ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაველ ნედვედი “ჩემი ნორმალური ცხოვრება”

პაველ ნედვედი


«ჩემი ნორმალური ცხოვრება»

(ნაწილი V)


ეძღვნება ივანას და ბავშვებს


ზრდა (სანამ სამყარო იცვლება)

პლზენი (პილსენი გერმანულად) იყო და რჩება ლუდის ქალაქად, რომელიც მდებარეობს ზუსტად შუაში პრაღასა და ჩემს სახლს შორის, რაღაც შუალედური პუნქტის მსგავსად, ჩემ ცხოვრებაშიც და პროფესიონალურ კარიერაშიც. მე არ მაშინებდა სკალნას დატოვების პერსპექტივა, მიუხედავად იმისა, რომ  ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, დამოუკიდებელი ცხოვრება პანსიონატში არ იყო ჩემთვის პრობლემა.  ყოველთვის საკმარისად დამოუკიდებელი ვიყავი,  მომწონდა ყველაფრის  ჩემით გარკვევა, და კიდევ, ვიცოდი, რომ თავისუფალ დღეებზე ყოველთვის შემეძლო სახლში დაბრუნება, სულ ორი საათის სავალზე.

მრავალ ადამიანი ვერ ხვდება ფეხბურთელთა ქცევას და მათ მოქმედებას, რომელიც შეიძლება მოგეჩვენოთ ინფანტილური და ჩამოყალიბებელი, მაგრამ ჩვენ ხშირად ვტოვებთ ოჯახს, სახლს და მშობლიურ ქალაქებს იმ ასაკში, როდესაც ჩვენი თანატოლები კვალვ მშობლებთან არიან თითქოს ისინი ჯერ კიდევ თოთოები იყვნენ.

11, 12, 13 წლისები ვალაგებთ ჩემოდნებს და მივდივართ ისეთივე ბიჭებთან საცხოვრებლად, როგორებიც ჩვენ ვართ, ყველანი საკმარისად შეშინებულნი გაურკვევლობით და იმით თუ რა ხდება გარშემო. კარგ  შემთხვევაში თუ ოჯახში გასწავლეს სიმშვიდე, იმ ხალხმა, ვინც გრწვთნიდა და გზრდიდა, მაშინ აქაც გექცევიან ადეკვატურად, მაშინ არის შანსი კარგ ადამიანად გაზრდისა, გახდე ჯერ ბიჭი და შემდეგ კაცი.

მე გამიმართლა, რამეთუ მამაჩემი ყოველთვის მეხმარებოდა და თანამიგრძნობდა, იგი თვლიდა ფეხბურთს იღბლად და შესაძლებლობად. უფრო რომ დავაკონკრეტო ერთერთ შესაძლებლობად, მაგრამ არა ერთადერთად. მე გავიზარდე იმ იდეით, რომ თუ ჩემგან არ გამოვიდოდა ფეხბურთელი, მაინც შევძლებდი ალტერნატივის მოძებნას, და ამავე დროს დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ ბოლომდე მოვინდომებდი არ შეიძლებოდა, რომ არ გამომსვლოდა.

მამაჩემა ჩამინერგა, რომ მხოლოდ ერთ ტრავმას შეუძლია  ყველაფრის გაფუჭება, მან ისე მითხრა ეს, რომ არ შემშინებოდა, მას სურდა რომ გამეგო, ის რასააც სხვებმა შეიძლება იგნორირება გაუკეთონ.

არსებობს ოჯახები, რომლებიც მთელ იმედებს ამყარებენ 13 წლის ბიჭუნას ტალანტზე,  უვლიან მას გიჟებივით, და თუ რამე ისე არ წავიდა, მზად არიან მას დააბრალონ ყველაფერი, თითქოს მას რამე დაეშავებინოს, თითქოს მას ოჯახისთვის ეღალატოს. ეს არის მანია, ასეთ ასაკში არ შეიძლება ზედმეტად დაიტვირთვის მოზარდი პასუხისმგებლობით. ამას გარდა, საჭიროა განსაზღვრული წილი ობიექტურობისა. მამაჩემი ყიველთვის მარიგებდა, მაგრამ არასდროს არ მაიძულებდა.

ვიცოდი, რომ ძლიერი ვარ, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ მხოლოდ ტალანტი ცოტაა, და საჭიროა რომ კიდევ გავიზარდო. ამიტომ, მშვიდი სოფლიდან წასვლა იყო ფუნდამენტალური. პლზენი – ნამდვილი ქალაქია, რომელშიც 150 000-ზე მეტი მაცხოვრებელია. იქ არის ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი უნივერსიტეტი, აქვს უძველესი ისტორია, მაგრამ საზღვარგარეთ ეს ქალაქი ცნობილია როგორც სამშობლო Pilsner Urquell-ის (უგემრიელესი ლუდი), და შკოდას ქარხნებით.

