ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ-ცხელება

ფაბიო პარატიჩი

იუვენტუსი უდინეზესთან მატჩისთვის ემზადება, თუმცა პარალელურად სატრანსფერო სიახლეებსაც შემოგთავაზებთ, რომელიც ბოლო პერიოდში გუნდთთან დაკავშირებით დაგროვდა:

პირველ რიგში სანდრო ტონალი..

ახალგაზრდა ნახევარმცველის მიმართ ტემპერატურა იზრდება და გუნდები მაქსიმუმს მოიმოქმედებენ, მისი ზამთარშივე დასამატებლად..

პსჟ ბოლო რამდენიმე საათია საკმაოდ გააქტიურდა და ლეონარდო 40 მილიონის შეთავაზებას აპირებს, რაზეც მასიმო ჩელინო უარს არ იქნება, მაგრამ პრობლემა ფეხბურთლის ნება სურვილშია..

სანდრო არ არის დარწმუნებული, რომ იტალიის დატოვება ასეთ ადრეულ ასაკში სწორი ნაბიჯი იქნება და აქედან გამომდინარე, იუვენტუსი კვლავინდებურად პოლ პოზიციაშია..

მაგრამ დიდხანს გაგრძელებდება ასე? ტურინელები კონსულტაციის გარდა, ჯერჯერობით წინ არ წასულან.. თუ არ აჩქარდებიან, შეიძლება უნიჭიერესი შუახაზელი ხელიდან გაუშვან.. 

ჰოლანდთან დაკავშირებით სიახლე გერმანულმა მედიამ გაავრცელა.. თითქოს ნორვეგიელმა უარი განაცხადა ტურინულ ვარიანტზე, მაგრამ აპენინური მედიის მტკიცებით, მხარეები პირადი კონტრაქტის დეტალებზე მუშაობენ და წესით შეთანხმებას მალევე მიაღწევენ..

იუვენტუსი და პსჟ ბარტერზე მუშაობენ.. მატია დე შილიო ფრანგებისთვის სასურველი კადრი დიდი ხანია გახდა და ისინი სხვადასხვა ფორმით ეცდებიან მის გაფორმებას.

ერთ-ერთ ვარიანტად ბოლო ხანებში ტომას მუნიე სახელდებოდა, მაგრამ ახლა კიდევ ერთმა გვარმა გაიჟღერა – ლეანდრო პარადესი.. ფეხბურთელის რომლის დამატება იუვეს ორი სეზონია სურს.. 

თავად პარადესიც არ არის კლუბის გამოცვლის წინააღმდეგი.. თან სერია ა-ში ასპარეზობის გამოცდილებაც გააჩნია.. 

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of