ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას აქვეყნებს

ჯანლუიჯი ბუფონი

დღეს, თბილისის დროით 21:50-ზე იუვენტუსი სტუმრად გენუის სამპდორიას დაუპირისპირდება. 

მაურისიო სარიმ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ არა აქვს გადაწყვეტილი იასპარეზებს თუ არა შემტევი ტრიოთი..

ტუტოსპორტს შემადგენლობასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გააჩნია და მას უცვლელად შემოგთავაზებთ.

უნდა აღვნიშნოთ, რომ კარს ამჯერადაც ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს, რადგან ვოიცეხ შესნი ტრავმირებულია და ლაზარეთში რჩება.

მარჯვენა ფლანგზე ხუან კუადრადოს ძირითადში დაბრუნებას უნდა ველოდოთ.. ცენტრში დიდი ალბათობით მატეის დე ლიხტის და ლეონარდო ბონუჩის დუეტი აღდგება, ხოლო მარცხენა ფლანგს ისევ ალექს სანდრო ჩაიბარებს.

ადრიენ რაბიოზე სარიმ ნათლად მიანიშნა, რომ მას სათამაშო დრო ესაჭიროება.. აქედან გამომდინარე ფრანგს სასტარტო შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.. 

მის მხარდამხარ დიდი ალბათობით ბლეზ მატუიდი და მირალემ პიანიჩი იქნებიან.. თუმცა, იმავე პრესკონფერენციაზე გუნდის თავკაცმა არ გამორიცხა ბლეზის დასვენება.. ვნახოთ, რამდენად გამართლდება ტუტოსპორტის ვარაუდი.

ტრეკუარტისტაზე ფედერიკო ბერნარდესკი მოიაზრება, რომელიც მაქსიმალურად შეეცდება პაულო დიბალასთვის და კრიშტიანო რონალდუსთვის თავისუფალი სივრცეების შექმნას.. 

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of