ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინული სატრანსფერო ციებ-ცხელება

გთავაზობთ უკანასკნელ სატრანსფერო სიახლეებს, რომელიც იუვენტუსს უკავშირდება:

პაულო დიბალა მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს ტურინულ გრანდს, თუ ნეიმარი კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს.

ამ ეტაპზე მხარეებს შორის, ინტენსიური მოლაპარაკებები ვითარდება და ფრანგებს ურჩევნიათ ბრაზილიელი სამეფო კლუბს დაუთმონ და არა ბარსელონას.. როგორც ჩანს მათთვის ამ ყოველივეს პრინციპული ხასიათი გააჩნია.

ლეონარდოს მისი შემცვლელი, პაულოს სახით უკვე შეგუებული ჰყავს და არც იუვენტუსი არის სამხრეთ ამერიკელის გასხვისებაზე წინააღმდეგი.

რა შედეგს მოიტანს ეს ყოველივე იუვესთვის? საქმე მხოლოდ ეხება თუ? რამდენიმე საათია პრესაში ისკო ალარკონთან დაკავშირებით ახალი ცნობები გაჩნდა..

ტურინელები საქმეში დაბრუნებას და 60 მილიონის გადახდას აპირებენ.. ერთი სიტყვით თუ ნეიმარი ესპანეთში გადაბარგდება, ამან შესაძლოა დომინოს პრინციპი გამოიწვიოს და მთელ რიგ გარიგებებს სათავე დაუდოს.

სამი ხედირა ტურინში რჩება.. ბევრს საუბრობდნენ გერმანელის წასვლაზე და თითქმის ყველა იუვენტინო იყო დარწმუნებული, რომ მისი თავგადასავალი შავ-თეთრი მაისურით დასრულდებოდა, მაგრამ..

იტალიური მედიის მტკიცებით მაურისიო სარი კმაყოფილი დარჩა ხედირას მუშაობით.. სპეციალისტის მოსაზრებით სამი კარგად ჩაჯდება მის ტაქტიკურ მონახაზში.

ლუკა პელეგრინი რომელიც იუვემ რომადან გაიფორმა, კარიერას კვლავინდებურად კალიარის რიგებში გააგრძელებს.. მხარეები ერთ წლიან არენდაზე უკვე შეთანხმდნენ.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

27
Leave a Reply

avatar
11 Comment threads
16 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
რ ე ა ლ ი ს ტ იMaradona73bugitto Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

მოკლედ იკარდი მოვა 99℅
იგუ გაუშვან რა თავის გზაზე ერთხელ და სამუდამოდ…
მარიო კიდევ ალბათ თვითონაც ხვდება რო იუვეს დონის ან სხვა მოწინავე კლუბებში ძირითადს არ დაანახებენ აწი და ურჩევნია დათანხმდეს იუვეს სკამს,თუ თვითონ იუვემ არ გაყიდა

რონალდო-ვანდა-კოშტა და გავედით

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ვანდააა:lol::lol:

რ ე ა ლ ი ს ტ ი
სტუმარი
რ ე ა ლ ი ს ტ ი

მარადონა რავა ხარ ძმაო. შარშან როგორ გინდოდა კანსელო მაგრამ წელსვე ცხვარივით გაგიყიდეს და გული დაგწყდებოდა )))

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

დიბალა სამწუყაროთ გასაშვებია და ამას ხემძგვანელობაც ხვდება, ისევ სკამზე იჯდება და მომავალ წელს ფასი კიდე დაეცემა

bugitto
იუვენტინო
bugitto

Maradona73 ისე დიბალა თუ გაუშვეს და ბერნას ჩააცვეს 10 შეიძლება გავრეკო :lool: ჯერ პოგბას რომ მიცეს ძლივს გადავიტანე და რაც გააკეთა კი გამოჩნდა ეხლა ბერნა :lool: ბერნა გუულიანია ჟილკიანი მაგრამ სამწუხაროდ საშუალო დონის იგროკია თუ გრანდებს ავიღებთ ტოპ 20 გუნდს.

