ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელთა სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა

მაქს ალეგრი ემპოლის ანდრეა ბარძალის, ხუან კუადრადოს, კრიშტიანო რონალდუს, სამი ხედირას და დუგლას კოშტას გარეშე დაუპირისპირდება:

რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრაში მაქსისგან? წინასამატჩო პრესკონფერენციაზე შეშლილმა განაცხადა, რომ მისი გუნდისგან ხისტ თამაშს ელოდება, რადგან ჯენოასთან გუნდს ფაქტიურად არ უბრძოლია ისე დათმო ქულები..

კარში შესნის ვიხილავთ დიდი ალბათობით, რადგან გენუელთა წინააღმდეგ პერინს საკმაო კრიტიკა შეხვდა და ცალსახად პოლონელი ჯერჯერობით უკონკურენტოდ რჩება.

დაცვის ხაზში გარკვეული სიახლეებია.. დე შილიომ ტრავმა მოიშუშა და 99%-ით ალბათ ის დაიწყებს, რადგან კანსელუმ სანაკრებო ბატალიებში მიიღო მონაწილეობა და მნიშვნელოვანი მატჩების წინ მაქსი ამოსუნთქვის საშუალებას უდაოდ მიცემს..

ცენტრალურ ზონაში ალეგრიმ ბონუჩის დასვენება დაანონსა და ასეთ შემთხვევაში შანსი რუგანის ექნება, რომელსაც ემპოლის რიგებში საკმაო მატჩები აქვს ჩატარებული და თან სულ ცოტახნისწინ იუვესთან გაახანგრძლივა კონტრაქტი, რაც მისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.. დუეტს კი ალბათ კიელინისთან შექმნის, რადგან ერთბაშად სასტარტოს ორ ცენტრალურ დამცველზე ალეგრი უარს არ იტყვის.

მარცხენა ფლანგზე ალექს სანდროს უფრო მეტი შანსი აქვს ვიდრე სპინაცოლას, რადგან ლეონარდომ იტალიის ნაკრებთან ერთად ჩაატარა შესარჩევი ეტაპის მატჩები და აქაც ძალების აღდგენის თვალსაზრისით მას დასვენების საშუალება მიეცემა.

მოედნის ცენტრალური ზონა.. მირალემ პიანიჩი დიდი ალბათობით სასტარტოში იქნება.. ვინ გაუწევს პარტნიორობას? ეს კი მართლაც კითხვის ნიშნებით სავსეა, რადგან მაქს ამ მიმართულებით სიტყვაც კი არ დაცდენია და თუ იტალიელ კოლეგებს დავუჯერებთ მაშინ ემრე ჯანს და ბლეზ მატუიდის უნდა ველოდოთ.

თავდასხმის ზონა კი მთავარმა მწვრთნელმა პრინციპში პირიქით – სრულად დაასახელა.. კრიშტიანო რონალდუს არყოფნაში ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე ხორვატი მანჯუკიჩი, რომლის მომარაგებას საკუთარ თავზე პაულო დიბალა და ფედერიკო ბერნარდესკი აიღებენ.. საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი მოიზ კინი კი მატჩს დიდი ალბათობით სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.


გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x