ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიტუაცია გუარდიოლასთან და მილინკოვიჩ-სავიჩთან დაკავშირებით

რა სიტუაციაა შექმნილი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის და პეპ გუარდიოლას გარშემო?

გუშინ აქტიურად ქვეყნდებოდა ცნობები თითქოს პეპთან იუვემ 4 წლიანი კონტრაქტი შეათანხმა და ესპანელი ტურინს ახალ სეზონში უთავკაცებდა..

ამ ინფორმაციას მანამდე არ ვდებდი, სანამ არ დავრწმუნდებოდი მის 5%-ით სიმართლეში მაინც, რაც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ გამართლდა..

რეალობა კი ასეთია –  გუშინ ფაბიო პარატიჩი მართლაც შეხვდა პეპს მაგრამ ეს არ იყო საქმიანი საუბარი..

მილანში გოლფის ტურნირზე სხვადასხვა პოპულარული ფიგურები იყვნენ ჩასულები და მათ შორის ეს ორი ზემოთხსენებული პიროვნებაც..

სწორედ ამიტომაც დაიწყო პრესაში სიახლის მუსირება, თითქოს მხარეებმა ყველა დეტალი შეათანხმეს..

დღევანდელი დღის მონაცემებით სიტუაცია არ შეცვლიკა..

ორი აქტიური კანდიდატი მაურისიო სარი და სიმონე ინძაგი ერთმანეთს იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის პოსტისთვის ეცილებიან..

მესამე ვარიანტად ყველაზე ხშირად მაურისიო პოჩეტინო სახელდება, მაგრამ მისი ხილვა ნაკლებად მოსალოდნელია რიგი მიზეზების გამო.

რაც შეეხება ლაციოს შუახაზელს.. ქვეყნდებოდა ცნობები, თითქოს მის სანაცვლოდ იუვე 120 მილიონს იხდიდა, რაც ჩანასახშივე ტყუილია!

ამ ეტაპზე მოლაპარაკებები კლაუდიო ლოტიტოსთან მართლაც მიმდინარეობს.. ბიანკონერის წინადადება 70 მილიონია და 80 მილიონზე ზემოთ წასვლას არ აპირებს..

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

9
Leave a Reply

avatar
7 Comment threads
2 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
2 Comment authors
Bianconeri.10ანონიმურიDutchტრიდე Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
Bianconeri.10
იუვენტინო
Bianconeri.10

ყველანაირი ტრანსფერი ჭორია სანამ მწვრთნელი არ მოვა)) გუარდიოლა წელს ხომ საერთოდ წარმოუდგენელია ))

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

სანამ არ გაოფიციალურდება ინფო იუვეს ოფიც საიტზე, ყველა დანარჩენი ინფორმაცია 31 აგვისტომდე არის ვარაუდები… მათ შორის თუნდაც ეს ინფო-სტატია

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ზედმეტად ეტყობა ავტორის აზრის დაფიქსირება სტატიას.

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ვნახოთ კვამლი უცეცხლოდო არ ჩნდებაო….
რაღაზე შეხვდნენ მილანში იმის მერე რაც უარყო წასვლა

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

სერგეის ამბები გადაფარა პეპმა

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

გვარდის იუვეში მოსვლას ყველაზე დაბალი 1.70 აქვს

ტრიდე
სტუმარი
ტრიდე

ვა რა მოხდება რა საინტრესოა

x