ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პლატინი იუვენტუსის ფავორიტობაზე და VAR ტექნოლოგიაზე

უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი ჩემპიონთა ლიგის უმთავრეს ფავორიტად იუვენტუსს მიიჩნევს:

“დიახ, პირადად ჩემთვის ეს ნამდვილად ეჭვგარეშეა.. ტურინელებმა ატლეტიკოსთან შეხვედრაში საკუთარ სტატუს და მიზანს ხაზი მკაფიოდ გაუსვეს.. მათ ურთულეს ამოცანას გაართვეს თავი ისე, რომ ერთი ზედმეტი კითხვაც კი არავის დაგვბადებია.

რონალდუ ძალიან დიდია.. ბუნებრივია მისმა ყოფნამ იუვეს ესპანელთა წინააღმდეგ დამატებითი თავდაჯერებულობა შემატა..

არ ვიცი არის თუ არა იგი ყველა დროის საუკეთესო, რადგან რთულია ერთმანეთს შევადაროთ სხვადასხვა საფეხბურთო ეპოქა.. მაგრამ რასაც ის და მესი უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ჩადიოდნენ, ცდება ნორმალურის საზღვრებს.

ვარ-თან დაკავშირებით მე ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს და ის, მხოლოდ იმიტომ შემოვიდა რომ ჟურნალისტებს აღარ გაჩენოდათ უაზრო კითხვები.

დიახ, თამაშგარეს დროს მისი გამოყენება ეფექტურია, მაგრამ ამა თუ იმ სათამაშო ეპიზოდის დროს ძალზედ რთულია ეკრანიდან დააფიქსირო იყო თუ არა ჯარიმა..

ყოფილა შემთხვევა, რომ ტელევიზორში ეს ნათლად ჩანდა, მაგრამ რეალობა და კონკრეტული ეპიზოდი სხვაგვარი იყო.. ასე რომ მან მე მისი წინააღმდეგი ვრჩები.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x