ForzaJuve.Ge

სარის წინასამატჩო პრესკონფერენცია

გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრეს კონფერენციას:

“იმედს გამოვთქვამ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში სინიშა მიხაილოვიჩი კვლავინდებურად მთავარი მწვრთნელის სკამზე იქნება.. ნამდვილად გამიხარდება მისი ხილვა!

საერთოდაც, ბოლონია ბოლო ხანებში კარგ თამაშს აჩვენებს.. მათ ჩინებული სტატისტიკა გააჩნიათ.. მეტოქის კარისკენ ხშირად ურტყამენ და თავად არცთუ ისე ბევრ ბურთს უშვებენ..

ჩვენ ძალზედ სახიფათო გუნდს დავუპირისპირდებით.. იუვენტუსისთვის ახლა სატურნირო ცხრილი მნიშვნელოვანი არ არის.. მთავარია თამაშიდან თამაშამდე უკეთესი გავხდეთ.

კვირის განმავლობაში ჩვენ დანილო და აარონ რემზი დავაბრუნეთ. პოზიტიური ცნობებია მატია დე შილიოზე და დუგლას კოშტაზე, მაგრამ ისინი ჯერ ჯერობით ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებენ მუშაობას.

ისევ იმ აზრზე ვარ, რომ ფეხბურთელები მზად უნდა იყვნენ როგორც 4-3-3 სქემისთვის, ასევე 4-3-1-2 მოდულისთვის.. თუმცა, ეს უკანასკნელი დაცვით მანევრირებებში ეფექტური არ არის.

როცა ამას ვიძახი, პარალელურად უფრო უკეთესები ვხვდებით უკანა ხაზში ასპარეზობისას.. იდეალურისგან შორს ვართ, მაგრამ საქმე წინ კარგად მიიწევს.

ჩემს ხელთ არსებული კადრებიდან ავირჩევთ ნომერ 10 ტაქტიკურ მოდულსა და 4-3-3 ფორმაციას შორის.

რაც შეეხება ბოლონიასთან წინა ხაზს, ვფიქრობ რომ გონსალო იგუაინი და პაულო დიბალა ამ როლში იდეალურად ჯდებიან. ბლეზ მატუიდი წარმოუდგენლად შრომისმოყვარე და საჭირო კადრია დღევანდელი იუვენტუსისთვის.

დანილოს დაბრუნების შემდეგაც კი ხუან კუადრადოს მარჯვენა მცველის პოზიციაზე დავტოვებ, რადგან კოლუმბიელს ყველა საჭირო თვისება აქვს, რათა ამ როლში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს.

მარიო მანჯუკიჩი კლუბთან შეთანხმების საფუძველზე არ ვარჯიშობს.. თუ რაიმე შეიცვლება, ჩემი კარი ყველასთვის ღიაა”.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

11
Leave a Reply

avatar
10 Comment threads
1 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
0 Comment authors
ნედვედ11რ ე ა ლ ი ს ტ ი Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ფეხბურთს ვთამაშობთ და ეს უკვე მომწონს

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

bufonishe…..

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

berna magari uklaso tipia

ნედვედ11
სტუმარი
ნედვედ11

რამე ნორმალური ლინკი დადეთ რა :forza: :forza:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ტელეფონის Lინკი დადეთ გთხოვთ

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

სავარაუდო შემოდგებლობა რაარის

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

რონალდო არაა ანუ დღეს ?

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

მილანს ფინანსურად მაგარი დანძრეული აქ და დონარუმას ყიდიანო, ჩვენთან რო მოვიდეს რა აზრის ხართ? :forza:

რ ე ა ლ ი ს ტ ი
სტუმარი
რ ე ა ლ ი ს ტ ი

სარი რა ტიპია ვარჯიშებს დრონით იღებსო უფრო კარგად რომ დააკვირდესო.ეძახეთ თუთუნის გამყიდველი და ტიპს ფეხბურთი ბევრ ყოფილ ფეხბურთელზე მეტად ესმის.

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

მატუიდი გასაგდებიაო სასტავმა სარის ფეხბურთს ვერ თამაშობსო ეგ ჩმორიო :lool: :lool: :lool: :lool:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

გასაგდები არ არის ნამდვილად ))) საჭიროა გუნდში ეგეტი მოთამაშე უბრალოდ სარის ფეხბურთი ჯერ არ არის.. საუბარია მაღალი % ბურთის ფლობაზე )) ყველგან მაგას ამბობდა სეზონის დაწყებამდე იუვეს უნდა ქონდეს ძაან მაღალი % ბურთს კონტროლიო ))) ხოდა თუ იგივე აზრზეა ) მატუიდით ეგ ამბავი არ გამოვა ))))) მატუიდის სხვა დადებითი მხარეები აქვს )) მე პირადად არ მხიბლავს ის რო გუნდს 75% ბურთის კონტროლი უნდა ქონდეს ))) მაგას თავისი მინუსებიც აქ )) იტალიაში განსაკუთრებით )) ჯობია 55 გქონდეს საშუალო მონაცემი და უფრო მეტი მომენტი გქონდეს ))) ტოტალური კონტროლი როცაა ბურთის მეტოქე უკვე 11 კაცით დაცვაში ზის ))) მაგ ავტობუსის გასაღების ძებნა კიდე… Read more »

x