ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი | სარის იუვე – ვინ წავა და ვინ დარჩება?

მაურისიო სარის იუვეში მოსვლა საათების ამბავია – ვინ დარჩება და ვინ წავა? ტუტოსპორტი გარკვეულ მოთამაშეებთან მიმართებაში პროცენტულ მაჩვენებლებს გვთავაზობს:

ვოიცეხ შესნი – 100% – გასულმა სეზონმა ცხადყო, რომ მძიმე მემკვიდრეობა რომელიც მას წილად ხვდა, პოლონელმა თავი ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე გაართვა.

მატია პერინი – 30% – ვერ გაუწია შესნის კონკურენცია და იუვე მას აუცილებლად შეელევა, თუ სათანადო დონის შემცვლელს იპოვის.

კარლო პინსოლიო – 100% – გასახდელში იმდენად პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნის, რომ მას გუნდიდან არავინ არ გაუშვებს.

მატია დე შილიო – 100% – ბევრს აკრიტიკებენ, მაგრამ კულუარული ცნობებით სარის მოთხოვნით გუნდში რჩება.

ჯორჯო კიელინი – 100% – დღეისათვის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველზე, მხოლოდ გიჟი თუ იტყვის უარს. კაპიტანი იმდენ ხანს დარჩება, რამდენ ხანსაც მოისურვებს.

ალექს სანდრო – 60% – მისი მომავალი კი ფუნდამენტურად არის დამოკიდებული, თუ რა მაშტაბის წინადადებას მიიღებს იუვენტუსი..

ლეონარდო ბონუჩი – 100% – მან ერთხელ უკვე დატოვა იუვე და ამით საკმარისია.. მისი ცოდნა და გამოცდილება სარისთვის მნიშვნელოვანი პლიუსი გახდება.

ჟოაო კანსელუ – 10% – სეზონის მეორე ნახევრის ჩაგდების და ბაზარზე ორი მანჩესტერული კლუბის ინტერესიდან გამომდინარე, მისი დარჩენის შანსები მალე 10%-იც აღარ იქნება.

დანიელე რუგანი – 100% – ჯერ კიდევ ემპოლიში ყოფნისას მაურისიო მას განსაკუთრებულად ენდობოდა.. სურდა ნაპოლიშიც წაეყვანა, ჩელსიშიც.. ახლა კი თავად მივიდა ყოფილ შეგირდთან.

ლეონარდო სპინაცოლა – 60% – ლაციოს მოწონს ლეონარდო, იუვენტუსს კი მილინკოვიჩ-სავიჩი, ამიტომ გამორიცხული არაფერია, მაგრამ ყველაფერი სარის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

მირალემ პიანიჩი – 100% – კულუარული ცნობებით, ფეხბურთელი რომელიც სარისთვის ხელშეუხებელია არის სწორედ ბოსნიელი შუახაზელი.

სამი ხედირა – 20% – აარონ რემზის გუნდში მოსვლით, მისი ადგილი მნიშვნელოვნად შემცირდა და წასვლის შანსი გაიზარდა.

ბლეზ მატუიდი
– 50% – მის მიმართ ინტერესი დიდია, თავად კლუბიც მაღალ დონეზე აფასებს, მაგრამ არაა გამორიცხული ადგილი მაინც სხვას დაუთმოს..

ემრე ჯანი – 100% – როგორც კი ფიზიკური პრობლემები უკან მოიტოვა, მომენტალურად აჩვენა ყველას თუ რაოდენ საჭირო ფიგურაა.

როდრიგო ბენტანკური – 100% – თურმე მაურისიოს მისი შესაძლებლობები ძალიან მოწონს და არაა გამორიცხული ტურინში რიგით მესამე სეზონი ურუგვაელისთვის შთამბეჭდავი გამოდგეს.

კრიშტიანო რონალდუ – 100% – თავადვე თქვა, რომ 1000%-ით რჩებოდა, ასე რომ..~

პაულო დიბალა – 100% – თავად არგენტინელს დარჩენა სურს და სარიც არ არის წინააღმდეგი.. თუმცა, 100 მილიონიანი წინადადება ყველაფერს თავდაყირა დააყენებს.

დუგლას კოშტა – 30% – გასული სეზონიდან გამომდინარე, სწორედ მას აქვს ყველაზე მეტი შანსი რომ გუნდი დატოვოს..

ხუან კუადრადო – 50% – კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და თუ ახლავე არ გაუხანგრძლივებენ, მაშინ არაა გამორიცხული რაიმე ბარტერში ჩართონ.

მარიო მანჯუკიჩი – 50% – მართალია 2021 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი, თუმცა გადახედვა აუცილებლად მოხდება და ასევე ყურადღებით დააკვირდით ჩინურ ხმებს..

მოიზ კინი – 95% – კონტრაქტის გახანგრძლივება ფორმალობაა და იგი მზად არის იუვეს მაისურით ხმაურიანი სეზონისთვის..

ფედერიკო ბერნარდესკი – 100% – სარი გიჟდება ფედეზე და მისი მომავალი არანაირ კითხვებს არ იწვევს..

აარონ რემზი – 100% – პირველი შენაძენი, რომელიც სარისაც მოწონს, რადგან უელსელს საჭირო თვისებები გააჩნია..

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

3
Leave a Reply

avatar
2 Comment threads
1 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
OMAR SIVORIტრიდე Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
OMAR SIVORI
იუვენტინო
OMAR SIVORI

ვაა, მაკვირვებს სარი…. იმედია, სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე მხოლოდ გონიერ გადაწყვეტილებებს მიიღებს!! ბრავო ამ ეტაპზე…..

მარად და ყველგან ფორცაა იუვეე!! :juvee: :juvee:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ტუტოსპორტის აზრია ეს . რა სარი . სარი მერე რას იზამს გამოჩნდება

ტრიდე
სტუმარი
ტრიდე

უკვე კარგად იწყებ სარი აზროვნებ და ასწორებ

x