ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უკანასკნელი სატრანსფერო სიახლეები

სატრანსფერო სიახლეები, რომლებიც ამ წუთებში გამოქვეყნდა იტალიურ მედიაში:

გონსალო იგუაინის ტურინული პრესპექტივა არც თავიდან გამოიყურებოდა კარგად, მაგრამ რომელუ ლუკაკუს შესაძლო მოსვლა, მას მყარად დასვავს სათადარიგოთა სკამზე..

არავისთვის არის სიახლე, რომ პიპიტა არ შედის კლუბის გეგმებში, მაგრამ იგი ჯიუტად არ აპირებს ტურინის დატოვებას.

ერთადერთი რეალური ვარიანტი რომაა, რომელსაც ცოტახნისწინ მისი ძმა და აგენტი ნიკოლას იგუაინი შეხვდა..

იმისათვის, რომ იუვემ ფინანსური წაგება თავიდან აიცილოს, მისთვის აუცილებელია გონსალო მინიმუმ 36 მილიონის სანაცვლოდ გაასხვისოს..

მარიო მანჯუკიჩის სიტუაცია არ არის იოლი.. ბელგილის გუნდში მოსვლა მის სათამაშო დროსაც მნიშვნელოვნად შეამცირებს..

ამიტომაც დაიწყო საუბარი, რომ ხორვატი კლუბს მალევე დატოვებს და დღეისათვის ერთ-ერთ ნათელ ვარიანტად იგივე მანჩესტერ იუნაიტედი სახელდება.

ბლეზ მატუიდი კულუარული ცნობებით მაურისიო სარის ხელმძღვანელობით, მოახლოებულ სეზონში იმაზე ნაკლებ დროს მიიღებს ვიდრე ეს პირველ ორ ტურინულ სეზონში ჰქონდა..

მოთამაშე ინფომირებულია, რომ აღარ განიხილება როგორც სასტარტოს წევრად და ამიტომ ბლეზმა ახალი კლუბის ძიება დაიწყო..

სამი ვარიანტი სახელდება ყველაზე ხშირად – პსჟ, მონაკო და მანჩესტერ იუნაიტედი.. თუმცა, ჯერჯერობით არცერთი მათგანი არ გეგმავს 25 მილიონის გადახდას..

ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი დუგლას კოშტას მომავალიც.. ბრაზილიელისთვის უახლოესი რამდენიმე კვირა გადამწყვეტი აღმოჩნდება..

მაურისიო სარი და მისი სამწვრთნელო შტაბი დეტალურად დააკვირდება ბრაზილიელის ქმედებებს და კლუბი სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს, დარჩება თუ არა დუგლასი ტურინში.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

2
Leave a Reply

avatar
1 Comment threads
1 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
ALLENATORE Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ALLENATORE
იუვენტინო
ALLENATORE

ნუ გასაგებია რო რონალდოს პონტში უნდათ ეგ ლუკაკო ))) მანჯუკიჩმა და იგუაინმა არ იციან როგორ უნდა იმოქმედონ იმისთვის რო რონალდოს ეფექტური იყოსო :D ))) ნუ მანჯუკიჩზე დავიჯერებ ეგ რო თქვა მაგრამ იგუაინზე ? ) ტიპი სარისთან თამაშობდა რამოდენიმე წელი პლიუს კიდე რონალდოსთან აქვს ნათამაშები რეალში ))) იგუაინმა მშვენივრად იცის როგორ უნდა იმოძრაოს )) მაგის ყველაზე დიდი პლიუსი ის არის რო კარგად იხსნება ) უბრალოდ საქმე იმაშია რო წარსულია ეგ იგუაინი უკვე ) პერსპექტივაზე უნდა იფიქროს გუნდმა ))) ლუკაკოზე ეხლა ანრი ცუდს რო არაფერს იტყვის ეგეც გასაგებია :D:D ))) პრინციპში იგუაინსაც ჯობია და მანჯუკიჩსაც )) ახალგზარდაა და გამოადგება გუნდს ) უბრალოდ… Read more »

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

სულ მაგაზე ეწყობა თამაში და მასე რომ არიყოს შეიძლება რონალდოც დაიკარგოს მაგალიტად თამაში რომ დიბალაზე აიწყოს რონალდოც ისეთი ვერ იქნება