ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სარი:”რონალდუს დედა აპლოდისმენტებს იმსახურებს”

მაურისიო სარი

მაურისიო სარის შეგირდებმა რომაელთა დამარცხებით, იტალიის თასის 1/2 ფინალში თამაშის საგზური მოიპოვეს. 

მატჩის შემდეგ ბიანკონერის თავკაცმა ჟურნალისტებს საკუთარი მოსაზრება გაუზიარა:

“კარგი პირველი ტაიმი გავმართეთ, მაგრამ რატომღაც მეორე 45 წუთში გასახდელიდან გამოსვლის დროს ჩაგვეძინა..

მადლობა ჯიჯი ბუფონს რომელმაც ჩვენი დაუდევრობის გამო არაერთხელ გვიხსნა! იტალიელი ყველას გვიმტკიცებს, რომ ასაკი მეორე ხარისხოვანია..

მისი ასპაზრობა მკაფიოდ ადასტურებს, რომ ბუფონი მსოფლიო მასშტაბის ფიგურაა!

დუგლას კოშტა ჯერჯერობით სრული 90 წუთისთვის ბოლომდე მზად არ არის, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე უმატებს რაც სასიამოვნოა. 

კრიშტიანო რონალდუ ფანტასტიკურ ფორმაშია! ვცდილობ წარმოვიდგინო კიდევ რა კომპონენტში შეუძლია მომატება.. ალბათ დაცვით მანევრირებაში.. დედამისი აპლოდისმენტებს იმსახურებს, რადგან ასეთი სამაგალითო შვილი აღზარდა!

ალექს სანდროს კუნთებთან დაკავშირებით აქვს პრობლემა, ხოლო ხუან კუადრადოს გუშინ მაღალი ტემპერატურა ქონდა.

აქედან გამომდინარე მცველებთან მიმართებაში პრობლემები გვაქვს. 

იმ შემთხვევაში თუ უახლოეს დღეებში სიტუაცია სასიკეთოდ არ შეიცვლება, მაშინ ბლეზ მატუიდის ამ როლში გამოვიყენებთ.

სან პაოლოზე ასპარეზობა? ნაპოლიში გარჯა შეუძლებელია უბრალო სამუშაოდ მოვიხსენიო.

ეს რაღაც სიღრმისეულად ემოციური და მგრძნობიარე იყო. ადამიანურ საფეხურზე, ეს უფრო მეტი იყო ჩემთვის ვიდრე უბრალოდ კლუბი”.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

1
Leave a Reply

avatar
1 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
nariman Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
nariman
სტუმარი
nariman

კრიშტიანუ რონალდუმ ყველა კლუბში დაამტკიცა,რომ ის პლანეტის უძლიერესი ფეხბურთელია და ბევრად აღემატება ლიონელ მესის ბევრ კომპონენტში.