ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უცნაური ცნობები ლუკაკუ-დიბალაზე..

უცნაური სიახლეებია კონტინასადან:

იტალიური მედიის მტკიცებით პაულო დიბალა უფრო და უფრო იხრება წასვლისკენ, რადგან ვერ ხედავ საკუთარ მომავალს მაურისიო სარის გეგმებში..

ლა ჯოიას არ მოწონს იდეა, რომლის თანახმადაც მას ცრუ 9-იანზე მოუწევს ასპარეზობა.

მანჩესტერ იუნაიტედი თავის მხრივ აქტიურდება არგენტინელზე და მზად არის კონკრეტული ნაბიჯების გადასდგამად..

მოულოდნელი ცნობები არამხოლოდ ამაში მდგომარეობს, არამედ ვითომდა იუვენტუსის გააქტიურებაზე რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე..

ბელგიელი ფორვარდი ინგლისელების მხრიდან 88 მილიონად არის შეფასებული და შესაძლოა მხარეებმა უბრალოდ გაცვალონ მოთამაშეები..

გუნდში, როდესაც უკვე არიან მარიო მანჯუკიჩი და გონსალო იგუაინი – ძალზედ უცნაურია მესამე იდენტური ტიპის შემტევის დამატება…

მითუმეტეს ჯერჯერობით ვერცერთ ზემოთხსენებულზე იუვემ კომპრომის ვერ მიაღწია და არაა გამორიცხული სუპერ მარიო პიპიტასთან ერთად ტურინში დარჩნენ..

სიახლეს, ერთბაშად რამდენიმე პოპულარული გვერდი აქვეყნებს და საინტერესოა მომავალ კვირაში თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან ამ სვლებით ორი აზრი არაა ტექნიკური კუთხით იუნაიტედი მეტად მომგებიან გარიგებას გააფორმებს.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of