ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიტუაცია დემირალ-რუგანისთან მიმართებაში

მერიჰ დემირალი

იტალიური მედია მერიჰ დემირალის და დანიელე რუგანის მომავალზე საუბრობს..

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ტურინი შესაძლოა არაერთმა ფეხბურთელმა დატოვოს.

მატია პერინი, მარიო მანჯუკიჩი და ემრე ჯანი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებზე ბარგით ხელში იმყოფებიან.

მათ რიცხვს, შესაძლოა რუგანიც შეუერთდეს, რომელიც მერამდენე სეზონია უშედეგოდ ელის საკუთარ შანს. 

უკანახაზელით რომასთან ერთად, ბოლო ხანებში ინტერესი იმავე ბორუსიამ გამოხატა, რომელსაც მარიო მანჯუკიჩს და ემრე ჯანს უკავშირებდნენ.

რაც შეეხება მატია პერინს იგი დიდი ალბათობით ბენფიკას მაინც შეუერთდება, რომელთანაც კონტრაქტი თითქმის შეთანხმებული იყო, მაგრამ მხრის ტრავმის გამო ტრანსფერი “შეყოვნდა”..

რუგანის გასხვისება კლუბს მერიჰ დემირალის გამოც სურს.. თურქი სასუოლოდან ამ სეზონის წინ გადმოიყვანეს და შესაძლოა ნაკლები სათამაშო დრო ეთმობა, თუმცა როგორც ჩანს მისი იმედი უფრო აქვთ, ვიდრე დანიელესი.. 

საორიენტაციო ღირებულება, რასაც იუვე იტალიელი მცველის სანაცვლოდ მოითხოვს, არის 25-30 მილიონი ევრო.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x