ForzaJuve.Ge

პაველ ნედვედი “ჩემი ნორმალური ცხოვრება”

პაველ ნედვედი


«ჩემი ნორმალური ცხოვრება»

(ნაწილი VII)


ეძღვნება ივანას და ბავშვებს


ბარხატის რევოლუცია და ჩემი პრაღა

ჩეხოსლოვაკიის კომინუსტური პარტია იძულებული გახდა უარი ეთქვა თავის რეჟიმზე და მიიღო გადაწყვეტილება არჩევნების ჩატარებისა, იმისათვის რომ ფორმირებულიყო ახალი ხელისუფლება.

ჩვენ გავიმარჯვეთ! ვამბობ „ჩვენ“, რადგან მეც ვმონაწილეობდი დემონსტრაციებში, პლზენში.

მეშინოდა და ამავე დროს ვფოთავდი ამ მოვლენების გამო, ვღელავდი უფრო თავისუფალ ხალხად გახდომის შესაძლებლობის გამო, ვღელავდი იმ აზით, რომ შესაძლებელი გახდა სხვაგვარად ცხოვრება. გავიმეორებ ადრე ნათქვამს,  არაფრის საჭიროება არ მქონდა, მაგრამ  გაზრდასთან ერთად მე ვუწევდი ანგარიშს ჩემს თავს იმაში, რომ არსებობს სწორი გადაწყვეტილებები და სავსებით დაუშვებელიც, ისეთი როგორიცაა დემოკრატია და ტოტალური კონტროლი ყველაზე, აკრძალვა თავისუფალი გადაადგილებისა და სხვა უხეში შეცდომები, რომლებმაც მოქალაქეები გადააქცია ნამდვილ პატიმრებად.

როდესაც უკან ვიხედები ეს ყველაფერი ძალიან შორს მეჩვენება. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, რომ ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო რევოლუციაში, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო. უცნაურია, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფეხბურთელი, და საერთოდ სპორტსმენი,პირველ რიგში არის ადამიანი, ახალგაზრდა ბიჭი ან გოგო თავისი ჭკუით და სამყაროზე წარმოდგენებით. არაფერი უცნაური არ გამიკეთებია, არაფერი, რაშიც ვინმე დამადანაშაულებს, უბრალოდ გავედი მოედანზე მრავალ სხვა ადამიანთან ერთად, რომ მომეთხოვა უფრო მეტი თავისუფლება, ის თავისუფლება, რომელიც საზღვარგარეთ ნორმა იყო და რომლითვისაც სხვაგან ბრძოლა არ ჭირდებოდათ.

ტყული იქნება, რომ ვთქვა თითქოს ყველაფერი მაშინვე უკეთესობისაკენ შეიცვალათქო ან არჩევნების მეორე დღესვე ყველაფერმა სხვა სახე მიღო. ჩვენ არ ვკვდებოდით შიმშილით და არც ერთ დღეში გავმდიდრებულვართ. პრობლემა არამხოლოდ ეკონომიკური ხასიათის იყო, არამედ მინიმალურ თავისუფლებაშიც, რომელიც ბოლოს და ბოლოს ყველასთვის ნორმა გახდა, ნამდვილ დემოკრატიაში, რომელზეც მანამდე მხოლოდ გაზეთები და პარტია თუ იტყოდა რამეს.

წლების შემდეგ შევხვდი ვაცლავ ჰაველს, რომელიც იმ რევოლუციის სიმბოლო გახდა. სერიოზული, ინტელიგენტური და ძალიან გამბედავი ადამიანი, მოაზროვნე, რომელსაც არ შეეშინდა თავის თავისათვის დაეკისრებინა მნიშვნელოვანი და ძალიან საპასუხისმგებლო ამოცანა და ჩაენერგა ხალხის გულებში იმედი.

ვაცლავ ჰაველი, ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი

ის წლების ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, წლები, როდესაც მე გავიზარდე როგორც პიროვნება, უფრო ადრე ვიდრე გავიზარდე როგორც ფეხბურთელი.

მივეჩვიე მარტოობას, დამოუკიდებლობას, და მივეჩვიე ნდობას სწორი ადამიანებისა და იმისა, რომ საკუთარი იდეებისათვის შესაძლებელია და უნდა იბრძოლო, მაგრამ პირველ რიგში უნდა დაიკავო და დაიცვა განსაზღვრული პოზიცია – სწორი პოზიცია.

პლზენში ჩემი მოღვაწეობის უკანასკნელი წლის დასაწყისში მივხვდი, რომ ლოპატა ძალიან მაკვირდებოდა და რაღაც მომენტში გადაწყვიტა შევეყვანე ძირითად გუნდში.

