ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი ჰოლანდიელ მცველს გაესაუბრა

ტუტოსპორტი მატიას დე ლიგტს შეხვდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა:

“მას შემდეგ რაც ტურინში Golden Boy-ს პრიზი ავიღე, სიმართლე გითხრათ დიდად არაფერი შეცვლილა.. ისევ ის ფეხბურთელი ვარ, რომელიც მოედანზე გასვლით უდიდეს სიამოვნებას ღებულობს.

მოახლოებული მატჩი ბუნებრივია თითოეულ ჩვენთაგანს თავიდან არ ამოგვდის.. იუვენტუსი საოცრად გამოცდილი და ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.. საქმე მხოლოდ რონალდუში არ არის, რადგან მათ რიგებში პირადად ჩემთვის ორი განსაკუთრებული უკანახაზელი ირჯება..

კიელინი უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო მცველია ვინც კი მინახავს, თუმცა არანაკლებად მაშტაბურია ბონუჩი.. ჩემნაირი ახალგაზრდა მოთამაშისთვის ეს ორი ფიგურა მოტივაციის წყაროა. მსურს მათთსავით სრულყოფილებისკენ ვისწრაფვოდე.

უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, მას კი მოუთმენლად ველით, თუმცა აიაქსი იუვენტუსისგან განსხვავებით 1/4 ფინალს ყოველგვარი წნეხის გარეშე შეხვდება და ეს ჩვენი შესაძლებლობების დემონსტრირებას ხელს მეტად შეუწყობს.

პრესაში წავიკითხე თითქოს იტალიურის შესწავლა დავიწყე, რაც დიდი ტყუილია.. იუვენტუსი უდაოდ კარგი გუნდია და დიახ, ეს სავსებით რეალური ვარიანტია, მაგრამ არც სხვა კლუბები უნდა დავივიწყოთ. რონალდუ? მას სანაკრებო დონეზე შევხვდი და ეს რთული, მაგრამ პოზიტიური გამოცდილება იყო.

რაიოლა 2017 წელს დამიკავშირდა.. მან მითხრა, რომ ჩემს შესაძლებლობებს განსაკუთრებულად აფასებდა და სურდა მომავალზე ეზრუნა.. მცირეოდენი ფიქრის შემდეგ დავთანხმდი და მერწმუნეთ ერთი წამითაც არ მინანია.. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და მინოს გვერდში დგომას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ”.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of