ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი ტრიესტინასთან ტურინელთა სავარაუდო სასტარტოს აქვეყნებს

დღეს, თბილისის დროით 22:30-ზე ტურინელები ტრიესტინასთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ. ტუტოსპორტმა ტრადიციულად საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობა გამოაქვეყნა:

კარს პოლონელი ვოიცეხ შესნი დაიცავს.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე ახალ მოსულ დანილოს უნდა ველოდოთ, ხოლო საპირისპირო მარცხენა ფრთაზე მის თანამემამულე ალექს სანდროს..

ცენტრალურ დუეტს ამ შეხვედრაში დიდი ალბათობით მატაის დე ლიგტი და ჯორჯო კიელინი შეადგენენ.

რაც შეეხება შუახაზს.. აღვნიშნოთ, რომ წინასწარი პროგნოზით მაურისიო სარი 4-3-3 მოდულს დაეყრდნობა..

ტუტოსპორტის მტკიცებით სარი ფსონს სამი ხედირაზე, მირალემ პიანიჩზე და ადრიენ რაბიოზე გააკეთებს..

შეტევაში, კრიშტიანო რონალდუ კუნთის გადაღლილობის გამო გუნდს ვერ დაეხმარება..

შედეგად მაურისიო ამჯერად ძირითად შემადგენლობაში არგენტინელ გონსალო იგუაინს დააყენებს, ხოლო მას დუგლას კოშტა და პაულო დიბალა დაეხმარებიან.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

2
Leave a Reply

avatar
2 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
0 Comment authors
Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

არც სარი უშვებს ამ ხედირას და მაინტერესებს ამჯერად ვის რა პასუხი აქვს ამ გადაწყვეტილებაზე ?

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ტრიესტინა რაღაა ბარემ სასმოყვარულო გუნდთან ეთამაშათ.

x