ის, რისთვისაც დიდ ხანს და თავდაუზოგავად ვმუშაობდი, ოღებდა კონკრეტულ ფორმას და ახლა ყველაფერი დამოკიდებული იყო მხოლოდ ჩემზე. ითამაშო ფეხბურთი უფროსებთან, უკვე შემდგარ, ფორმირებულ ფეხბურთელებთან იოლია, და ამავე დროს ძალიან რთულია.

იოლია იმიტომ, რომ მათთან შედარებით ჩემს მხარეზე იყო ახალგაზრდობა, სისრაფე და ენთუზიაზმი, ხოლო რთული იყო იმის გამო, რომ მათ ქონდათ დიდი გამოცდილება, მაგრამ პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ უფრო განვითარებული ქონდათ ტანის აღნაგობა.

მამაჩემისაგან განსხვავებით გული უფრო მიმიწევდა სუფთა ნახევარმცველის პოზიციისაკენ, ფლანგისკენ შეწეულისა. მამაჩემი იყო გიგანტი და თამაშობდა კართან ახლოს, მას მოწონდა შეტევა. ლოპატა ხედავდა ჩემს თავს ამ ორ პოზიციას შორის და როდესაც მან გამომიძახა პირველ მატჩში მეორე ლიგის ჩემპიოატისა, პირველ რიგში მან მომამზადა ფსიქოლოგიურად, მომამზადა მოედანზე განსაზღვრული პოზიციისათვის და იმისთვის, რომ ეს უნდა მომხდარიყო.

იმ დროს, საუბარია 1990-იან წლებზე, დაბალი ლიგის გუნდები ვალდებულნი იყვნენ დაეყენებინათ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში. თითქმის ყველა თამაშის დაწყებიდან რამოდენიმე წუთში ასეთ ფეხბურთელს ცვლიდნენ.

ირჟი ლოპატა სხვაგვარად ფიქრობდა, ის თვლიდამ რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა ახალი ტალანტების აღმოსაჩენად და შესაძლოა, დაეხმარო მათ მიზნის მიღწევაში. ანუ: მისი წყნარი, მაგრამ დამაჯერებელი ტონი სიტყვებისა, რომ მე მივიღებ მრავალ დარტყმას, რომ შეჯახებები უფრო ხისტი იქნება, ვიდრე ახალგაზრდულ ტურნირებში, მაწყნარებდა, ხოლო მატჩის დაწყების წინ მან გამიყვანა გვერდზე და მითხრა სიტყვები, რომელზეც მე მთელი ცხოვრება მადლობას ვეტყვი.

«ბიჭუნა, შენ ძლიერი ხარ», მითხრა მან თან თვალებშ მიყურებდა, «მე ვთვლი, რომ შენ იოლად შეძლებ დიდებში თამაშს. მაგრამ შენ უნდა იცოდე, რომ ამ მომენტიდან არავინ არ დაგარიგებს, არავინ დაგეხმარება. გაამართლე ჩემი იმედები».

ეს იყო დენის დარტყმის მსგავსი რა, მე ვიცოდი, რომ მე ძლიერი და ტალანტის მქონე ვიყავი, ასეთ რამეს თავიდანვე ხვდები, პირველივე დღიდან. სიმსუბუქე, რომლითაც ვარჯიშობ და ასრულებ ფინტებს, სისწრაფე მოედანზე გადაადგილებისა, სისწრაფე, რომლითაც სხვებს ჯობიხარ – არ არის შედეგი მუშაობისა, ეს არის ბუნების საჩუქარი.

მაგრამ სული და თავდაჯერებულობა – ყველაფრის საფუძველია და ირჟი დამეხმარა მე გამეგო ეს ყველაფერი.

ირჟი ლოპატა, შკოდა პლზენის მწვრთნელი

ჩემპიონატი კარგად ვითამაშე, მაშინ მე ჯერ სრულწლოვანი არ ვიყავი, მაგრამ მოედანზე ხშირად ვთამაშობდი დამაჯერებლად და საიმედოდ, ამაშინ ძალიან დამეხმარა ჩემი ფიზიკური მონაცემები.

სანამ დასრულდებოდა ბარხატის რევოლუცია, გამიწვიეს არმიაში. 18 წლის მე წავედი პრაღაში, რომ მეთამაშა «დუკლა»-ს რიგებში , შეიარაღებული ძალების გუნდში. ჩემი რევოლუცია გრძელდებოდა.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x