ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

,საპნის ოპერა” სახელად ,,პოლ პოგბა” დასრულდა

პოლ პოგბას საგა დასრულდა..


ჩემპიონთა ლიგაზე ოცნება დასრულდა..

და კიდევ ბევრი რამ დასრულდა იუვენტუსის სკეპტიკუად განწყობილი გულშემატკივრებისათვის.

არადა ახლა იწყება, რაც იწყება! დარწმუნებული ვარ, გინახავთ Sopcast-ით იუვენტუსის თამაშები, ასევე HD ხარისხში, მაგრამ გინახავთ თავად ,,HD” იუვენტუსი? ის უკვე ყველგანაა, პრემიერა გაიმართება 20 აგვისტოს 22:45 საათზე.

სერიალი მოგვითხრობს 2016-2017 წლებზე, ბებერი ქალბატონის ცვლილებზე და მის ახალ თანამშრომლებზე. სერიალის სტარტზევე იხსნება ,,კვანძი” როდესაც ბებერი ქალბატონი სახელად იუვენტუსი მიდის რომის ბაზარში და ყიდულობს ბოსნიური წარმოების ,,პიანიჩს” შემდეგ კატალონიაში ერთ-ერთი ჯელტმენიდან საჩუქრად იღებს ბრაზილიურ სამკაულს დანი ალვეშს, შემდეგ კი კატალონიიდან მიუნხენი-ზაგრების რეისით ეშვება ნეაპოლის აეროპორტში, თან აქვს ბენატია-პიაცა, რომლებიც შესაბამისაც მიუნხენსა და ზაგრებში შოპინგისას შეიძინა, მაგრამ ბენატიას მოჰყვა საგარანტიო ფურცელი, რომელიც ერთ წლიან გარნტიას იძლევა, თუ იუვენტუსმა იგი კარგად იხმარა, ანუ გამოდგომის შემთხვევაში, 18მილიონს გადარიცხავს მიუნხენის ბანკ ,,ბაიერნში”. არც ნეაპოლის ვიზიტს ჩაუვლია შოპინგის გარეშე.

აქ ქალბატონი მისთვის უჩვეულო ხასიათს ავლენს და ძალიან დიდ თანხას იხდის არგენტინელ შეფპოვარში, რომელმაც ნეაპოლიტანურ პიცერიაში 104 წუთში 71 პიცა გამოაცხო. ტურინში დაბრუნებული იუვენტუსი შედის მის ოთახში, ხედავს მის შენაძენებს, ალაგებს თავიანთ ადგილებზე და კმაყოფილებით აღვსილი თაროდან იღებს ბრილიანტს რომელიც 4 წლის წინ იპოვა და თან წამოიღო, რადგან სჯეროდა რომ წლები გავიდოდა და მას ფასი დაედებოდა, ხოდა აი ფასიც ასეთი უნდა 110 მილიონი და ქალბატონი თანახმაა გაყიდოს იგი, რათა შემოსული თანხა ბელგიულ შოკოლადსა და გერმანულ სარდელში დააბანდოს და ეს ორი დიდი სადისტრიბუციო კომპანიის ბელგიული ვიტსელი და გერმანული დრაქსლერი მის-შავთეთრ მაღაზიაში დადოს. მისი ანგარიში მართლაც ივსება 110 მილიონად, ხოლო გამოუვა თუ არა მას, ბელგიული შოკოლადისა და გერმანული სარდელის ბიზნესი ამას შემდეგ სერიებში იხილავთ.

მთავარ როლებში: ჯანლუიჯი ბუფონი, ლეონარდო ბონუჩი, კლაუდიო მარკიზიო და პაულო დიბალა.

მონაწილეობენ: ბარძალი, კიელინი, ბენატია, რუგანი, ლიხშტაინერი, ევრა, ალექს სანდრო, ასამოა, სტურარო, ხედირა, ლემინა, ჰერნანეში, პერეირა, მარონე, პიაჩა, მანძუკიჩი, ძაძა.

სპეციალური მოწვევით: დანი ალვეში, მირალემ პიანიჩი და გონსალო იგუაინი.

რეჟისორი: გიორგი ქასრასშვილი

პროდიუსერი: ანდრეა ანიელი

კოსტიუმ დიზაინერი: მაროტა ელ პატარიჩი

დამდგმელი ოპერატორი: მასიმილიანო ალეგრი

სცენარის ავტორი: გიორგი ქასრაშვილი

მედია მხარდამჭერი
: ForzaJuve.Ge

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

22
Leave a Reply

avatar
9 Comment threads
13 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
2 Comment authors
Claudius GalenusიტალიანოbneliDutchთოკო Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
Claudius Galenus
სტუმარი
Claudius Galenus

სერიალის იდეის ავტორი-მინო რაიოლა)

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

sul ro aravim viyidot am gunds dzalian bevri sheudzlia

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

კიდე კაი ჰენ მაინც რო გჯერა რო ამ იუვეს რაც ახლაა ყველაფრის მოგება ჰეუძლია და ვისაც არ ჯერა არა იუჰავს იუვე კარგ ჰედეგს რო დადებს მერე იმედია მაინც დაიჯერებენ იუვე ამ სასტავითაც უძლიერისია

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

matichi isco iyos araa problema :forza:

თოკო
სტუმარი
თოკო

78 კიარა 18 აიგო და დანარჩენი რაიოლამ :D 105 მილიონით შეივსება მინიმუმ ჯუვე შეიძლება მეტითაც

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

საინტერსესო იქნება მართლა სერიალის გადეღება მაგარი ხარ

იუვე
სტუმარი
იუვე

და რეჟისორი?

მაქსი
სტუმარი
მაქსი

110 მილიონი არანაირად :/ 78 მილიონი აიღო იუვენტუსმა. მაშინ როცა ტრანსფერის ღირებულება 110 მილიონია დანარჩენი რაიოლამ (25მილინზე მეტი) და პოგბამ გაიყვეს :blin:

bneli
სტუმარი
bneli

78 miilooni girvanqa sterlingi aigo dzma daaxloebit mag pasi gamoddis evrostan mimartebashi 110 :forza: Me ase vici

მაქსი
სტუმარი
მაქსი

78 მილიონი ევრო მიიღო იუვენტუსმა 110 დან. დანარჩენი 32 მილიონი პოგბამ და რაიოლამ გაიყვეს… ახლა დაიდო ოფიციალურად ეს ინფორმაცია. პლიუს რაიოლა 5 წლის მანძილზე პოგბას ხელფასიდანაც მიიღებს პროცენტებს :blin:

x