ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რონალდუ:”ჩემთვის მთავარი იუვენტუსის შედეგია”

მაურისიო სარისთან ერთად ჟურნალისტებს კრიშტიანო რონალდუც შეხვდა:

“არის გარკვეული ასპექტები რაშიც მომატება გვმართებს, მაგრამ მაურისიო სარისთან ერთად ჩვენ უკეთესები გავხდით.

თავადაც, უფრო მეტი თავისუფლება მაქვს, რომლის გამოყენებასაც გუნდის სასიკეთოდ ვცდილობ.

მაქს ალეგრისთან
ერთად დიდი სამუშაო გავწიეთ, მაგრამ სარისთან უდაოდ მოვუმატეთ.. საკუთარ პოზიციაზე გეტყვით, რომ ერთ კონკრეტულ ადგილას აღარ ვმოქმედებ.. გადავაადგილდები იმ ზონებში, რომლებშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ..

აუცილებელია ბრძოლა განვაგრძოთ და ჩემპიონატში საკუთარი ამბიცია მკაფიოდ დავაფიქსიროთ.. ანალოგიური ეხება ჩემპიონთა ლიგის ტურნირსაც..

ოქროს ბურთთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით.. არ ვიცი მოვიგებ თუ არა.. იმ შემთხვევაში თუ ინდივიდუალური ტიტულები მოვა, გამოდის რომ კლუბმა დასახულ მიზანს მიაღწია.

ხვალ მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება.. მხოლოდ ამაზე ვფიქრობ და მეტზე არაფერზე.. სარის მუშაობით მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მასთან ერთად გუნდი სხვაგვარად გაადგილდება, უფრო დიდხანს ფლობს ბურთს და გაცილებით მეტ საგოლე მომენტსაც ჰქმნის..

პირადი რეკორდები ჩემთვის არაფერს ნიშნავს.. შვიდასი გოლი უკვე მიღწეულია და ახლა სხვა გეგმები გვაქვს წინ.. მსურს იუვენტუსთან და პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ტიტულები მოვიპოვო!

ასაკი ჩემთვის არაფერია და იქამდე გავაგრძელებ თამაშს, სადამდეც ვიგრძნობ, რომ შემიძლია მოცემულ საფეხურზე ყოფნა.

გუნდი არაჩვეულებრივი ფეხბურთელებისგან შედგება.. თითოეული სრულ მზადყოფნაშია მწვრთნელის მითითებები ზედმიწევნით კარგად შეასრულოს..

მახსოვს, როგორ უდიერად იხსენიებდნენ პაულო დიბალას მაგრამ საკმარისი იყო გოლები გაეტანა, რომ ეს ხმები მიჩუმდა.. ანალოგიური იყო გონსალო იგუაინზეც.. ბრწყინვალე პარტნიორები მყავს, რომელთა მხარდამხარ თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს”.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

2
Leave a Reply

avatar
2 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
0 Comment authors
Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

kaci ambobs ro uketesebi gavxdito da poanichnac igive tqva ro gvsiamovnebs tamashio .. faqti ager aris progrrsi saxezea amas fexburtelebic amboben . es imat exeba vinc naadrevad ajvamt saris miuxedavad imisa ro ukve progresia saxeze

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

maurisio saristan ertad chven uketesebi gavxdit …. ))) 100%

x