ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სარის მატჩისშემდგომი კომენტარი

გთავაზობთ მაურისიო სარის მატჩისშემდგომ კომენტარს:

“პირველი ნახევრის უდიდეს პერიოდში, იუვენტუსი ნამდვილად კარგად გამოიყურებოდა.. პირველი გაშვებილი გოლი ტექნიკური შეცდომა იყო, ხოლო მეორე ბურთზე ფეხბურთელებმა არასწორი სვლები გააკეთეს, თუმცა მხოლოდ დაცვის დადანაშაულება დიდი შეცდომა იქნება.

მეორე ტაიმში განხორციელებული არაერთი შეცვლის შედეგად, ბუნებრივია სწორი ტონუსის და ტემპის დაჭერა გაგვიჭირდა, მაგრამ მომეწონა მოთამაშეების კარგი ფიზიკური კონდიციების დემონსტრირება, რაც სეზონის ამ ეტაპზე უმთავრესი მიზანია..

დიახ, არსებობს გარკვეული პრობლემები, რომლებზეც აქტიურად ვმუშაობთ.. კონკრეტულ ეპიზოდებში სხვაგვარად გვმართებს მოქმედებები.. თუმცა, საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ..

სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 6 ფეხბურთელის ბედი იქნება გადასაწყვეტი, რადგან ჩემპიონთა ლიგის განაცხადში 22 მოთამაშის შეყვანა შეგვიძლია.. ამის მიზეზი არის ის, რომ იუვენტუსის აკადემიის აღზრდილი ახლა მხოლოდ ერთი გვყავს..

პირადად ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული არავის გავუშვებდი, მაგრამ სატრანსფერო ამბები თავად გვიბიძგებს სვლების გაკეთებისკენ..

გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები არიან შეკრებილნი და არავის აქვს ფუფუნება, 6 ასეთი მაღალი დონის მოთამაშე დიდი ევროპული საკლუბო ტურნირის მიღმა დატოვოს.. ამიტომაც უნდა დავიწყოთ მუშაობა და დარწმუნებული ვარ, ხელმძღვანელობა სწორ დასკვნებს გამოიტანს.

პაულო დიბალზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ ახლა მან სულ რაღაც ორი სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა და რაიმე დასკვნების გაკეთება სისულელე იქნება.. მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია ნაყოფიერი ასპარეზობა და მათ შორის ცრუ ცხრიანზეც..

დუგლას კოშტას რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ შარშანდელი სეზონი ერთი დიდი უიღბლობა იყო, რადგან ბრაზილიელს უდაოდ ძალუძს მოედანზე სხვაობის შექმნა..

კარგად ვუყურე მის ასპარეზობას და სამხრეთ ამერიკელმა პოზიტიური შთაბეჭდილება დატოვა.. მისი მოქმედებები აღფრთოვანებას იწვევს და აუცილებელია ასევე გააგრძელოს.. აქ იმისთვის ვარ, რომ კოშტამ ზუსტად ასეთ სტილში იასპარეზოს.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

1
Leave a Reply

avatar
1 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
0 Comment authors
ტრიდე Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ტრიდე
სტუმარი
ტრიდე

მიდიი სარი მჯერა შენი უკვე

x