ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაულო დიბალა პოლ პოგბაზე და საკუთარ მიზანზე

პაულო დიბალა

პაულო დიბალას თქმით პოლ პოგბაოველთვის ცდილობდა გოლის აღსანიშნავად ახალი ჟესტიკულაციები მოეფიქრებინა.. 

არგენტინელის თქმით, მას იმედი აქვს, რომ მომავალში ფრანგთან ერთად ისევ აღნიშნავს გატანილ ბურთებს..

“პოლთან ჩინებული ურთიერთობა, რომ მაქვს ეს ახალი არავისთვის არის.. ხშირად ვცდილობდით რაიმე ორიგინალური მოგვეფიქრებინა, რომელსაც გატანილი გოლის დროს ვაჩვენებდით.

ბევრი ბურთები გაგვქონდა და შესაბამისად სცენარიც ხშირად იცვლებოდა. იმედი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ყველაფერს კვლავინდებურად გავიმეორებთ.

გატუზო? არგენტინაში კარგი კუთხით, გიჟი შევარქვით.  როდესაც ჯენარომ პალერმო ჩაიბარა, მან დიდი დახმარება გამიწია, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი თანამშრომლობა დიდხანს არ გაგრძელებულა.

ბევრი დადებითი თვისებით დამამახსოვრდა, მიუხედავად იმისა რომ ხასიათით ყველაზე რბილი არასდროს ყოფილა.

რას ნიშნავს ფეხბურთელისთვის იუვენტუსის მაისური? მერწმუნეთ ვინც ბურთს გააგორებს და პროფესიონალურ კარიერას იწყებს, თითოეული ოცნებობს ასეთ გუნდში მოხვედრაზე.

ოცნება – შესაძლებლობა ატარო კლუბის მაისური და მოიგო არაერთი ტიტული, რომლითაც ქომაგებს ბედნიერებას აჩუქებ.

არ დაგიმალავთ და იმედს ვიტოვებ, იუვენტუსის მაისურით რაიმე პირად ჯილდოსაც მოვიგებ.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of