ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რობერტო ბონისენიას გადამწყვეტი დარტყმა “ნაპოლისთან”

1978 წლის თებერვალში “იუვენტუსი”   “კომუნალეზე”  “ნაპოლის” მასპინძლობდა. მაყურებელს ჯერ კიდევ არ შეევსო ტრიბუნები ბოლომდე და საკუთარი ადგილები არ დაეკავათ ნორმალურად, რომ მატჩის დაწყებიდან 3 წუთში რობერტო ბონისენიამ ბურთი ნეაპოლელთა კარის ბადეში გაახვია და ანგარიში გახსნა. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი არამარტო მატჩისა, არამედ შეიძლება ითქვას მთლიანად ჩემპიონატისა, ვინაიდან ამ გოლის შემდეგ “ბიანკონეროებს” უპირატესობა აღარც მატჩში და აღაც მთლიანად ჩემპიონატში აღარ დაუთმიათ. “ნაპოლისთან” გამარჯვებას ისიც დაემატა, რომ იმავე ტურში “იუვეს” უახლოესმა მდევრებმა და კონკურენტებმა ქულები დაკარგეს. “ვიჩენცა” მილანის “ინტერთან” დამარცხდა, ხოლო “ტორინომ” “პესკარასთან” ვერ იმარჯვა. როგორც აღმოჩნდა, “ნაპოლისთან” ფაქტიურად 180 წამში მიღწეულმა მნიშვნელოვანმა გამარჯვებამ მეტი რწმენა და ძალები შემატა გუნდს, რაც საბოლოო ჯამში გახდა საფუძველი იმისა, რომ “ბებერ ქალბატონს” სამი თვის შემდეგ მისი მე-18 სკუდეტო ეზეიმა.

წყარო: იუვენტუსის ოფიციალური ვებ-გვერდი

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

2
Leave a Reply

avatar
1 Comment threads
1 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
2 Comment authors
Arancia Meccanicapintu-ricchio Recent comment authors
  Subscribe  
Notify of