ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სარი:”ტურნირების მიმართ განსხვავებული მიდგომა შევამჩნიე”

მაურისიო სარი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ მაურისიო სარი ჟურნალისტებს გაესაუბრა:

მთავარია ბალანსი შევინარჩუნოთ.. ლაციოსთან კი დავმარცხდით, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე ეს იყო მატჩი სადაც კარგი ხარისხი ვაჩვენეთ, ხოლო შედეგი გარკვული ელემენტების გამო ვიწვნიეთ.

გერმანიაში რთული შეხვედრა გაიმართა, რადგან ბუნდესლიგაში ლევერკუზენი კარგად გამოიყურება.. როგორც კი მათი ენერგია ამოწურვისკენ წავიდა, საკუთარი მიზნის მიღწევა აღარ გაგვჭირვებია.

ოთხივე მცველმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა.. მერიჰ დემირალი მათგან ყველაზე აგრესიულად ასპარეზობდა და ამიტომაც გამოიკვეთა სხვებისგან.

ადრიენ რაბიოს დრო ჭირდება.. მთავარია, რომ მან ამ შეხვედრის მიმდინარეობისას, საკუთარი თამაშის გამოსწორება მოახერხა, რაც მნიშვნელოვანი რამ არის.

იმედი მაქვს როდრიგო ბენტანკურის თავს საგანგაშო არაფერია.. თუ ის ვერ შეძლებს უდინეზეს წინააღმდეგ მინდორზე გამოსვლას, სწორედ ამის შემდგომ ვიფიქრებთ მის ნაცვლად ვინ ვათამაშოთ.

ბაიერისგან მაღალ ტემპს თავიდანვე ველოდით.. როგორც კი მათმა ინტენსიურობამ იკლო, ფედერიკო ბერნარდესკიმ თავისუფალი ზონების პოვნა დაიწყო.. სწორედ ამ დროს ვიფიქრეთ, მთელი რესურსით შეგვეტია და მინდორზე პაულო დიბალა გავამწესეთ.

პერიოდულად სერია ა-ში სხვა მიდგომას და ენთუზიაზმს ვამჟღავნებეთ, ვიდრე ევროპულ ასპარეზე.. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის მატჩების შემდეგ გვაქვს..

ეს ყურადსაღები ფაქტია და ამაზე მუშაობა გვმართებს.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

1
Leave a Reply

avatar
1 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
გოგლიკა Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
გოგლიკა
სტუმარი
გოგლიკა

თურმე კაია დიბალა რონალდო იგუაინი, გამოვიდა 2 პასი ჩაახუტა ეგრევე და ბერნარდესკის ასისტი არ აქ ამ სეზონში მგონი, ა ხო ზონებს ავსებს თესლად ))) დაცვაში კიდე რა კაცი გვყოლია აქამდე როგორ არ მიეცა მეტი დრო