ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო სიახლეები

გთავაზობთ სატრანსფერო სიახლეებს, რომელიც იუვენტუსთან დაკავშირებით 2-3 საათია ვრცელდება:

პოლ პოგბა ბევრ იუვენტინოს სურს, რომ დაბრუნდეს, თუმცა მანჩესტერ იუნაიტედი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე გუნდის დასუსტებას ნამდვილად არ გეგმავს..

თუმცა, არის ერთი ვარიანტი, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა.. კერძოდ, მანჩესტერლები კრისტიან ერიქსენით დაინტერესდნენ, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება.

იმ შემთხვევაში თუ კი მხარეებმა ამ მცირე დროში, ყველაფრის მოგვარება მოასწრეს, მაშინ არაა გამორიცხული წითელმა ეშმაკებმა მართლაც დათმონ პოგბა, რომლის ხილვა არამარტო იუვეს არამედ რეალსაც სურს.

კრისტიან ერიქსენს თავის მხრივ არამარტო იუნაიტედს, არამედ იგივე იუვენტუსს და რეალსაც კი უკავშირებენ.. და სიმართლე ითქვას დანიელის გაფორმების მეტი შანსი თითქოს უფრო ესპანელებს აქვთ ვიდრე ინგლისელებს.

ტოტენჰემს ძალიან უნდა რომ ერიქსენი გაასხვისოს, რადგან აღებული სახსრებით კიდევ ერთხელ ეცდება იუვენტუსიდან პაულო დიბალას დამატებას..

პირველი შეთავაზება თავად ლა ჯოიამ უარყო, მაგრამ თუ ერიქსენი მართლაც წავიდა, მაშინ მაურისიო პოჩეტინო მორიგ იერიშზე გადავა და სიცარიელის შევსებას, სწორედ თანამემამულეთი ეცდება.

გარკვეული სიახლეებია დანიელე რუგანიზე.. ფეხბურთელი როგორც ჩანს საკმაოდ ახლოს არის კარიერის არსენალში გაგრძელებასთან..

მხარეებმა როგორც გუშინ გითხარით, მოაგვარეს პირადი კონტრაქტის დეტალები და ახლა საქმეს ერთმანეთში კლუბები არკვევენ..

აუცილებელია პრინციპული შეთანხმება შედგეს უშუალოდ სატრანსფერო ფორმულაზე, რის სანაცვლოდაც დანიელე კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

მაურო იკარდი განაგრძობს ფიქრს იუვეზე და შედეგად მორიგ სარფიან წინადადებაზე ამბობს უარს.

ამჯერად ინტერს რომამ მიმართა, მაგრამ ფეხბურთელი ჯიუტად უარობს იუვეს გარდა სხვა კლუბში კარიერის გაგრძელებას..

მონაკო ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბიანკონერისთან მატია პერინის ტრანსფერზე..

ლიგა 1-ის ბინადრებს კარის დარაჯის არენდით აყვანა სურთ გამოსყიდვის პრესპექტივით.. საუბარი არის 12-15 მილიონ ევროზე.. იუვეს იმედი აქვს, რომ ბენფიკასგან განსხვავებით, ახლა სიტუაცია უკეთ წარიმართება.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

13
Leave a Reply

avatar
9 Comment threads
4 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
4 Comment authors
Bianconeri.10forza bianconeriდავით 1221ALLENATOREცრუღმერთი Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ლუკაკუ მილანშია უკვე )))

forza bianconeri
იუვენტინო
forza bianconeri

გასაგებია რომ კაპიტალის გაზრდა უნდა ანიელის, მაგრამ ვინც გასაშვები და უნიჭოა ის გაუშვან და დიბალა შეინარჩუნონ. რუგანის, ხედირას, პიაცას და იგუაინს აახვევინონ როგორმე და კაი ფული შეუვათ…

დავით 1221
სტუმარი
დავით 1221

დანილო მაგრად მომწონდა ყოველთვის მაგრამ პასი და გაქცევა არასდროს მისი , მარტო დაცვა , არვიცი რავთქვა სხვა მაგრამ მაგრად ეხერხებოდა ყოველთვის დაცვაში დგომა დანილოს , მაგის მაქსიმუმი ნახევარ დაცვაზე ბურტის მიწოდება იყო , იმედია სანდროსთან ერთად პორტოში როგორებიც იყვნენ ორივე ფლანგებზე კაკ მინიმუმ ისეთები იქნებიან ,,…
რავი შევხედავთ სეზონს დანილო ნაღდად არარის კუტუ იგროკი მაგრამ შეტევაში კანსელუ ასჯერ ჩამდა ჭამს და შეჭამს ბევრად ძლიერი იყო მაგრამ რავიცი იმედია ივარგებს !!!!!

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ისე მეგობრებო თქვენ როგორ ფიქრობთ პრესაში იწერება ასეთი რაღაც რომ მაროტამ მის მოსწავლეს მოუგო 1-0 სადღაც მოვკარი თვალი ამ იმფოს ანუ ლუკაკუსთან დაკავშირებით ის მიფრინავს იტალიაშიო და ხვალ ოფიციალურად გახდება ინტერის იგროკიო და ვერ გავიგე იუვეს ნაღდად უნდოდა და ვერ მიაღწია შედეგს დიბალას გამო თუუ საერთოდ ბლეფი იყო ეს ყველაფერი???მოხდა ამ ტრანსფერზე გაუგებარია……