ასეთი მოულოდნელი ცვლილება – სოფლიდან სადაც 2000 მაცხოვრებელია გადახვიდე ასეთ ადგილას, შესაძლოა გამხდარიყო პრობლემა, მაგრამ გამიმართლა და შევხვდი  ისეთ საოცარ ხალხს, რომლებიც მზად იყვნენ დამხმარებოდნენ.

პირველი იყო ჩემი მწვრთნელი, იოზეფ ზალუდეკი. მის გარეშე ვერ გავხდებოდი ის ფეხბურთელი და ადამიანი, რომელიც ამჟამად ვარ. მან დატოვა ეს ქვეყანა რამოდენიმ წლის წინ და ის ძალიან დამაკლდა. მისგან ბევრი ვისწავლე, გავიგე თუ რა არის ფეხბურთი, როგორ უნდა გავუმკლავდე სირთულეებს და როგორ უნდა გამოვიყენო საკუთარი ტალანტი.

გუნდი «შკოდა პლზენი ». მე ვარ მარცხნიდან პირველი დაბლა რიგში. ცენტრში, ფეხზე დგას დიდი მწვრთნელი ზალუდეკი.

არსებობს ხალხი, რომლებიც დაბადებულნი არიან იმისათვის, რომ ასწავლონ, განუმარტონ, დაეხმარონ და ყოველთვის გვერდში ედგნენ ცხოვრების რთულ მომენტებში – სხვებს. და ამას აკეთებენ დაუძალებლად ისე თითქოს ეს მათთვის ყველაზე იოლი საქმე იყოს.

იოზეფი მეპყრობოდა როგორც დიდს, მაგრამ მშვენივრად იცოდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მოზარდი ვიყავი, და რომ მჭირდებოდა დახმარება და მან აირჩია ამ ასაკისათვის საუკეთესო მიდგომა. ის მესაუბრებოდა დარწმუნებით და მშვიდად, იძულების გარეშე მაგრამ სისუსტეს არ იჩენდა. ნორმალურობას მშვენიერი შედეგი მოაქვს. მაგრამ პირველ რიგში მისგან ვიღებდი სიყვარულს და თანაგრძნობას, ის ყოველთვის მზად იყო მოესმინა ჩემთვის და დამხმარებოდა რჩევით, გარკვეულწილად ის ნამდვილი მამა იყო ყველა ჩვენთაგანისა და ჩვენც მას არ ვასვენებდით.

ჩვენ ვთამაშობდით ფეხბურთს და ამით ვერთობოდით. კიდევე რითი გავრცელებული მცდარი აზრი აღმოსავლეთ ევროპის ფეხბურთელებზე – მხოლოდ კარგი ტაქტიკური მომზადების შედეგი. ეს არ არის მთლად ასე! ჩვენ არ გვწვრთნიდნენ, როგორც ჯარისკაცებს, და ჩვენ ვმუშაობდით ტაქტიკაზე იმდენს რამდენსაც ტექნიკაზე, სირბილზე და თუ გადავხედავთ ჩემი თაობის ჩეხ ფეხბურთელებს (ბერგერი, შმიცერ, პობორსკი) მაშინ დარწმუნდებით, რომ ეს სიმართლეა. ტექნიკა და სირბილი.

ხისტი წართმევა. ერთერთი მრავალთაგანი… მე არასდროს არ მეშინოდა შეჯახებების თამაშში.

წელიწადნახევრის შემდეგ დავტოვე პანსიონატი და გადავედი ჩემს სახლში, იმიტომ, რომ მიყვარს დამოუკიდებლად მოწყობა.  არც მთლად დამოუკიდებლად, იმიტომ, რომ  როდესაც  ვბრუნდებოდი ორშაბათობით სახლიდან, ჩემი ჩანთ სავსე იყო ხოლმე ტკბილეულობით, რომელსაც დედა მიმზადებდა და პლუს სუფთა თეთრეულით.

მაგრამ დანარჩენ ყველაფერს თვითონ ვუმკლავდებოდი, და ამან მოახდინა შთბეჭდილება…. ივანაზე.

რამოდენიმე ხნის შემდეგ მაინც მოვახერხე მისი ნდობის მოპოვება, და ვფიქრობ, რომ დამატებით ქულა ჩემს სასარგებლოდ მომიტანა, იმან რომ დავტოვე სახლი და შემეძლო ჩემი თავის მიხედვა.

ისე მოხდა, რომ რამოდენიმე წლის შემდეგ შევძელი მომეპოვებინა ჩემი ცხოვრების ქალის სიყვარული და დამეწყო ფეხბურთის თამაში უდიდეს ფებხურთელებთან და როგორც უდიდესებში ხდება, გარშემო ყველაფერი შეიცვალა….

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x