ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტესტი – ნამდვილი იუვენტინო…

Tuttojuve.com – მა გამოაქვეყნა საკმაოდ საინტერესო ტესტი, რომელსაც “ნამდვილი იუვენტინო” ეწოდება, მისი შევსების შემდეგ თქვენ საშუალება გექნებათ გაიგოთ ოპტიმისტი ხართ, სკეპტიკი, პესიმისტი თუ მომავლის იმედით გამსჭვალული…

1.როგორ ფიქრობთ, გუნდმა 100 მილიონი ახალი სტადიონის აშენებაზე უნდა დახარჯოს თუ ისეთი ფეხბურთელის შეძენაზე, როგორიც ზლატან იბრაჰიმოვიჩია ?

ა – საკუთარი სტადიონი – ეს სამომავლო გამარჯვების ფუნდამენტია

ბ – თუ გუნდს ფეხბურთელები არ ჰყავს, მაშინ არანაირი სტადიონი საჭირო არ არის

გ – ჯობია სტადიონის მშენებლობა შეწყდეს და ყურადღება გუნდის ფინანსებზე გამახვილდეს

დ – არ ვიცი. გააჩნია კლუბის სამომავლო გეგმებს.დრო გვიჩვენებს

2.რამდენად წარმატებულია ტურინელთა სატრანსფერო გეგმები 2010/11 ?

ა – შესანიშნავია.გადმოვიდნენ კარგი ფეხბურთელები, დაკლებული ხელფასები.როგორც მაროტამ თქვა, ფასები სწორია, მე მას ვეთანხმები

ბ – კრასიჩისა და აკუილანის ყიდვა – ეს პლიუსია, დიეგოს გაყიდვა – მინუსი.საერთო ჯამში, 10იდან 6-ზე მეტის დაწერა არ შემიძლია

გ – არ მომეწონა.ჯობია ორი მაღალი დონის ფეხბურთელი იყიდო და არა 7-8 საშუალო დონის, ისე როგორც მაროტამ გააკეთა

დ – ახლა ამის თქმა რთულია.თუ გუნდი წარმატებებს მიაღწევს, მაშინ წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს.თუ სეზონი ჩავარდა, მაშინ მოტასა და მარტინესის ყიდვა ფულის ქარზე გატანებას უდრის

3.დელ ნერი – სჭირდება “იუვენტუსს”  ?

ა – დიახ, ის გუნდში სწორ დროს მოვიდა, ზუსტად ისე, როგორც კაპელო

ბ – რთული კითხვაა.ის კარგად მუშაობს, მაგრამ არის მინუსებიც

გ – საერთოდ არ გვჭირდებოდა.იუვეს მოუხდებოდა ბენიტესი ან კაპელო – გამარჯვებული მწვრთნელი

დ – თუ სეზონი კარგ ნოტაზე დავასრულეთ, იგი შეძლებს ლიგაზე გასვლას

4.რას მიაღწევს “იუვენტუსი” ამ წელს ?

ა – გუნდი შიდა ჩემპიონობისთვის და ევროპის ლიგისთვის იბრძოლებს

ბ – მაქსიმუმი – ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგის 1/2

გ – გუნდი მეხუთე ან მეექვსე ადგილს დაიკავებს

დ – კარგი კითხვაა.თუ გუნდი ისე ითამაშებს როგორც ბარისთან და პალერმოსთან, მაშინ 5-6 ადგილი, თუ ითამაშებს ისე როგორც უდინეში, მანჩესტერში და მილანში – მაშინ ჩვენ ლიგაზე გასვლას შევძლებთ

5.დიეგო – კვალიარელა, სწორი ცვლილებაა ?

ა – დიახ, კვალიარელა მეორე ფორვარდის პოზიციაზე უკეთესია

ბ – ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ასე არ მოვიქცეოდი

გ – კვალიარელამ ინტერთან დაამტკიცა მისი ძალები, როცა ერთი – ერთზე სეზარმა აუღო

დ – ჯერ ჯერობით ვერ გავარკვიე ვინ არის კვალიარელა.იგი უდინეზეს, სამპდორიასა და ნაპოლის დონის მოთამაშე უფროა

6.როგორ ფიქრობთ, მაროტა და მისი შტატი – იუვენტუსს წაადგება ?

