ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი იუვენტუსის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას აქვეყნებს

კრიშტიანო რონალდუ

შუა დღის მატჩი ყოველთვის უჩვეულოა და ხშირ შემთხვევაში შედეგიც ისეთი  არ არის, როგორიც გაგვიხარდებოდა..

ვნახოთ ამჯერად მაურისიო სარის გაწვრთნილი გუნდი რა შედეგს დადებს..

აქედანვე უნდა ითქვას, რომ ტურინელებს ამ მატჩში სამი ხედირა და ადრიენ რაბიო დააკლდებათ.. 

კარში დიდი ალბათობით ჯანლუიჯი ბუფონი გამოჩნდება.. ჯიჯისთვის აღნიშნული დაპირისპირება სერია ა-ში რიგით 465 გახდება.. 

დაცვის მარჯვენა ფლანგზე ხუან კუადრადოს უნდა ველოდოთ, რომელიც დანილოს შეცვლის.. ეს უკანასკნელი გასულ მატჩში იდგა სასტარტოში და არცთუ ურიგოდ..

დაცვის ცენტრალურ ზონაში ლეონარდო ბონუჩი და მატეის დე ლიხტი მოიაზრებიან.. მარცხენა ფლანგზე ალექს სანდრო რომელმაც ტრავმა მოიშუშა.

მოედნის ცენტრალურ ზონაში როდრიგო ბენტანკური, მირალემ პიანიჩი და ბლეზ მატუიდი იქნებიან, ხოლო მათ წინ ფედერიკო ბერნარდესკი..

მაურისიო სარიმ წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც განაცხადა, რომ იტალიელი თავს კარგად გრძნობს და გუნდს ტაქტიკური თვალსაზრისით დიდ დახმარებას უწევს. 

შემტევ დუეტს რაც შეეხება.. ტუტოსპორტის მოსაზრებით მას გონსალო იგუაინი და კრიშტიანო რონალდუ დააკომპლექტებენ.. 

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

1
Leave a Reply

avatar
1 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
ALLENATORE Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ALLENATORE
სტუმარი

ronaldo skamze!!!

x