ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო აურზაური (დე ლიგტი, კინი, იგუაინი, ხედირა)

გაძეტა და კორიერე საინტერესო ცნობებს აქვეყნებენ:

გონსალო იგუაინის გუნდში დარჩენა სურს.. ქომაგების მხარდაჭერამ მისი მოტივაცია ამ კუთხით მეტად გაზარდა და დღეს პიპიტა მთავარ მწვრთნელს დაელაპარაკება, რის შემდეგაც გადაწყდება არგენტინელის მომავალი.

საგულისხმოა, რომ ცოტახნისწინ ჰორიზონტზე ვესტ ჰემის ვარიანტიც გამოჩნდა.. ასე რომ სამხრეთ ამერიკელს არჩევის საშუალება აქვს, რადგან რომას გარდა ახლა მისი დამატება პრემიერ ლიგის გუნდსაც სურს.

მოიზ კინი – ფეხბურთელი რომელთანაც კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გახანგრძლივებულა.. მიზეზი არის ის, რომ იუვე ვერ ჩამოყალიბდა მის მომავალზე..

საქმე იმაშია, რომ მინო რაიოლას მისთვის ისეთი ადგილის პოვნა სურს, რომელიც საშუალებას მიცემს ახალგაზრდა ფორვარდს მეტი დრო გაატაროს მინდორზე და არა სათადარიგოთა სკამზე..

აქედან გამომდინარე, ბიანკონერი შესაძლოა დათანამხდეს მის გასხვისებას, ოღონდ იმ პირობით რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ უკან დაბრუნება შეეძლება..

ამ ეტაპზე ყველაზე აქტიური ევერტონია, მაგრამ ეტაპობრივად სხვა კლუბებიც განიხილავენ ამ ვარიანტს.

თუ სხვადასხვა გამომცემლობებს დავუჯერებთ, მატიის დე ლიგტზე იუვენტუსმა მიაღწია შეთანხმებას აიაქსთან..

ბიანკონერი დათანახმდა 75 მილიონის ინევსტირებას – 67 მილიონი ერთიანი გადახდით, რასაც ბონუსებიც დაემატება და ჯამში ზემოთხსენებულ ციფრს დააფიქსირებს.

სქაი სპორტის მტკიცებით ჰოლანდიელი მაურისიო სარის განკარგულებაში უახლოეს 48 საათში იქნება..

სამი ხედირას თაობაზე გუნდმა ოფიციალური შეთავაზება მიიღო, რომელიც 10 მილიონ ევროს შეადგენს.. ფენერბახჩეს ნახევარმცველის გაფორმება სურს და ახლა ყველაფერი თავად გერმანელზეა დამოკიდებული.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

12
Leave a Reply

avatar
8 Comment threads
4 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
2 Comment authors
პაველ ნედვედიLASHAJUVENTINO Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
პაველ ნედვედი
სტუმარი
პაველ ნედვედი

გამარჯობა ბიჭებო. მარსელო რო გადმოსულია 100% ეგ გეცოდინებათ))))))

LASHAJUVENTINO
იუვენტინო
LASHAJUVENTINO

დროზე მოიყვანონ დე ლიხტი ვარჯიშები დაიწყო ისევ მოუმზადებლად არ უნდა შევხვდეთ ახალ სეზონს.ამხანაგურები გვჭირდება კიდე და არა ქეთინო ვარჯიშები როგორც ამას ალეგრი აკეთებდა.

ტრიდე
სტუმარი
ტრიდე

მართალი ხარ დელიხტის ამბავში მერა საერთაშორისი ამახანაგური ტურებში ხო ითამაშებს იუვეს პლიუს სარი ავისტოშიც არ შეეახვედრებს იუვეს პირველ ტურს ისე რო იუვე უკვე ფორმაში არ იყოს ეს კაცი წელს ორივე ფრონტზე გაიწევს თუ სწორად გაადაანაწილებს ძალებს და არც ის გაგიკვირდეს რო ლიგა სწორედ ამ კცმა მოგვიტანოს სკუდეტო თუ არ იქნა ერთი სეზონი ვაპატიოთ როგერმე ჩვენს გუნდს

სვანჩიკა
სტუმარი
სვანჩიკა

როცა არის საუბრები რომ კანსელოს გაყიდვას აპირებენ და თუ მართლა გადაწყვეტილიაეგ ამბავი მაშინ მისი ფულით უმჯობესია კიეზას მოყვანა ვიდრე იკარდის და რატო???თუ 4-3-3- სქემით ითამაშებს სარი და მგონია ასეც აპირებს უეჭველი რონალდო იქნება 9-ზე მაშინ მარჯვნივ იქნება დიბალა-ბერნა გაიყოფენ დროს,ხოლო მარცხნივ კოშტა-კიეზა,რონალდოს შემცვლელად რომ ამოისუნთქოს დიდია სეზონი იქნება კინი მშვენიერი და მაგარი შეტევა გამოვა,ნახევარდაცვას რაც შეეხება მარცხნივ რაბიოტი(მატუიდი),შუაშიპიანიჩი(ბენტაკური),მარჯვნივ რემზი(ჯანი)და ნახევარდაცვაც პრაქტიკულად დაკომპლექტებულია,დაცვას რაც შეეხება მარცხნივ მარცხნივსანდრო(პელეგრინი),შუაში კიელო(რუგანი)დელიხტი(ბონუჩი,დემირელი)მარჯვნივ კუადრადო(დეშილიო)დაცვაც მზადაა და წავიდა სეზონი,ხოლო დიდი პატივისცემისდამიუხედავად მანჯუ-იგუ გასაყიდია