ALLENATORE
იუვენტინო
ALLENATORE

aravis araferi mougia )))) iuves dibalas moshireba ufro undoda vidre lukakos damateba ))) arc aravis uchalichebda iuve aq ro mimrkicebdnen )))) ubralod gamochnda lukakoshi gacvlis varianti da datanxmdnen )))) interis xelshi iyo yvelaperi maisidan moyolebuli )) ubralod pasze ver tanxmdebodnen ))) kontres fexburtshi lukako iqneba didi zala )) marotam chkvianurad ro imushava da bolos tavisi gaitana eg faqtia )))) manchesteri faqtiurad izuoebuli gaxda datanxmeboda ) arada sufta 85 milions itxovdnen )) nu aq paratichi aranairad ar aris wagebuli )) inters lukakos temaze saubari 3 tvis win qonda dawyebuli da kontes mtavari motxovna iyo eg )) razec ver vityvit sarize ))

Bianconeri.10
იუვენტინო
Bianconeri.10

ინტერის ხელში როგორ იყო როცა გუნდები შეთანხმებულები იყვნენ და იუვემ ლუკაკუსთანაც შეათანხმა კონტრაქტი ? )) დიბალას რომ არ ეთქვა უარი ინტერის ხელში რაც იქნებოდა ხომ ვიცით )) :D

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

დანილო ოფიციალურად იუვეს იგროკია დამატებით იუვემ მიიღო 37 მილიონი ეს ხუმრობაა არაა აი რატომ აკეთებდნენ ამას თურე არცთუისე სასწაული იგროკი გაუშვეს და მიიღეს დანილო და 37 მილიონი ოოოხ პარატიჩ პარატიოოჩ რა მელაკუდა გამოგზარდა მაროტაამ :chuvak: :lool: :lool: :lool:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

არა პირიქით შეცდომით დავწერე დანილო იყიდეს 37 მილიონად ხოლო კანსელო გაყიდეს 65 მილიონად ანუ 28 მილიონით მეტი :lool: :lool: :lool: :lool:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

inters uchalichebs iuveo?? lukako ukve cali fexit intershia )))) bruco dges londonshi miprinavs transferis dasaxurad )))

ცრუღმერთი
სტუმარი
ცრუღმერთი

ანუ რეალურად რომ დავფიქრდეთ ერიკსენის გაფორმების შანსი ყველაზე მეტად რეალს აქვს მარა თუ ინგლისელებმა გაიფორმეს მაშინ პოგბა წავა მადრიდში და ტოტე კიდე ჩვენგან წაიყვანს ლა ჯოიას და ჩვენ ვერავის ვიფორმებთ ნახევარმცველს? ანუ რეალურად ამ ლოგიკით თუ განვითარდა ყველაფერი ჩვენ ვსუსტდებით ყველაზე მეტად

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

რათუნდა ამ დიბალას ამდენი ახსნა განმარტება იპრუწკება ქალიშვილი გოგოსავით ათასი ვარიანტი გამოჩნდა მანიუში ხალხი ოცნებობდა მოხვედრაზე მერე რა რომ გუნდს აქვს ეხლა დროებით ჩავარდნა დაბრუნდება მალე გრანდებში თუმცა ეხლაც გრანდია დიდი გუნდია და აგერ ტოტენხემი და თურმე ამ ვაჟბატონს მოუნდა 300 000 ათასი კვირაში ხელფასი კეინს არააქვსო ამდენი რა გააკეთა ამის ფასი ასე რო იფასებს თავს 4 წელია იუვეშია და კაპიკი არააქვს გაკეთებული ტიპს და არ დაიწყო აქ პოზიორობა და აუქციონი კარი წიხლი და გააგდე ვინ ჩემი ფე…..ბია მეტი რა უნდა შეფობამ მოუძებნა შესანიშნავი ადგილი საოცნებო შეიძლება ასე ითქვას ხალხი ნატრულობს მაგ გუნდებში მოხვედრას და რა ქნან ვერ ჯდება ამ… Read more »

ტირიონი
სტუმარი
ტირიონი

დღევანდელი ფეხბურთი ისე მიდის ძაან კარგი თაობა წამოვიდა.. ბევრი კარგი და ნიჭიერი ფეხბურთელი გაიზარდა . ყველა ტოპ გუნდი კარგადაა დაკომპლექტებული და არც არაფერი დაეწუნებათ. ანუ იმის თქმა მინდა რომ დღესდღეობით ტოპ ფეხბურთელების რიცხვი დიდია , ადრე ასე არ იყო … ბევრად მრავალფეროვანი და არაპროგნოზირებადი გახდა ჩემპიონთა ლიგაც , ვერ გამოარჩევ უკვე ვერავის რომ მაინცდამაინც ლიგის ფავორიტია , რათქმაუნდა შეიძლება დასკვნების გამოტანა და შედარება , მაგრამ თვითონ ფეხბურთი ძაან მაღალ საფეხურზე ავიდა წინა წლებთან … ძაან პატარა დეტალებს ექცევა ყურადღება უკვე .. წელს ყველაზე ძლიერი მაინც ბარსელობაა და ძაან მაგარი შევსება მიიღეს არვიცი მეტი ვინ უნდა დაინატონ წარმოუდგენელია ისეთი გუნდია ..… Read more »

lasha
სტუმარი
lasha

ყველა ფეხბურთელი თუ გაყიდეს ცოტაც დაამატონ და ნეიმარი მოიყვანონ.
ეს იქნება იუვეს ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერი, როგორც საფეხბურთი ისე მარკეტინგის თვალსაზრისით. მაშინ მართლა ყველა ვარიანტში უნდა მოვიგოთ ლიგა.
ლუკაკოები და პოგბები აღარც იქნება საინტერესო.

x