Maradona73
სტუმარი
Maradona73

ბერნაზე მეც უფრო მეტის იმედები მქონდა.

არ ვიცი თვითონ ვერ განვითარდა თუ ალეგრიმ რაღაც უქნა, ფაქტია რომ შარშან ატლეტიკოსთან ითამაშა კარგად და მეტი მე არ მახსოვს.

დიბო მეც მეცოდება გასაშვებად, მითუმწტეს კოშტამ თუ ტრამვა მიიღო მაშინ კრეატივში მაგრა მოგვაკლდება და დიბო სანატრელი არ გაგვიხდეს.

bugitto
იუვენტინო
bugitto

ბერნაზე მეტად კიეზა მომწონს. ძალიან კარგი ბიჭია. ნუ ძველი გვარდიის დონე არაა ამ ასაკში რაც ბაჯო დელ პიერო ტოტი მანჩინი და ეგეთები იყვნენ. მაგრამ ბერნას უკვე ჯობია მე რომ მკითო. ზოგადად ყველა იტალიელი მევასება მაგრამ ბერნა ძალიან ერთფეროვანია.

Maradona73
სტუმარი
Maradona73

კიეზა მეც მინდა ვიხილო იუვეში, მაგარი ჟილკიანი და თავდაუზოგავი ბიჭია.

კრეატივში ის დონე არაა და ვერც გახდება რა ხალხიც შენ ჩამოთვალე, მაგრამ გუნდის ლიდერობა ნაღდად შეუძლია.

ასაკობრივების თამაშებშიც მაგრა მომეწონა. :up:

bugitto
იუვენტინო
bugitto

ყველაფერში გეთანხმები :up:

bugitto
იუვენტინო
bugitto

მე პირადად დიდი სიამოვნებით ვიხილავდი რონალდო/კოშტა იკარდი/ იგუაინი/ დიბალა/ ბერნა ამ თავდასხმას. მატუიდი რუგანი პელეგრინი მანძუ პიაცა პერინი გაშვება გვინდა და მხოლოდ 1 კაცის იკარდის მოყვანა. სუპერ გუნდი გვეყოლება. :forza:

Maradona73
სტუმარი
Maradona73

ზაპატაც არაა ცუდი ვარიანტი, კაი მოძრავი და მებრძოლი ფორვარდი. შარშან ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. ჰაერშიც რავიცი 90 % ორთაბრძოლებს იგებდა.

bugitto
იუვენტინო
bugitto

ზაპატას კარგი სეზონი ქონდა გეთანხმები ძმა. სისხლი გაგვიშრო. მაგრამ მაინც მგონია ჩვენი დონის არაა. ჩემი პირადი აზრია არ გეკამათები. 28 წლისაა და 40 მილიონი ღირს. ძაან ბევრია 1 სეზონის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის. ვახოთ აბა წელს რას იზავს :yes:

Maradona73
სტუმარი
Maradona73

არ მეგონა მაგხელა. მაგრამ მანჯუკიჩს ხო აჯობებს და მაგათი გაცვლა და 20 მილიონის დამატება არ იქნებოდა ცუდი არცერთი მხარისთვის.

bugitto
იუვენტინო
bugitto

იკარდი სულ სხვა დონეა ქილერია ტიპი. საიდან შეაგდებს ვერ მიხვდები. პროსტა ვანდას პირადი მხერხავიც და მონაცაა :lool: 80 მილიონი ღირს. მაგრამ იწერება იუვე 60-65 ზე მეტს არ გადაიღდისო. სუპერ ტრანსფერი გამოვა. ოღონდ არა დიბალაში გაცვლა. დიბალას ინტერში გაყიდვა იქნება სრული სისულელე