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

90 მილიონს რომ. გადაიხდიან და თამადასავით მოხვალ გუნდში მართლა მაგის უთავმოყვარეობა ,,, დ…ან ! ნახევარი სეზონი ვერ დაიკლო ტიპმა , ამათმა ლიშბი დომინირება შევინარჩუნოთო ნაპოლის მოპარეს იგუ თორე მაგაში რა 90 მილ იყო გადასახდელი ეგ იყო სასაცილო თავიდანვე … ერთი სეზონით კაცი როგორ უნდა შეაფასო … ბევრი კარგი თვისება აქვს მაგრამ გაშვებული კაცი უკან აღარ უნდა დააბრუნო რა არც იგუ არც ბონუჩი და არავინ !

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

მანჯუკიჩის დიდი პატივისცემის მიუხედავად, შარშანვე ჯობდა, რო ღიპიტა დარცენილიყო და მანჯუ გაეშვათ. რონალდოსტან დუეტში იგუ უფრო ეფექტური იქნებოდა) პასი, ტექნიკა და გაქცევა ბევრად უკეთ შეუძლია ვიდრე მანჯუს, მარა ხისთავიანი ალეგრის ხელში მარტო პადაჩებზე იყო გუნდი დამოკიდებული)) მოკლედ, იკარდი თუ არ მოიყვანეს, მაშინ ღიპიტა უნდა დარჩეს და პოგბაზე გაიწიონ იქნებ ბარემ რაა))

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

რა პასი? ვინმე სხვა ფეხბურთელში ხომ არ გეშლება ან რა ტექნიკა ))))) სად დაინახეთ იგუაინის ტექნიკა , მოკლე პასი კიდევ ჯანდაბას , მანჯუკიჩსაც გამოსდის .. სხვა ? მეორე სართულზე მანჯუ უფრო ეფექტურია ტექნიკურიც და კლასნიც .. მაგაზე ნაპოლიში რომ ააწყო სარიმ ყველა შეტევა და 9 კაცი რომ მ… ეტს უკეთებდა პღონდ მაგას გაეტანა მაგიტომ გაიტანა მაგდენი დაღეჭილს რომ აძლევდნენ , იგუაინის არაპრფესიონალიზმი და დაბდურა ფეხები ყველგან თვალშისაცემია

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

შენ გეშლება მგონი)) ტექნიკური მანდამაინც რონალდინიოს არ ნიშნავს)) ფორვარდისთვის საკმაოდ ტექნიკურია იგუაინი) ვინ ვისზე უფრო პროფესიონალია და ვინ უფრო ღიპიანი ეგ რა შუაშია)) ეხლა მაგას თუ ვერ ხედავ, რო იგუაინს მანჯუკიჩზე უკეთესი ტექნიკა და სისწრაფე აქვს რავი ძმაო))) ხოდა ეგ უფრო ეფექტური იქნებოდა რონალდოსთან ერთადთქო) ვიდრე ფლანგიდან უნდა ჩაუწოდო მანჯუს და იმან რონალდოს დაუგდოს ან პირიქით)) სხვას რას თამაშობდნენ წელს))

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

პიპიტა უნდა დარჩეს და დარჩება თუ არ მოიყვანენ იკარდის მითუმეტეს… ცოტა ხელფასის დაკლებას უნდა დათანხმდეს და სათადარიგოთა სკამსაც…
გამოცდილება აქვს და კინს ყველგან აჯობებს, უბრალოდ კინი ასაკის თემაა და ჯობია გაანათხოვრონ სადაც ძირითადში იქნება…

საინტერესო სეზონი გველის ნებისმიერ შემთხვევაში, სერია ა-ც კი გაძლიერდა…
მაგრამ მთავარი და პირველი მიზანი მაინც ლიგა უნდა იყოს :juvee:
პს. ეს სმაილები შესაცვლელია, ძველი იუვეს ლოგო აქვს :-)

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

იმდენი რამაა შესაცვლელი საიტზე მაგრამ რაც იყო ისაა 9 წელია

რ ე ა ლ ი ს ტ ი
სტუმარი
რ ე ა ლ ი ს ტ ი

იტალიელი ჟურნალისტები სარის ვარჯიშით აღფრთოვანებულები ყოფილან, სწრაფი გადაადგილება პერსონალური პრესინგი და ბურთთან მუშაობა, აი ეს კლდა ზუსტად იუვეს

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ისეთმ გუნდებმა არ ისურვეს როგორც მილანია და ჩელსი და მანამდე იუვემ გაუშვა ახლა ისევ მოათრიეს ტიპი რა უნდათ ვერ გავიგე აშკარაა რა @ლეცაა თავისი ღილკა გაიკეთოს უკან . ტიპი მოეგლინა საფეხბურთო სამყაროს როგორც თარსი .. ქმას ქვია 90 მილიონიანო ტრანსფერი შეახმათ )) ვერც გაყიდეს …

x