ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტენ ჰაგი დე ლიხტზე საუბრობს

ერიკ ტენ ჰაგი

ერიკ ტენ ჰაგის თქმით, ის ყოველთვის ინტერესდება ფეხბურთელებით, რომლებსაც სხვადასხვა დროს წვრთნიდა.. ბუნებრივია მატეის დე ლიხტი მათ რიცხვში შედის:

ვცდილობ არცერთი მატჩი არ გამოვტოვო დე ლიხტის მონაწილეობით.

მისი პროგრესით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჯერ ვერ გეტყვით საკუთარი შესაძლებლობების რა პროცენტულ ნიშნულზეა ასული..

60-70-80? ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან ჩვენ მსოფლიო მასშტაბის მცველზე ვსაუბრობთ, რომელიც 19 წლის ასაკში ასეთი მაღალი დონის გუნდში სასტარტო შემადგენლობაშია.

ჰოლანდიელი აიაქსშიც შესაშურ დონეზე იდგა.. გუნდის კაპიტანიც გახდა და ძალების დემონსტრირება ევროპაშიც სათანადო დონეზე მოახდინა.

კრიტიკა ხელით თამაშზე სასაცილოა.. ეს შეიძლება ყველას დაემართოს.. მთავარია, რომ მატეის შეცდომებისგან სწორი დასკვნების გამოტანა შეუძლია.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of