ა – მაროტა იტალიაში საუკეთესო სპეაციალისტია.მას ისევე ვენდობი, როგორც პარატიჩის.მას შეძლო ხელფასების დაკლება და ახალგაზრდების გუნდში მოყვანა

ბ – ახალგაზრდულ სექტორში მაროტა მშვენივრად მუშაობს, ძირითად გუნდში კი უპირატესობას მოთმინებას ანიჭებს, რაც ტურინელ ტიფოზებს უკვე ამოეწურათ

გ – იგი ცუდად მუშაობს.მან ვერ მოახერხა კარგი ფეხბურთელების ყიდვა, ფული ქარს გაატანა

დ – ჯერ რთულია მისი სამუშოა შეაფასო.ვფიქრობ იანვარში დიდი გამოცდა ელის

7.ანდრეა ანიელი – ეს იუვენტუსის მომავალია ?

ა – დიახ, ანდრეა ბავშვობიდან ამ გუნდის გულშემატკივარია.მას შეუძლია წარმატებების მიღწევა

ბ – თუ იგი 2006 წლის საქმეებს მოაგვარებს, მისდამი ნდობა გაიზრდება

გ – არ ვფიქრობ, რომ ის კარგი პრეზიდენტია.მისი დანიშვნა გულშემატკივრების ამ მოვლენისკენ ყურადღების გადმოტანის მცდელობა იყო

დ – ის ცდილობს რომ გამოიყენოს ნიჭი და 2006 წლის საქმეებს ფარდა ახადოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერი სიახლე

8.როგორ ფიქრობთ, როგორ დასრულდება კალჩიოპოლიო 2 ?

ა – გუნდს სკუდეტოს დაუბრუნებენ

ბ – ყველაფერი ფედერაციაზეა დამოკიდებული, მაგრამ ისინი აჭიანურებენ

გ – რაც არ უნდა იყოს, უნდა დაისაჯონ დამნაშავე გუნდები ზუსტად ისე, როგორც 2006 წელს იუვე დასაჯეს

დ – გუნდს უნდა დაუბრუნდეს მისი ნამდვილი სახე და ორივე წართმეული სკუდეტო.ჩვენ 29 სკუდეტო გვაქვს

მაშ ასე, გთავაზობთ რეზულტატებს…

თუ ყველაზე მეტჯერ უპასუხეთ პასუხს, თქვენ წარმოუდგენლად ოპტიმისტი ხართ.თქვენ უცხადებთ ნდობას მაროტა ს და ანიელის.მიუხედავათ წარუმატებელი სტარტისა, თქვენ ენდობით გუნდს და გჯერათ, რომ ახალი სტადიონი ახალი ერის საწყისია.დელ ნერი – ეს ის ადამიანია, რომელიც შესძლებს გააკეთოს ისეთი გუნდი, როგორიც ჰყავდა მანჩესტერ სიტისა და ინტერის წინააღმდეგ.

თუ ყველაზე მეტჯერ უპასუხეთ პასუხს, მაშინ თქვენ სკეპტიკოსი ხართ.თქვენ ენდობით ანიელის, მაგრამ თვლით, რომ ფულის გარეშე არაფერი გამოვა.გაკვირვებული ხართ იმით, თუ რატომ არ მიყიდეს გუნდი რომელიმე არაბ შეიხს.თქვენ გირჩევნიათ იყიდოთ იბრაჰიმოვიჩის დონის 1-2 ფეხბურთელი და არ ააშენოთ “სამპიუვენტუსი”.ანდრეა ანიელი – ეს თქვენი ბოლო იმედია.

თუ ყველაზე მეტჯერ უპასუხეთ პასუხს, თქვენ პესიმისტი ხართ.თქვენთვის “იუვენტუსი” 2006 წელს გარდაიცვალა.დარჩა მხოლოდ სახელწოდება.მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელობამ 2006 წლის ფაქტებისთვის ბრძოლა შეწყვიტა, დასაყრდნობი არაფერი დარჩა.თქვენთვის სიტყვა მომავალი – არ არსებობს.

