ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სარი:”ეს სქემა დიბალაზე და რონალდუზე ცუდად მოქმედებს”

მაურისიო სარის მოსაზრებით გუნდში ამ ეტაპზე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ზედმიწევნით კარგად გამოსდის ფორვარდის უშუალო მოვალეობების შესრულება:

“პირველი ტაიმი ინერტულად წარვმართეთ, თუმცა ვერ ვიტყვი მეორე ნახევარში შეუჩერებლები გავხდით..

დიახ, ტემპი გავზარდეთ და კარში დარტყმების რაოდენობაც, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით არ გამოგვდის მომენტების გოლებად კონვერტირება..

ჯენოას არაფერი ეტყობოდა, რომ სატურნირო ცხრილის შუაშია.. ისინი ცივსისხლიანად და სწორად მოქმედებდნენ..

მათი ტრეკუარტისტა როდრიგო ბენტანკურს ავიწროვებდა, რის გამოც დაცვიდან ამოსვლა გვიჭირდა.

გუნდში ამ ეტაპზე ერთადერთი ადამიანი მყავს, რომელიც ფორვარდის უშუალო მოვალეობას ასრულებს და გონსალო იგუაინია..

შესაბამისად, არგენტინელის მოედანზე არ ყოფნა რიგ პრობლემებს გვიქმნის და მეტოქის საჯარიმოს გვაშორებს.

ჩემი შეხედულებით, ახლა ფეხბურთელები მზად არიან ფორვარდებს უკან მყოფი გამთამაშებლის სისტემით ითამაშონ.. შესაბამისად, 4-3-3-ით გაგრძელება ჯერჯერობით არა მართებული მგონია.

ეს სქემა პირდაპირ აფუჭებს პაულო დიბალას და კრიშტიანო რონალდუს პროდუქტიულობას..

დუგლას კოშტას ამ როლში გამოცდილება უკვე აქვს.. იგი შახტარში სწორედ ამ პოზიციაზე ასპარეზობდა.. ჯობია დავაცადოთ, რადგან დიდი დრო გაუცდა და მოედანზე ახლახანს დაბრუნდა.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

1
Leave a Reply

avatar
1 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
0 Comment authors
Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

:forza: :forza:

x