ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი იუვენტუსის სასტარტოს აქვეყნებს

გამომცემლობა ტუტოსპორტი იუვენტუსის საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას აქვეყნებს პარმას წინააღმდეგ, რომელიც შაბათს თბილისის დროით 20:00 გაიმართება:

კარში ბუნებრივია პოლონელ ვოიცეხ შესნის ვიხილავთ..

დაცვის მარჯვენა ფლანგზე მატია დე შილიოზე მეტი შანსი ძირითადში ვიხილოთ, ახლად მოსულ დანილოს აქვს..

ცენტრალურ ზონაში ტუტოსპორტი ლეონარდო ბონუჩის და ჯორჯო კიელინის პროგნოზირებს..

დაცვის მარცხენა ფლანგი არის პოზიცია, რომელიც ყველაზე ნაკლებ კითხვის ნიშნებს ბადებს, რადგან მისი ბატონ პატრონი ალექს სანდროა.

ნახევარდაცვაში ერთი პირობა გუნდიდან გაშვების კანდიდატი სამი ხედირას უნდა ველოდოთ.. მის მხარდამხარ იქნებიან ადრიენ რაბიო და მირალემ პიანიჩი.

შეტევაში კრიშტიანო რონალდუს პარტნიორობას დუგლას კოშტა და გონსალო იგუაინი გაუწევენ.. სხვადასხვა გამომცემლობა პიპიტას ნაცვლად სასტარტოში პაულო დიბალას მოიაზრებს, თუმცა ტუტოსპორტს ამ თემაზე სხვა ინფორმაცია გააჩნია..

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

1
Leave a Reply

avatar
1 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
LASHAJUVENTINO Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
LASHAJUVENTINO
იუვენტინო
LASHAJUVENTINO

პარმას სიფათი უნდა ავახიოთ იმ 3-3 გამო გახსოვთ ალბათ :forza: