ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას აქვეყნებს

დღეს, თბილისის დროით 23:00-ზე სტადიო მარიო რიგამონტიზე სერია ა-ს მე-5 ტურის მატჩში ბრეშა ტურინის იუვენტუსს უმასპინძლებს:

გასულ მატჩთან შედარებით იტალიის მოქმედი ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი – მაურისიო სარი მთელ რიგ ცვლილებებს გეგმავს.

თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობას კრიშტიანო რონალდუ ვერ მიიღებს, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს.. წინასამატჩო პრესკონფერენციაზე სარიმ აღნიშნა, რომ პორტუგალიელს ბარძაყის არეში აქვს დისკომფორტი, რაც სამი ინტენსიური შეხვედრის შემდეგ სრულებით ბუნებრივი მოვლენაა..

სპეციალისტის თქმით, სამედიცინო შტაბი დეტალურად შეაფასებდა როგორც მის მდგომარეობას, ასევე ბლეზ მატუიდის და ლეონარდო ბონუჩის კონდიციებსაც.. როგორც ჩანს კიბორგმა გამოცდა ვერ ჩააბარა, განსხვავებით მისი პარტნიორებისგან და ამიტომაც ვერ მოხვდა გუნდის განაცხადში, რომელიც ბრეშას დაუპირისპირდება..

დავიწყოთ ტუტოსპორტის მიერ გამოქვეყნებული სავარაუდო სასტარტო შემადგენლობით..

კარში ჯანლუიჯი ბუფონის შემდეგ, კვლავინდებურად პოლონელი ვოიცეხ შესნი დაბრუნდება..

დაცვის მარჯვენა და მარცხენა ფლანგი უცვლელი სახით იქნება წარმოდგენილი ორი ბრაზილიელით – დანილოთი და ალექს სანდროთი..

აი ცენტრალურ ზონაში კი მერიჰ დემირალის არცთუ დამაჯერებელი დებიუტის შემდეგ, მაინც და მაინც დიდი პოზიტიური პრესის არმქონე მატაის დე ლიგტი დაბრუნდება, რომელიც ლეონარდო ბონუჩის ყურადღების ქვეშ იქნება..

ნახევარდაცვაშიც უნდა ველოდოთ გარკვეულ ცვლილებებს.. მაგალითად ბლეზ მატუიდის უკვე საკმაო მატჩები დაუგროვდა და თუ სერია ა-ს მჭიდრო კალენდარს გავითვალისწინებთ, არაა გამორიცხული მას დასვენების საშუალება მიეცეს, თუმცა ტუტოსპორტმა სამი ხედირასთან და მირალემ პიანიჩთან ერთად, სწორედ ფრანგი დააყენა ძირითად თერთმეტეულში..

და ბოლოს წინა ხაზი.. სარის თქმით გონსალო იგუაინი ცხვირის მოტეხილობას გადაურჩა და თუ ფორვარდი თავს 100%-ით მზად იგრძნობს, მაშინ სწორედ არგენტინელი შეუწყვილდება მის თანამემამულე პაულო დიბალას და კოლუმბიელ ხუან კუადრადოს, რომელიც თუ მედიას დავუჯერებთ სულ მალე კლუბთან ახალ სამ წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

1
Leave a Reply

avatar
1 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
0 Comment authors
Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

:მომეწონა ასეთი სახის ინფო. წარმატებები :forza:

x