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

დიბალა პსჟ-ში ყველა ვარიანტში და იკარდია მოსაყვანი სრულიად გეთანხმები კილერია იკარდი ნამდვილად :up: ზუსტად მაგნაირი 9-იანია რონალდოსთვის საჭირო ორივემ რომ გაიტანოს ბევრი გოლი :up:

bugitto
იუვენტინო
bugitto

ბენზემა კია კარგი იგროკი მარა სხვა დონეა კილერი ვერაა იმდენად რამდენადაც იკარდი სუარესი კავანი ფალკაო და მაგ სტილის იგროკები. წარმოიდგინე იკარდი რონალდო რა იქნება წინ. რავი ცოლმა სულ თუ არ გამოაქლიავა :lool: :lool: :lool: არადა რას უთავისუფლებდა სივრცეს რონის ბენზემა და იკარდი ხო ვაბშე. ტიპს არაფრისგან შეუძლია გოლის შეგდება.

Maradona73
სტუმარი
Maradona73

იკარდი კი კარგია, მაგრამ ვანდას მონობის გამო მაინც მეთანაღრება გული. არ აურიოს გუნდში სიტუაცია …

bugitto
იუვენტინო
bugitto

მმეც ეგ მოგწერე :lool: ტიპი 21 საუკუნის მონაა. :lool:

Maradona73
სტუმარი
Maradona73

:lool:

Maradona73
სტუმარი
Maradona73

ატალნტას თავდამსხმელში რომ გაგვეცვალა ზაპატაში მანჯუკიჩი და ცოტა თანხაც დაგვემატებინა არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი.

bugitto
იუვენტინო
bugitto

თავდასხმა რაც შეეხება. მარცხნივ რონალდო მარჯვნივ ბერნარდესკი. ასევე ფლანგბზე ორივეზე შეუძლია თამაში კოშტას. დიბალა თუ არ წავიდა სერიოზული კონკურენცია იქნება მაგას და ბერნას შორის. კუადრადოსაც შეუძლია მარჯვენა ვინგერად. მოკლედ ცენტრის საკითხია გასარკვევი. მანძუ წავა ალბათ ნიკო კოვაჩთან ბავარიაში. იგუც წესით რომაში უნდა გადავიდეს. თან ძეკო 2 ნაბიჯშია ინტერთან.

bugitto
იუვენტინო
bugitto

დაცვაც დაკომპლექტებულია მარჯვნივ განიხილავს სარი კუადრადოს. ასევე დანილო. მარცხნივ სანდრო დე შილიო. ცენტრში ბონუჩი კიელინი დემირალი და დე ლიხტი. რუგანის წასვლა გარდაუვალია.

bugitto
იუვენტინო
bugitto

ხედირა თუ რჩება ესეიგი ნახევარდაცვაში აღარ იქნება ცვლილებები. პიანიჩი ჯანი რემზი რაბიო ბენტაკური ხედირა. 3 კაცით თამაშობს აქედან ძირითადს 3 ზამენა სრულად საკმარისია.

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ისკო მართლა კარგი იგროკია მაგრამ სად უნდა ათამაშოს სარიმ ვერ გავიგე 9-იანი ეგ არაა და აბა სად ნახევარმცველები ქვეყნისაა გუნდში ჩვენ 9-ანი გვჭირდება ვოლკი

Maradona73
სტუმარი
Maradona73

თუ იკარდი ვერ მოიყვანეს, მაშინ ალბათ მოუწევს რონალდუს 9-ანზე თამაში.

ისკო კიდევ ალბათ მის ადგილზე, ან 2 თავდამსხმელის უკან.

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

კი გეთანხმები თუ იკარდი ვერ მოიყვანეს მაშინ მარცხნივ ისკო და 9-ზე რონალდო მარჯვნივ კიდე კოშტა ბერნა

Maradona73
სტუმარი
Maradona73

არ იქნება ცუდი ვარიანტი, ბევრ პოზიციაზე შეუძლია ისკოს თამაში.

x