზიონში. რა თქმა უნდა წამიყვანეს ახალგაზრდული გუნდისათვის, მაგრამ ეს ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი ნიშანი ნდობისა – მე გამომივიდა!

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

4
Leave a Reply

avatar
4 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
4 Comment authors
RealJuventinoshot10tsotneDutch Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
RealJuventino
იუვენტინო
RealJuventino

რამოდენიმე სტატია არ წამიკითხია, რაც იდება ვბეჭდავ და მერე ერთიანად ჩაუჯდები ფაქტია რომ მაგრად წერს, დიდი მადლობა ამის ავტორებს და იმედია უკლებლივ დაიდება მთლიანად. :up:

shot10
იუვენტინო
shot10

B r a v i s s i m o !

tsotne
იუვენტინო
tsotne

ისე როდის დაწერა ეს წიგნი ვიქტორია უკვე ლიგაზეა :lool:

Dutch
ადმინისტრატორი

ბრავო : ) :up:

x