ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სარის მატჩისშემდგომი კომენტარი

გთავაზობთ მაურისიო სარის მატჩისშემდგომ კომენტარს:

ორ მთავარ პრობლემას მსურს, რომ ხაზი გავუსვა. პირველ რიგში დაცვის ხაზი სიღრმიდან მოქმედებდა .. არ შეიძლება ასე ქვემოთ იყო დაწეული და თავს ამ ზონაში იცავდე..

მეორე პრობლემა არის ნახევარდაცვაში.. ხშირად ვკარგავდით ბურთს და მათ დაბრუნებას უმეტეს შემთხვევაში ვერ ვახერხებდით..

მეორე ტაიმის 20 წუთი უფრო ნაყოფიერად ჩავატარეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალზედ პასიურად ვასპარეზობდით..

ფიზიკურმა დაღლილობამაც იჩინა თავი.. ჯერჯერობით ფეხბურთელები შორს არიან იდეალური კონდიციებისგან.. თავადაც, გუნდთთან ერთდ მუშაობა სულ რაღაც ორი კვირაა დავიწყე და ყველაფერი წინ გვაქვს.

გონსალო იგუაინის შესაძლებლობები კარგად მომეხსენება.. იგი პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს და ბრძოლისთვის მზად არის.. ეს მისასალმებელი ფაქტია!

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ვფიქრობ, ხელმძღვანელობა სწორ დასკვნებს გამოიტანს.

თუმცა, იმ ფაქტსაც უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ამ ეტაპზე 12 ტრავმირებული მყავს.. გარკვეულ პოზიციებზე კარგად ვართ, ზოგზე გაძლიერება გვჭირდება და მათ ეს კარგად იციან.

ადრიენ რაბიოს გამოსვლით კმაყოფილი ვარ.. ეტყობა რამდენად ჭკვიანია.. მერიჰ დემირალი და მატეის დე ლიგტი ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ, მაგრამ მათი საქმისადმი მიდგომა აღფრთოვანებას იმსახურებს..

როდესაც მოედანზე ბავშვი დავინახე, მივხვდი რომ კრიშტიანო რონალდუსთან სურდა ფოტოს გადაღება. ამიტომაც მივიყვანე და სურვილი ავუსრულე.. პატარა ბავშვის დანახვა მოედნის შუაგულში, შემოჭრა არ არის ეს ბედნიერებაა რაზეც მათ უარი არ უნდა ვუთხრათ”.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

10
Leave a Reply

avatar
8 Comment threads
2 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
0 Comment authors
Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ესენი ამხანაგურს არასდროს წესივრად არ თამაშობენ დაიკიდეთ :)

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

:forza: :juvee:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ერთი სიტყვით ყველა ღონე უნდა იხმაროს ანიელიმ და კომპანიამ რომ როგორმე პოგბა და ერიკსენი მოიყვანონ თუნდაც დიბალას და კოშტას წასვლით მოხდეს ეს გადაწყვეტილება + იკარდი და ფლანგელი მცველები გვინდა სანდროს და კანსელოს შემცვლელად მე პირადად ანიელის ადგილას ალვეშს დავაბრუნებდი
ასევე უნდა გაუშვან – ხედირა, მატუიდი, კვადრადო, პიაცა,
კინი (არენდით)
ანუ ასეთი იუვე იქნება ძალიან მაგარი

—————————-შესნი———————–

ალვეში———-დე ლიგტი——–კიელინი——–სანდრო

————პიანიჩი———პოგბა——–რაბიო———–

—————ერიკსენი————-რონალდუ————

—————————იკარდი———————–

სათადარიგო მოთამაშეები
მეკარეები: ბუფონი, პერინი, პინსოლიო
მცველები: ბონუჩი, რუგანი, პელეგრინი, კანსელო, დე შილიო
ნახევარ მცველები: ბერნარდესკი, რემზი, ჩანი, ბენტანკური, პერეირა
თავდამსხმელები: იგუაინი, მანძუკიჩი.

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ამ ბერნარდესკის კიდევ ვინ კრიშავს ასეთი რო გრამი არ იწერება ტრანსფერზე?!
ადგნენ და გაუცვალონ ფიორენტინას კიეზაში,მაგ შემთხვევაში ნამდვილად დათანხმდებიან კიეზას წასვლას…
ყველა კომპონენტში ჯობია დღეს კიეზა ბერნას,მაგის ფაფხური ყელში არ ამოგივიდათ?

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

aქ ზოგს რო კითხო, დიბალას 10-იანი უნდა ჩამოვართვათ და ბერნას მივცეთ)) რახან იტალიელია და რახან სეზონში 2 თამაშს თამაშობს მაღალ დონეზე)))

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ერთადერთი დამამახსოვრდა მისი თამაში ატლეტიკოს რო დავუტრიალეთ…
კი შეილება რაღაც დონეს თამაშობს მარა არა ისეთს იუვეს რო ჭირდება…
მოკლედ ბერნა აუთ,კიეზა ინ

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ბაზარი არ არის, მართლა მაგარია იკარდი, მარა რისკია რაა. იმ ბოzანდარამ რო რონალდოზე რამე წამოაყრანტალოს, რბილად რო ვთქვათ პასუხს ხო გასცემს ესეც?)) ეგრევე აირევა სიტუაცია) მაშინ კონტრაქტში უნდა ჩადონ პუნქტი, რო ლაპარაკი აეკრძალოს ვანდას)) ღიპიტა არც შარშან არ იყო გასაშვები, იმიტო რო უფრო ეფექტური იქნებოდა რონალდოსთან დუეტში. პროსტა ბონუჩის შეწირეს რაა)) მანჯუკიჩს ძაან დიდ პატივს ვცემ და მაგრათ ვაფასებ, მარა ეხლა მითუმეტეს სარის ხელში, 1000% იგუ ჯობია მანჯუს!

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ბიჯო ყოველ შემთხვევაში არასწორი იკარდის და ვანდას მო(ტ)ყვანას იგუაინის დატოვება ნამდვილად ჯობია…იგუ იმენნა ჯიგარს დებს მოედანზე,კლასნია მაინც რა
ეგარი იკარდი უფრო მომავლის თემაა

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

მოკლედ პირველ ტაიმში ძაან არეულობა იყო. აი მეორე ტაიმში ვაჯობეთ აშკარად. იყო ხარვეზები, მარა მთლიანობაში მომეწონა მეორე ტაიმი. ყველაზე მეტად ის მიხარია, რო ფეხბურთს ითამაშებს გუნდი)) იგუაინი უნდა დარჩეს გუნდში მანჯუს ნაცვლად. მითუმეტეს აწი უკვე სარის პირობებში აღარ არის მანჯუკიჩის ადგილი. მოკლედ მთლიანობაში კმაყოფილი ვარ რა)) ინტერმა თუ ისევ ისე ითამაშა როგორც იუნაიტედთა, გავხევთ შუაზე კონტეს მერდებს))

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

მაგარი კაცია :forza:

x