ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიტუაცია იკარდისთან დაკავშირებით

ამ ეტაპზე მაურო იკარდის საქმე არცთუ ისე იოლად გამოიყურება, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა:

იუვენტუსი მაქსიმალურად ცდილობს ინტერთან საერთო ენის გამონახვას, მაგრამ პრობლემას ამ ეტაპზე ტურინელთა წინა ხაზში არსებული გადატვირთული რაოდენობა ქმნის..

გონსალო იგუაინი არ გეგმავს იუვედან მარტივად წასვლას, რაც ბუნებრივია დროის თვალსაზრისით ტუირნელთა წისქვილზე წყალს არ ასხამს..

მარიო მანჯუკიჩის მომავალიც გაურკვეველია.. ერთი შეხედვით იგი არ შედის მაურისიო სარის გეგმებში, მაგრამ გადაჭრით რაიმეს თქმა, მანამ სანამ გუნდი შეკრებას არ დაიწყებს საკმაოდ რთულია.

ნებისმიერ შემთხვევაში აღნიშნული გარიგება დროში სავარაუდოდ გაიწელება და არაა გამორიცხული მხარეებმა შეთანხმება აგვისტოს ბოლოს მოახერხონ..

ნაპოლი კიდევ ერთი ვარიანტია, მაგრამ იქ გადასვლას თავად მაურო ბლოკავს, რადგან მისი სურვილი კარიერის ტურინში გაგრძელებაა..

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

1
Leave a Reply

avatar
1 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
0 Comment authors
ტრიდე Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ტრიდე
სტუმარი
ტრიდე

საინტერესოდ ვითარდება მოვლენები აქ