თუ ყველაზე მეტჯერ უპასუხეთ პასუხს, თქვენ რაღაცას ელით.თქვენ გჯერათ იმ რეფორმების, რომელიც გუნდში გაატარა კლაუდიო რანიერიმ და მოსპო ჩირო ფერარამ.მაროტას 100 % – ით არ ენდობით, მაგრამ ნაწილი დავალებებისა მან შეასრულა, მაგალითად კრასიჩის ყიდვა.ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ მომავლის იმედი გაქვთ, გჯერათ რომ გამარჯვებები იქნება.მთავარია დრო.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

18
Leave a Reply

avatar
13 Comment threads
5 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
11 Comment authors
tsotnelexo_delpiMcCa1Nmegzuriსაბა შიოშვილი Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
tsotne
იუვენტინო
tsotne

ოპტიმისტი ვყოფილვარ

lexo_delpi
სტუმარი
lexo_delpi

1-ა
2-ა
3-ა
4-ა
5-დ
6-ა
7-ა
8-ა

წარმოუდგენელი ოპტიმისტი ვარ :D მაგარ ტესტი იყო ძალიან

McCa1N
იუვენტინო
McCa1N

1-ა
2- არცერთი პასუხი არ მომწონს :D
3-ა ( ოღონთ კაპელოს იუვე მე არ მომწონდა )
4-ა
5-ბ
6-დ
7-ა
8-გ

megzuri
იუვენტინო

გამარჯობა, აქამდე ამ საიტზე მობილურიდანაც შემოვდიოდი, ახლა ვეღაღა ვახერხებ, თუ შესაძლებელია იქნებ გაასწოროთ ან რამე მოიფიქროთ ისე რომ მობილურშიც შეეძლოს გულშემატკივარს საიტის ნახვა.
მადლობა წინასწარ.

საბა შიოშვილი
იუვენტინო

ხო გითხარი რაღაც ხარვეზებია თქო

MAFIOZ
იუვენტინო
MAFIOZ

საიდან ნახავდა ერთი იმ კომენტარს ეს ხო მანამდეა დაწერილი :D :D

საბა შიოშვილი
იუვენტინო

მანამდე ? :O მე ეს მერე ვნახე :D

საბა შიოშვილი
იუვენტინო

1.ა
2.ბ
3.ა
4ა
5.ა
6ა
7ა
8ა

ოპტიმისტი ვარ გააქანებულიიი

Vaxooo
მოდერატორი

tifoza
იმედი უნდა გქონდეს

tifoza
მოდერატორი

1 – ა
2 – გ
3-გ
4 – გ
5 – ბ
6 – გ
7 – ბ
8 – ბ

რაის მორატა რაის ჩემპიონობა და რაის ევროპა ლიგის ნახევარ ფინალი დაგვიჭერს სადმე მერვედ ფინალში ბანძი გუნდი და დაგვიფრენს ეგრევე !!!პლიუს ჩემპიონატში ნაპოლი თავზე გადაგვირბენს ისევ! პალერმომ უკვე გააკეთა და რავი ეგრე ინტერთან წინა სეზონშიც მოვიგეთ და ჯერ სად ვართ წელს უარესი იქნება !

საბა შიოშვილი
იუვენტინო

აუფ შენ ინტერის ფანი ხო არ ხარ ?

MAFIOZ
იუვენტინო
MAFIOZ

1-ა
2-ბ
3-გ
4-ა
5-ბ
6-ბ
7-ბ
8-გ
მე სკეპტიკოსი და პესიმისტი
ისე არასწორია მგონი

tsotsora
იუვენტინო
tsotsora

P.S დელ ნერის კი ვენდობი მარა ისეთი გუნდის გაკეთება როგორიც ინტერის და სიტის წინააღმდეგ იყო ნატვრა ნაღდად არაა

მად იყო ერთი საშუალო დონის საკუთარ კარზე თან გადაყოლილი ექს-გრანდი

tsotsora
იუვენტინო
tsotsora

1-ა
2-ა
3 -ა
4-ბ
5-ა (რასაკვირველია)
6-ა
7-ა
8-დ

მაგარი ოპტიმისტი ვარ მემგონი

chanto13
სტუმარი
chanto13

1-ა
2-ბ
3-ბ
4-ა
5-ბ
6-დ
7-ა
8-დ

chanto13
სტუმარი
chanto13

მე ოპტიმისტი ვარ

Vaxooo
მოდერატორი

1-ა
2-ა
3-ბ
4-ა
5-ა
6-დ
7-ა
8-გ
ოპტიმისტი ვარ