ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო გერმანიის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებს იხსენებს

ახლოვდება გერმანელებთან 1/4 ფინალური დაპირისპირება და ბუნებრივია მედიის წარმომადგენლები მას განსაკუთრებულად უდგებიან. ამჯერად კომენტარი დიადმა მაესტრომ გააკეთა, რომელსაც ბუნებრივია 2006 წლის გახსენებაც თხოვეს:”გერმანიაში მოპოვებული გამარჯვება არასოდეს დამავიწყდება, თუმცა ფინალთან ერთად საოცარი ემოცია ახლავს ნახევარფინალის გახსენებასაც.. ეს იყო ორი ყველაზე გამორჩეული ევროპული გუნდის დაპირისპირება.. პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში ყოფნისას ერთმანეთს შევხედეთ და მივხვდით, რომ ჩვენ ეს შეგვეძლო.. საბედნიეროდ ყველაფერი საუკეთესო კუთხით განვითარდა.. 2012?

არავინ ელოდა ჩვენგან წარმატებას.. გერმანიას როგორც ყოველთვის საოცარი გუნდი ჰყავდა, ხოლო ჩვენ ტრადიციულად პრობლემებით ვხვდებოდით ტურნირს.. არასოდეს დამავიწყდება მათი სახეები, როდესაც ბალოტელიმ გოლი გაიტანა.. სწორედ მაშინ მივხვდით რომ ლიოვის გუნდს ისევ მარცხი ელოდა..

მსურს თუ არა ისევ მოედანზე გასვლა და მათ წინააღმდეგ თამაში? პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ღირსებას დაცვა და შემდგომ ასპარეზობა ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ.. კონტემ დიდი სამუშაო გასწია და მან ნაკრებს საოცარი სული შემატა. ისინი ერთმანეთისთვის იბრძვიან, ეს ჩვენი პერიოდის იუვენტუსს მახსენებს. დარწმუნებული ვარ აძური ჩემს გარეშეც მიაღწევს სასურველ შედეგს, რადგან მათ სათავეში ჭკვიანი სპეციალისტი უდგათ, რომელიც დღეს და ღამეს იმაზე ფიქრში ასწორებს თუ როგორ დაამარცხოს მრისხანე მეტოქე”.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

9
Leave a Reply

avatar
2 Comment threads
7 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
5 Comment authors
გაგაDutchALLENATOREsnuff-juveპლატინო პოგბა დიბალა Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ALLENATORE
იუვენტინო
ALLENATORE
გაგა
სტუმარი
გაგა

ვისკი რა კლასნია იმენა.

გაგა
სტუმარი
გაგა

ვისკი კი არა ვიალი

პლატინო პოგბა დიბალა
სტუმარი
პლატინო პოგბა დიბალა

ისე მამენტ პირლო ისე პროსწა მაინც წაეყვანა 6 ფორვარდის მაგივრად 1 თით მეტი ნახევარმცველი მაინც ეყოლებოდა

snuff-juve
იუვენტინო
snuff-juve

კაი იქნებოდა ზოგადად გუნდისთვის ფსიქოლოგიურად როგორც შვაინშტაიგერი ყავს გერმანიას.თან რავიცი არ მგონია ისე დაეკარგა ფორმა რო ბოლო 10-15 წუთი ვერ ეთამაშა და ვერ დაეჭირა ბურთი

პლატინო პოგბა დიბალა
სტუმარი
პლატინო პოგბა დიბალა

ზოგადად წონადი ფიგურაა და ფსიქოლოგიური მოტივაცია გამოცდილება ეგ თუ არა მამენთ ამ 6 ფორვარდის მაგივრად 5 როწაეყვანა და 1 ნახევარმცველი კანფეტი იქნებოდა მარა რაც არი არი მთავარია შედეგი დადო იტალიისგან ამასაც არავინ ელოდა :chuvak:

x