ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რიკარდო ორსოლინის გარშემო არსებული სიტუაცია

რიკარდო ორსოლინი

ბოლო პერიოდში რიკარდო ორსოლინისთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

იუვენტუსმა 2019 წლის ზაფხულში იტალიელი ბოლონიას 15 მილიონად დაუთმო, მაგრამ ჯენლტმენური შეთანხმების საფუძველზე, მოთამაშის უკან დაბრუნება 2020 წელს 25 მილიონად, ხოლოდ 2021 წელს 30 მილიონად შეუძლია. 

ბოლონიაში ორსოლინი ფანტასტიურ სეზონს ატარებს და გუნდს დიდ დახმარებას უწევს.. აქედან გამომდინარე, მათი ხელმძღვანელობის მხრიდან სხვადასხვა შეტყობინებები გაზიარდა..

“ორსოლინის ფასი ახლა 70 მილიონია!” – ბუნებრივია ტურინელებს მისი უკან დაბრუნება სურთ და მზადყოფნას გამოთქვამენ 30-35 მილონამდე ინვესტიციაც განახორციელონ, თუმცა ის მადა რაც ახლა ბოლონიას აქვს მათთვის უდაოდ მიუღებელია.

იქნება თუ არა ეს პრობლემა? ნაკლებად მოსალოდნელია ბოლონიელებმა ტურინელებთან დამყარებული მეგობრული ურთიერთობა გაიფუჭონ.. 

საგულისხმოა, რომ თავად ფეხბურთელმაც ბოლონიაში გადასვლაზე თანხმობა, სწორედ ამ პირობით მისცა, რადგან მას ტურინში დაბრუნება და შავ-თეთრი მაისურის მორგება სურს.

ბოლონია თავის მხრივ ეცდება სიტუაციაზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენას.. მითუმეტეს ნიკოლო ძანიოლოს ტრავმის შემდეგ, ნაკრებში ვაკანტური ადგილი გაჩნდა და არაა გამორიცხული რობერტო მანჩინიმ სწორედ რიკარდო იხმოს.. 

იმ შემთხვევაში თუ ვითარება მართლაც ასე განვითარდა, ბუნებრივია ორსოლინის გარშემო ყურადღება კიდევ უფრო გაიზრდება და სიტუაცია შესაძლოა იუვესთვისაც გართულდეს..

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of